ჰოლანდის რეცეპტი

მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა მისი ბრწყინვალე ასპარეზობა სწორ კვებას მიაწერა “საშინაო მატჩების წინ, მამაჩემის მიერ მომზადებულ ლაზანიას მივირთმევ – როგორც ჩანს, ეს მუშაობს. შესაძლოა, ის რამე სპეციალურ ინგრედიენტებსაც ამატებს. მომზადებაში ვერ ვეხმარები. ძირითადად, დივანზე ვწევარ და ვუყურებ. ჩემი რეცეპტი ასე მუშაობს,” – თქვა ერლინგმა. ჰოლანდმა, ეტიჰადზე 5 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ჰეთ-თრიქი სამჯერ შეასრულა.  

მივიდა, ნახა, გაიმარჯვა…

მანჩესტერულ დერბიში სიტიმ იუნაიტედს უშანსოდ მოუგო – 6:3. საბრძოლო ანგარიშს რომ ჰგავს, ბოლო წუთებზე გატანილი 2 გოლია, თორემ ქალაქელები 6:1-ს იგებდნენ.   თამაშის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა ტვიტერზე დაწერა – “მანჩესტერი ლურჯია”. ეს კერიერაში მისი პირველი დერბი იყო, თავი კი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა.   მივიდა, ნახა, გაიმარჯვა.  

ჰოლანდმა ისტორია დაწერა – რეკორდი, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა…

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მანჩესტერ სიტი სევილიას ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. თითო გოლი ფილ ფოდენმა და რუბენ დიაშმა გაიტანეს, ერლინგ ჰოლანდმა კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ერლინგ ჰოლანდი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში და პრემიერლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა. მან ინგლისში პირველი თამაში ვესტ ჰემთან ჩაატარა, სადაც ასევე 2 გოლი გაიტანა, გუშინ კი სევილიასთანაც დუბლი… Continue reading ჰოლანდმა ისტორია დაწერა – რეკორდი, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა…

პეპ გვარდიოლა: თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედზე ვიქნებით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ

დღეს, 6 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყება. ერთ-ერთ შეხვედრაში მანჩესტერ სიტი სევილიას ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქალაქელთა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თუ სიტი მხოლოდ ჰოლანდის იმედად იქნება, ტურნირს ვერ მოიგებენ. “ყოველთვის მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, თუმცა თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედად ვიქნებით, ტურნირს ვერ მოვიგებთ. შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ, მომენტები შევქმნათ,… Continue reading პეპ გვარდიოლა: თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედზე ვიქნებით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ

ჰოლანდის ჰეთ-თრიქი ნოტინგემთან | ვიდეო

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, ეტიჰადზე მანჩესტერ სიტი და ნოტინგემ ფორესტი ხვდებიან. პირველი ტაიმის გმირი კი ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც ზედიზედ მეორე პრემიერ ლიგურ მატჩში მოახერხა ჰეთ-თრიქის შესრულება და მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-9 გოლი გაიტანა.

უხერხული ღიმილი

მანჩესტერ სიტის ახალმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა სეზონი დიდებულად დაიწყო. პრემიერლიგის პირველ ტურში ქალაქელებმა სტუმრად ვესტ ჰემს 2:0 მოუგეს. ორივე გოლი ნორვეგიელის ანგარიშზეა. თამაშის შემდეგ კი ერთი სალაღობო ამბავი მოხდა. ტელეინტერვიუს დროს ჰოლანდმა თქვა ჰეთ-თრიქიც შემეძლო შემესრულებინა გიუნდოგანის პასი რომ სწორად გამომეყენებინაო და ზედ გინებაც დააყოლა. წამყვანმა ჯეფ შრივზმა ხუმრობანარევი ტონით მოუწოდა ფეხბურთელს ინგლისურ ენას მეტი… Continue reading უხერხული ღიმილი

ერლინგ ჰოლანდი: გვარდიოლა ცოტა გიჟია

მანჩესტერ სიტის ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა, VG-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა პეპ გვარდიოლაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ესპანელი ცოტა გიჟია. “გვარდიოლა ცოტა გიჟია და ეს მომწონს. კლუბში მხოლოდ ერთი კვირაა რაც ვართ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ, რაც წინ მელოდება.” – განაცხადა ჰოლანდმა. ნორვეგიელი ფორვარდი სიტიმ რამდენიმე კვირის წინ დორტმუნდის ბორუსიადან დაიმატა. ბოლო სეზონში… Continue reading ერლინგ ჰოლანდი: გვარდიოლა ცოტა გიჟია

ჰოლანდმა სადებიუტო გოლი ბაიერნს გაუტანა | ვიდეო

მანჩესტერ სიტი წინა სასეზონო მატჩებს აშშ-ში მართავს. მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ქალაქელთა რიგებში პირველი გოლი გაიტანა.

აბბა ჰოლანდი

დღეს მანჩესტერ სიტიმ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ მოხარულნი არიან წარადგინონ 21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც ქალაქელებთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბის წევრი 1 ივლისიდან გახდება. გამოჩნდა ჰოლანდის პირველი ფოტოები სიტის ახალ ფორმაში. ასევე მისი მუსიკალური გემოვნება. ერლინგს თურმე ძალიან ჰყვარებია ლეგენდარული შვედური ჯგუფი აბბა და დორტმუდში თამაშისას გასახდელში ხშირად მღეროდა ხოლმე… Continue reading აბბა ჰოლანდი

ერლინგ გვარდიოლა

სამშაბათ დილით, ნორვეგიელი სუპერ-შემტევი ერლინგ ჰოლანდი კერძო თვითმფრინავით ბარსელონადან მანჩესტერში ჩაფრინდა. კატალონიის დედაქალაქში მან დასკვნითი სამედიცინო შემოწმება გაიარა. ჰოლანდს ბრენდული მოდური სამოსი ეცვა და ის მაშინვე შეადარეს ახალ დამრიგებელ პეპ გვარდიოლას. ამ უკანასკნელს ხომ ძალიან უყვარს მოდური ზიზილ-პიპილოები. ერლინგს აეროპორტში საგანგებო ტაქსი დაახვედრეს, ცოტა ქალაქშიც გაასეირნეს და ახალ პარტნიორებთან გასაცნობად წაიყავანეს. ჰოლანდმა წლეულს 10 მაისს,… Continue reading ერლინგ გვარდიოლა