მომენტი-დრამა საქართველოს ლიგა 2-ში (+video)

ეს მომენტი საქართველოს ეროვნული ლიგა2-ის მატჩში მოხდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე… ორგზის ჩემპიონმა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად 2:1 მოუგო შევარდენს. ეს თითქმის ბოლო შეტევა იყო და გოლი რომ გასულიყო, ფრედ დასრულდებოდა. ბურთი ორჯერ მოხვდა ვიტ ჯორჯიას კარის ძელს, მერე დამატებაზე ნიკა ქორიძის დარტყმული ნიკა ჭავჭანიძემ გამოიტანა და ბოლოს ბურთი მეკარე გურამ ჩიკაშუამ აიღო.

მუსელიანი – გოლ-შოკი ეროვნულ ლიგა 2-ში (+video)

ბრწყინვალე გოლი გავიდა დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში. ქობულეთის შუქურა ზურაბ მუსელიანის ამ ულამაზესი დარტყმით უგებდა მარტვილის მერანს, საბოლოოდ კი 1:3 წააგო. მუსელიანი 22 წლის თავდამსხმელია. გამოირჩეოდა ვიტ ჯორჯიაში, ხოლო შარშანდელი იანვრიდან შუქურაშია. ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლავთ. ეს გოლი კი მშვენებაა.

გიორგი დარასელია: წარმატება გუნდურობამ მოგვიტანა

ბოლნისის სიონმა 2021 წელს ეროვნული ლიგა 2 დამაჯერებლად მოიგო. გუნდი ივნისში გიორგი დარასელიამ ჩაიბარა, რომლის ხელშიც ბოლნისელებმა 18-დან 13 მატჩი მოიგეს და მეორე ადგილოსან გაგრას 6 ქულით აჯობეს. სიონმა წინა სასეზონო მზადება დაიწყო. გუნდმა ამხანაგურ შეხვედრებში არაგვს 11:0 მოუგო, გორის დილასთან 2:2 ითამაშა და კიდევ 2 ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი. განვლილ სეზონზე, სამომავლო გეგმებზე, მოახლოებულ ჩემპიონატზე… Continue reading გიორგი დარასელია: წარმატება გუნდურობამ მოგვიტანა