ეროვნულ ლიგაში მე-3 ტური გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა გაგრა – დინამო თბილისის დაპირისპირება, რომელიც 3:5 დასრულდა. ამ ტურმაც წინას მსგავსად სენსაციის გარეშე ჩაიარა და უმეტესად ლოგიკური შედეგები ვიხილეთ. ილია კოკაიას სახელობის ზესტაფონის ბაზაზე, გაგრამ დინამოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:5 დამარცხდა. ანგარიში იმრანმა გახსნა, ამას გაგრას ახალწვეულის მათეუს მარკონდელეს გოლი მოჰყვა, დინამომ ტემპი არ დააგდო… Continue reading დინამო გალიდერდა – მე-3 ტურის ამბები
Tag: ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა – ფავორიტთა ტური და ბევრი 0
საქართველოს ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა და ვიცე ჩემპიონმა დამაჯერებლად მოიგეს, ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველად გაიმარჯვა შუქურამ, 2 მატჩი კი უგოლოდ დასრულდა. დინამო თბილისმა გორში საბურთალოს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. დინამო დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშიც ლოგიკური იყო. პირველ ტაიმში თითო გოლი გაბრიელ სიგუამ და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს, მატჩის ბოლო 10 წუთში… Continue reading ეროვნული ლიგა – ფავორიტთა ტური და ბევრი 0
საქართველო და ასიანები
25 თებერვალი – საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რიგით 35-ე. ვფიქრობთ საინტერესო იქნება, ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ჩამოვწეროთ. 19 ფეხბურთელია, რომლებსაც 100 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი. იგულისხმება მთავარი ლიგა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლს მიაღწია, ოთარ კორღალიძეა. ერთ სეზონში გოლების რაოდენობით საუკეთესოა მერაბ მეგრელაძე: 1992/93 წლების სეზონში 41 გოლი გაიტანა. იმ დროს მეგრელაძე 37 წლის… Continue reading საქართველო და ასიანები
35-ე… ახალი სეზონი, დაბრუნებები
25 თებერვალს ეროვნული ლიგა იწყება… რიგით 35-ე ჩემპიონატი. 10 გუნდი მეტ-ნაკლები შანსებით. ბევრი ფიქრობს, რომ ისევ ორი დინამო იბრძოლებს ჩემპიონობისთვის: თბილისელებსაც და ბათუმელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ. თუმცა გაძლიერდა ქუთაისის ტორპედო, რომელმაც გასული სეზონის ბოლო თვეები ძლიერად ჩაატარა და ცალკე საქართველოს თასიც მოიგო. შარშან გორის დილა და წყალტუბის სამგურალი სულ ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებდნენ. საბოლოოდ დილა… Continue reading 35-ე… ახალი სეზონი, დაბრუნებები
როდის დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი – თარიღი ცნობილია
ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, საქართველოს ჩემპიონატი 25 თებერვალს დაიწყება. წლევანდელი ჩემპიონატი სამტრედია – თელავის მატჩით გაიხსნაბა. საქართველოს ჩემპიონატი გაზაფხული – შემოდგომის 10 გუნდიანი სისტემით წელს მეშვიდედ ჩატარდება. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო, ექს ჩემპიონი დინამო ბათუმი, საბურთალო, გორის დილა, თასის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო, ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ქობულეთის შუქურა, თელავი, ლიგა… Continue reading როდის დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი – თარიღი ცნობილია
გაგრა ეროვნულ ლიგაში დარჩა
გაგრა კვლავ ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებს. გაგა კირკიტაძის გუნდმა პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი ჩაატარა და სპაერი პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი გაგრამ 2:0 მოიგო, დღეს ამავე ანგარიშით 90 წუთში სპაერმა გაიმარჯვა და დამატებითი დრო დაინიშნა, თითო გოლი გაცვალეს, რის შემდეგაც გაგრამ პენალტების სერიაში 5:4 მოიგო. გაგრამ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი 36… Continue reading გაგრა ეროვნულ ლიგაში დარჩა
საიდან სად! დინამო თბილისი უკვე ლიდერია
დინამო თბილისი უკვე ლიდერია ეროვნულ ლიგაში. ზაფხულის შესვენებისთვის გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 9 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ დინამო ბათუმს, რომელიც ბევრს უკვე ჩემპიონი ეგონა… სხვაობა ნელ-ნელა მცირდებოდა, ამ ტურამდე 1 ქულა იყო და აი, პირველადგილოსანი შეიცვალა. დინამო თბილისმა შინ 1:0 აჯობა ბათუმელებს. მეორე ტაიმში ნიკა მალის ჩაწოდებას მოჰყვა დავით სხირტლაძის ზუსტი თავური. ისე, მაგრად გამოჩნდა, რა ძალაა… Continue reading საიდან სად! დინამო თბილისი უკვე ლიდერია
საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლაშა ნოზაძე საბურთალოს მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი გაწყდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ეს კლუბის პრესსამსახურის ცნობით. ვინ შეცვლის ნოზაძეს, ესეც გაირკვა: 52 წლის თემურ შალამბერიძე, რომელიც ადრეც წვრთნიდა საბურთალოს და მის დროს 2020 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასი მოიგო. ბოლო პერიოდში კი შალამბერიძე საბურთალოს დუბლებს წვრთნიდა – ლიგა 3-ის გუნდს. …ნოზაძეს… Continue reading საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს
იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)
13 აგვისტოს ეროვნული ლიგა განახლდება. ექვსკვირიანი შესვენების მერე… ჩემპიონატს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ფავორიტი: დინამო ბათუმი 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. კიდევ უფრო გამოკვეთილია აუტსაიდერი – ლოკომოტივს 20 მატჩში 19 წაგება აქვს და ბოლოსწინაადგილოსან გაგრას 16 ქულით ჩამორჩება. მცირე შანსია, რომ ლოკო გავარდნას გადაურჩეს, თუმცა ამ დროს მათი დუბლები თამაშობენ მშვენივრად, აი თასზე სამგურალს მოუგეს და გამოთიშეს.… Continue reading იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)
ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ.
ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურში, მთავარი მატჩი ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივმა დინამომ თბილისური დინამო მიიღო. შეხვედრას, რა თქმა უნდა, სატურნირო ინტრიგა ახლდა – ბათუმელებს 44 ქულა ჰქონდათ, თბილისელებს კი – 38, სტუმრების გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლა გაღვივდებოდა, მასპინძლებისა კი – კომფორტული უპირატესობა შეიქმნებოდა – 9 ქულიანი ჰანდიკაპი. ბათუმელებმა მატჩში ინტრიგა პირველივე ნახევარში მოკლეს – ისინი უკეთ… Continue reading ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ.