„მოედანზე 11 პრობლემა იყო“ – კლოპის სამოტივაციო სიტყვა

    “ლა კერამიკაზე” ლივერპულმა პირველი ნახევარი ჩააგდო – ვილიარეალმა 2:0 მოიგო და ოცნება გაჩნდა, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებდა. შესვენების შემდეგ, კლოპის გუნდმა ყველაფერი მათ სასარგებლოდ შეატრიალა: 12 წუთში 3 გოლი გაიტანეს და 3:2 მოიგეს, ყოველგვარი ნერვიული დასასრულის გარეშე.   იურგენ კლოპი რომ შესანიშნავი მოტივატორია, ყველამ იცის. რა მოხდა ვილიარელთან შესვენებაზე?  … Continue reading „მოედანზე 11 პრობლემა იყო“ – კლოპის სამოტივაციო სიტყვა

დიასი მაგრად გადარჩა

სამშაბათ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ლივერპულმა ბენფიკა ლისაბონში 3:1 დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა შემდგომ ეტაპზე გასვლა. თუმცა მატჩის მიწურულს მოხდა ინციდენტი, რომელსაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყოლოდა. 87-ე წუთზე მერსისაიდელთა ახალწვეულმა, ლუის დიასმა, მესამე და საბოლოო ბურთი გაიტანა მატჩში და თანაგუნდელებთან ერთად გოლის აღსანიშნავად თავისი ქომაგების სექტორისკენ გაიქცა… ამ დროს პირველ რიგში მჯდარმა ბენფიკას… Continue reading დიასი მაგრად გადარჩა

გილმორი + კორონა

შოტლანდიელთა ახალ ვარსკვლავს, ჩელსის 20 წლის ნახევარმცველ ბილი გილმორს, რომელიც ევრო 2020-ის ინგლისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კოვიდ 19-ით დაავადდა. შოტლანდიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ამტკიცებს, რომ გილმორს ბოლო დღეებში თანაგუნდელებთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიაო. მაგრამ ნაკრების კაპიტნის, ლივერპულელი ენდი რობერტსონის ინსტაგრამის გვერდზე გაჩნდა ფოტო, როგორ ეთამაშება გილმორი მაგიდის ჩოგბურთს პარტნიორ ჯონ მაკგინს. რობერტსონმა მალევე… Continue reading გილმორი + კორონა