ლუის ენრიკე VS პრესა: ეს ფოტო ნახეთ…

ლუის ენრიკეს ესპანური პრესა უტევს, მაგრამ თვითონაც მაგარი შემტევი იყო და გამოადგა. თან, ლუჩოს დიდი კოზირი უჭირავს – შედეგი, მშვენიერი შედეგი… ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს აკრიტიკებენ, არაოპტიმალურ შემადგენლობას აყენებო. დავიდ დე ხეაზე უარი, ჟორდი ალბას, მარკოს ასენსიოსა და მარკოს ლიორენტეს სკამზე დასმა. და მიუხედავად ამისა, ესპანეთმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო. ბოლო ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად… Continue reading ლუის ენრიკე VS პრესა: ეს ფოტო ნახეთ…

უეფა: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი ხდება

უეფას ერთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი მიუძღვნა. “ხვიჩა კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება. ერთა ლიგის 9 მატჩი, 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა” – წერია პოსტში. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ერთა ლიგის წინა გათამაშებაც იგულისხმება. 🇬🇪 Superstar in the making. Kvaratskhelia. 6 goals & 5 assists in 9 #NationsLeague games pic.twitter.com/hkgTwkpsdm — UEFA Nations League… Continue reading უეფა: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი ხდება

“სულელი კი არ ვარ…”

გარეთ საუთგეიტს ბევრს აკრიტიკებენ ბრიტანულ პრესაში. ინგლისის ნაკრების მწვრთნელიც გაბრაზებულია იმ თამაშებით, რაც მისმა გუნდმა ერთა ლიგაზე აჩვენა. ბოლო ადგილი და B ლიგაში ჩასვლა. წინ კი მსოფლიო ჩემპიონატია და ბევრმა მოითხოვა საუთგეიტის გადადგომა – მის ხელში კარგი არაფერი გველისო. საუთგეიტი სხვანაირად ფიქროს. „სწორედ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მსოფლიოზე უნდა გაწვრთნას ნაკრები. ვიცოდი, რომ წაგების… Continue reading “სულელი კი არ ვარ…”

საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

რა ხდება ერთა ლიგის C ჯგუფში? დღეს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი გაიმართა: ყაზახეთმა აზერბაიჯანში წააგო 0:3, ხოლო თურქეთი ფარერის კუნძულებზე დამარცხდა 1:2… ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით პირველადგილოსნებს შორის პირველი იქნება: ამისთვის საჭიროა ორშაბათს გიბრალტარში უბრალოდ მოგება. ახლა ეს სიტუაციაა პირველადგისლონებში: თურქეთი – 6 მატჩი, 13 ქულა (ბურთები +13) საქართველო – 5… Continue reading საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

მშვენიერია: ქეცბაიას კვიპროსმა საქართველოს შანსი გაუზარდა

კარგი ამბავი: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა კვიპროსმა საბერძნეთს 1:0 მოუგო ერთა ლიგის C ჯგუფში. ეს რას ნიშნავს? რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ ფლეი-ოფს 2024 წლის მარტში, დიდი ალბათობით, შინ ჩაატარებს. და დიდი შანსია, ფინალიც შინ მოუწიოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი შესარჩევიდან (რომელიც 2023 წლის მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება) საქართველო ვერ გავა. 4 ნაკრები რჩება C… Continue reading მშვენიერია: ქეცბაიას კვიპროსმა საქართველოს შანსი გაუზარდა

“ჩემზე წერით მოწონებებს აგროვებენ, რეიტინგს იწევენ…”

საქართველო და ინგლისი მომდევნო ერთა ლიგაში ერთად იქნებიან: B ლიგაში. შესაძლოა, ერთ ჯგუფშიც მოხვდნენ. საქართველო ავიდა, ინგლისი ჩავიდა. იტალიასთან სტუმრად 0:1 წააგეს, თანაც იტალიას ბევრი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა. 5 მატჩში ინგლისს მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. კვლავ „მოხვდა“ კაპიტან ჰარი მაგუაირს. არადა, გარეთ საუთგეიტი ენდობა და ნაკრებში ისევ პირველივე წუთიდან ათამაშა. მაგუაირმა ამჯერად ვრცლად… Continue reading “ჩემზე წერით მოწონებებს აგროვებენ, რეიტინგს იწევენ…”

ტურბო, ციკლონი…

  საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია 2:0… მაგრად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ და ჯერ მარტო ის ორი მომენტი რად ღირს, ძერასავით რომ დაესხათ თავს სტუმართა მცველებს. მეორე გოლიც მან შექმნა და რა კარგია ასეთი მომენტები – ეს მხოლოდ ბუდუს სათამაშო ხარისხზე კი არა, პიროვნულ თვისებებზეც მეტყველებს. ნაკრებმა ცუდად დაიწყო თამაში, არ გამოდიოდა არათუ კომბინაცია, ორი პასიც კი. ერთი გიორგი… Continue reading ტურბო, ციკლონი…

რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ???

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სამ ტურში მოპოვებულმა სამმა გამარჯვებამ გულშემატკივარს შეჯიბრების ფორმატისადმი გაუღვივა ინტერესი. ცნობილია, რომ ერთა ლიგიდან გუნდები შეიძლება მოხვდნენ ევრო 2024 – ის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ კერძოდ როგორ მოხდება ეს? რომელი ნაკრებები მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს? დავიწყოთ იმით, რომ ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება ანუ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები… Continue reading რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ???

8-4-0… რას მიაგნო ვან გაალმა?!

ლუი ვან გაალი 70 წლისაა და გემახსოვრებათ, შარშან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნებას. თუმცა ლუი დაბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა ნარინჯისფერებს (რაც სათუო იყო) და მომდევნო შეხვედრებშიც აჩვენა თავისი სამწვრთნელო კლასი. მარტო ბელგიასთან 4:1 მოგება ვახსენოთ… გუშინ კი ნიდერლანდებმა ერთა ლიგაზე პოლონეთთან 2:2 ითამაშა. 0:2-ს აგებდა და მოატრიალა თამაში, პლუს, ბოლოს  მემფის… Continue reading 8-4-0… რას მიაგნო ვან გაალმა?!

ცხოვრების გოლი ერთა ლიგაში… (+video)

მაგარი გოლი გავიდა ერთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე უხმაურო და ნაკლებად საინტერესო მატჩში: დ დივიზიონში ანდორამ 2:1 მოუგო ლიხტენშტაინს და ანდორელმა ხესუს რუბიომ ცხოვრების გოლი გაიტანა… მარჯვენა მცველმა თავისი ნახევრიდან ერთი შეხებით დაარტყა და იშვიათი სიზუსტის გამოუვიდა.   <blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”es” dir=”ltr”>Este gol de Andorra que puto sentido tiene <a href=”https://t.co/mDXZpQa91z”>pic.twitter.com/mDXZpQa91z</a></p>&mdash; Juanca (@CuanjaATM) <a href=”https://twitter.com/CuanjaATM/status/1535361064401002498?ref_src=twsrc%5Etfw”>June 10,… Continue reading ცხოვრების გოლი ერთა ლიგაში… (+video)