აკი ბაშო დღე 2! ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა! [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა. ენდო ქართველისთვის უხერხული მეტოქეა, აქამდე, ლევანმა ის 17-ჯერ შეხვდა, საიდანაც 9ჯერ ლევანმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ახლა მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა. ქართველი სუმოისტი დღეს იორიკირის ილეთით დამარცხდა. ლევანის მეტოქე ხვალ ცურუგიშო იქნება.

დიდებული გდება! – ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაიწყო! [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს პირველ დღეს, ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა. კოტოეკო ქართველისთვის უხერხული მეტოქე არ არის, აქამდე, ლევანმა ის 2-დან 2-ჯერ დაამარცხა და თუ ჩვენებური ნორმალურ ფორმაშია, მეტოქის დამარცხება ახლაც არ უნდა გასჭირვებოდა.   ასეც მოხდა! ტოჩინოშინმა ის უვატედაშინაგეს კიმარიტეთი დოჰიოზე დაანარცხა!   ლევანის მეტოქე ხვალ ენდო იქნება…