პოტერი: ენცოს ფასი? ნახეთ, ვისში ითხოვენ ასეთ ფულს…

გრემ პოტერმა ენცო ფერნანდესში გადახდილ 121 მილიონ ევროზე ისაუბრა.  ლონდონური კლუბის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რამდენად სარისკო იყო მოთამაშის ასეთ ფასად ყიდვა, როდესაც ის, წინა წელს, ბენფიკაში 10 მილიონ ევროდ გადავიდა… “მესმის, ასეთ სიტუაციას თამაშს რატომაც ეძახიან. ნებისმიერი ტრანსფერი – გამოწვევაა.  შეხედეთ სატრანსფერო ბაზარს – სავსეა ისეთი ფეხბურთელებით, რომლებსაც მსოფლიო არ მოუგიათ და მასში დიდ თანხას ითხოვენ. ჩვენ… Continue reading პოტერი: ენცოს ფასი? ნახეთ, ვისში ითხოვენ ასეთ ფულს…

გაუმაძღარი ჩელსი

ჩელსიმ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ზამთრის სატრანსფერო კამპანია ჩაატარა. არისტოკრატებმა იანვრის შესყიდვებზე დაახლოებით 329,5 მილიონი ევრო დახარჯეს, ბონუსების გამოკლებით. მეტი, ვიდრე გერმანიის ბუნდესლიგის, იტალიის სერია A-ს, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ესპანური ლა ლიგის ყველა კლუბმა ერთად. შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას ჩელსიმ შეიძინა ენცო ფერნანდესი (121 მილიონი ევრო), მიხაილო მუდრიკი (70 მილიონი), ბენუა ბადიაშილე… Continue reading გაუმაძღარი ჩელსი

ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონი დაიმატა

ენცო ფერნანდესი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს. არისტოკრატებმა არგენტინელი ბენფიკადან 106 მილიონ ფუნტად დაიმატეს. ფერნანდესმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. ფერნანდესი ბენფიკაში შარშან ზაფხულში რივერ პლეიტიდან გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ფერნანდესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა მუნდიალზე 7… Continue reading ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონი დაიმატა

ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონისთვის 100 მილიონი გაამზადა

ლოდნონის ჩელსი ზაფხულში ბენფიკადან ენცო ფერნანდესის შეძენას შეეცდება. ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა. ლონდონური გუნდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და ლისაბონელებს ჰაკიმ ზიეჩი დაუთმოს. ფერნანდესის თაობაზე საუბარი რამდენიმე კვირის წინაც იყო და ბენფიკამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი მოითხოვა. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა პორტუგალიური კლუბი ახალ წინადადებას. ფერნანდესი ბენფიკაში შარშან ზაფხულში რივერ პლეიტიდან გადავიდა.… Continue reading ჩელსიმ მსოფლიო ჩემპიონისთვის 100 მილიონი გაამზადა

ენცო ფერნანდესი პრემიერლიგაში – რეკორდულ თანხად!

LUSAIL CITY, QATAR - DECEMBER 18: Enzo Fernandez of Argentina poses with his young player of the tournament award during the FIFA World Cup Qatar 2022 Final match between Argentina and France at Lusail Stadium on December 18, 2022 in Lusail City, Qatar. (Photo by Marc Atkins/Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა, რომელსაც ლონდონელები 7 მილიონს იმიტომ უმატებენ, რომ თანხა ერთიანად არ გადაიხადონ და ის 3 ნაწილად გაყონ. აქამდე, პრემიერლიგის არც ერთ გუნდს, ერთ ფეხბურთელში 127 მილიონი არ დაუხარჯავს, ისტორიაში სულ 5 ფეხბურთელია, რომლებიც… Continue reading ენცო ფერნანდესი პრემიერლიგაში – რეკორდულ თანხად!

მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელეს

მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად არგენტინელი ენცო ფერნანდესი დაასახელეს. ბენფიკას ნახევარმცველმა ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა. მან მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ფინალშიც ძალიან კარგი იყო.

ფერნანდესი ბილინგემის ალტერნატივა?

მადრიდის რეალმა, შესაძლოა, ბენფიკასა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი შეიძინოს. არგენტინელი მეორე ახალგაზრდა შუახაზელის, ჯუდ ბელინგემის ალტერნატივად მოიაზრება, რომელიც სამეფო კლუბის მთავარი სატრანსფერო მიზანია. მადრიდელები ყველა ღონეს ხმარობენ ჭაბუკი ინგლისელის ხელში ჩასაგდებად, თუმცა ლივერულისგან სერიოზულ კონკურენციას წააწყდებიან. მერსისაიდულმა კლუბმა გასულ ზაფხულს ორელენ ტჩუამენი ვერ გაიფორმა, მან რეალში გადასვლა არჩია. ამიტომ ახლა ლივერპული გაორმაგებული სურვილით… Continue reading ფერნანდესი ბილინგემის ალტერნატივა?

გ ე ნ ი ა

Argentina's Lionel Messi acknowledges the crowd after scoring the first goal during the World Cup group C soccer match between Argentina and Mexico, at the Lusail Stadium in Lusail, Qatar, Saturday, Nov. 26, 2022. (AP Photo/Hassan Ammar)

მესის ხასიათს უწუნებენ, მისი ფეხბურთი ჯერ არავის დაუწუნებია. საფეხბურთო გენიამ, მექსიკასთან თამაში “გააკეთა”. საუდის არაბეთთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, “აცტეკებთანაც“, 64 წუთამდე, არაფერი მომხდარა, შემდეგ მესიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა. თითქოს სალივანი იყო, კიით ხელში. დაარტყა, გაიტანა და თამაშის ინერცია არგენტინის მხარეს გადაიხარა. გოლის შემდეგ, ალბისელესტეს “მწვანეების” კართან მომენტების ზღვა არ დაუყენებია, მაგრამ იმ თამაშის სცენარი უკვე აწყობდა,… Continue reading გ ე ნ ი ა