კრისტიან ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში გადადის – გადაწყდა! 30 წლის დანიელმა ნახევარმცველი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა… რომანო აღნიშნავს, რომ ერიქსენი კლუბს შეუთანხმდა და მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ესაუბრა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ერიქსენი პრემიერლიგაში (ბრენტფორდში) ასე ათამაშდებოდა? ჯერ ფეხბურტში დაბრუნებაც დიდად საეჭვო იყო, მერე თან პრემიერლიგაში და თან ასე კარგად. ერიქსენი… Continue reading რომანო: ერიქსენი გადაწყდა!
Tag: ერიქსენი
ლივერპულიც?.. ერიქსენი უკვე ტოპ-კლუბებს სურთ
კრისტიან ერიქსენი ისეთ ფორმაში შევიდა, რომ ტოპ-კლუბებს სურთ. ლივერპულს, აიაქსსა და ტოტენჰემს. ასევე ევერტონსაც. LiverpoolEcho წერს. მხოლოდ 10 თვე გავიდა მას მერე, რაც ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის მატჩში გულის შეტევა დაემართა და იმ წუთებში არავის ეფეხბურთებოდა: სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. ერიქსენმა 7 თვე გამოტოვა, მერე კი ინგლისის პრემიერლიგის ბრენტფორდთან გააფორმა კონტრაქტი. კლუბშიც მაგრად ათამაშდა და დანიის ნაკრებშიც,… Continue reading ლივერპულიც?.. ერიქსენი უკვე ტოპ-კლუბებს სურთ
ერიქსენი – დაბრუნება თავის ადგილზე
კრისტიან ერიქსენი დანიის ნაკრებში გამოიძახეს. ეს პირველად მოხდა 12 ივნისის შემდეგ… მაშინ გამოძახებას ვინ ჩიოდა, ერიქსენს გულმა შეუტია და კინაღამ გარდაიცვალა. ის წუთები შოკი იყო მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. როგორც იცით, ერიქსენს გულში დეფიბრილიატორი ჩაუდგეს. ინტერიდან ინგლისურ ბრენტფორდში გადავიდა და ბოლო მატჩები სულაც ძირითადში ითამაშა. 90 წუთი იყო მოედანზე, რაც ბევრს გაუკვირდა. წინა შეხვედრაში კი საგოლე… Continue reading ერიქსენი – დაბრუნება თავის ადგილზე
აი, მომენტი!.. ერიქსენთან ჩხუბი როგორ შეიძლება?! (+ვიდეო)
კრისტიან ერიქსენმა ინგლისურ პრემიერლიგაში სრული მატჩი ჩაატარა… აი, დატვირთვები. ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ სრული 90 წუთი. დანიელის ბრენტფორდმა სტუმრად 3:1 მოუგო ნორვიჩს. ერთი მომენტი კი განსაკუთრებული იყო. ნორვიჩელი ბრენდონ ვილიამსი ერიქსენთან შეჯახებისას წაიქცა… ვილიამსი გამწარდა და საჩხუბად გაიწია, მაგრამ ერიქსენი რომ დაინახა, გაიღიმა და ჩაეხუტა. პატივისცემა. შეგახსენებთ, გასული წლის 12 ივლისს ევროპის ჩემპიონატში, დანია-ფინეთის მატჩის… Continue reading აი, მომენტი!.. ერიქსენთან ჩხუბი როგორ შეიძლება?! (+ვიდეო)
რეკორდი და თან, როგორი რეკორდი… 30-ჯერ მეტი მაისურა!
ინგლისის ბრენტფორდმა რეკორდი მოხსნა მაისურების გაყიდვის მხრივ. მიზეზი კრისტიან ერიქსენის გუნდში მისვლაა. და იცით, რამდენჯერ გაიზარდა მოთხოვნა? წინა წლების თებერვლის თვესთან შედარებით, 30-ჯერ მეტად. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ბრენტფორდს მაისურებზე მოთხოვნა 21 უცხოური ქვეყნიდან მიუვიდა, მათ შორის, აშშ-დან, ავსტრალიიდან, გრენლანდიიდანაც. ბრენტფორდი სავსეა დანიელებით. უკვე 9 დანიელი ფეხბურთელი ჰყავს და მწვრთნელიც… Continue reading რეკორდი და თან, როგორი რეკორდი… 30-ჯერ მეტი მაისურა!
ერიქსენი აქტიურად… დარტყმაც არ დავიწყებია (+video)
კრისტიან ერიქსენმა მინდორზე ვარჯიში უფრო აქტიურად დაიწყო… დარტყმა არ დავიწყებია. ერიქსენმა ორი კვირის წინ ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო მზადება, მერე დარბოდა, ახლა კი ბურთით აქტიურად ვარჯიშობს. დანიელი მზადაა ფეხბურთში დასაბრუნებლად. ის ახლა თავისუფალი აგენტია, ინტერთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან გულზე დეფიბრილიატორით თამაში სერია ა-ში აკრძალულია. შეგახსენებთ, დანიელთა ათიანი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის დროს სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გულის… Continue reading ერიქსენი აქტიურად… დარტყმაც არ დავიწყებია (+video)
ტოპ-13… ვის აქვს სერია ა-ში ყველაზე მაღალი ხელფასი?
იტალიური საიტები Calcio e finanza-ზე დაყრდნობით წერენ, რომ სერია აში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მატეის დე ლიხტია. იუვენტუსის ნიდერლანდელი მცველი ოფიციალურად კონტრაქტით 8 მილიონ ევროს იღებს წელიწადში, მაგრამ ბონუსებით თითქმის 12 მილიონამდე აღწევს… ზაფხულამდე პირველი, ძნელი გამოსაცნობი არაა, კრიშტიანუ რონალდუ იყო. თუმცა პორტუგალიელი ხომ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. და ისე, ბონუსების გარეშე, საბაზისო კონტრაქტით სერია ა-ში ყველაზე… Continue reading ტოპ-13… ვის აქვს სერია ა-ში ყველაზე მაღალი ხელფასი?
ერიქსენი – ბრუნდება იქ, სადაც დაიწყო?
კრისტიან ერიქსენის ამბავი ინტერესს იწვევს… ფეხბურთელი ინტერს ეკუთვნის, მაგრამ იტალიის სერია ა-ში დეფიბრილიატორით თამაში აკრძალულია. დანიელს გულის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს. როგორც იცით, 12 ივლისს ერიქსენს დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გულის შეტევა დაემართა და კინაღამ ტრაგედია მოხდა. თავად ერიქსენს უთქვამს, რომ კარიერის გაგრძელება სურს და 4-5 თვეში ჩვეულებრივ ითამაშებს კიდეც. დანიური საიტების ცნობით, ერიქსენის აგენტი… Continue reading ერიქსენი – ბრუნდება იქ, სადაც დაიწყო?
დანიის თამაშის ანალიზი: ტაქტიკის ზეიმი
რა თამაშს ახერხებს დანია ამ მცირე რესურსით? კასპერ ჰიუმლანდის გუნდმა უელსთან იფრინა, 4:0 მოიგო და საერთოდ, ბოლო ორ შეხვედრაში 8 გოლი მოუგროვდა. მივყვეთ, რა და როგორ იყო. კრისტიან ერიქსენის ამბები ყველამ იცის. 10 ნომრის და ლიდერის გამოკლებამ დინამიტები უფრო გააერთიანა. გაირკვა, რომ ფსიქოლოგებმა იმუშავეს თითოეულ ფეხბურთელთან. ბელგიასთანაც რა ტაიმი ჩაატარეს… და მეორე ტაიმის ბოლო 15-წუთიანი… Continue reading დანიის თამაშის ანალიზი: ტაქტიკის ზეიმი
ერიქსენზე… მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა
დანიური ფეხბურთის ლეგენდა მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა: კრისტიან ერიქსენის შემთხვევის გამო, მატჩი უნდა გადაედოთო… დანია-ფინეთი, როგორც იცით, გაგრძელდა და დინამიტებმა 0:1 წააგეს. „როცა ასეთი რამ ხდება, ფეხბურთელებს ემოციების მოზღვავება ეწყებათ და სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ვინმეს უნდა ეთქვა, მაგრამ ფეხბურთელებს ბოლოს ეკითხებიან აზრს. „ან ახლა დაამთავრეთ მატჩი, ან ხვალ 12 საათზე გააგრძელეთ“ – ეს… Continue reading ერიქსენზე… მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა