სისხლი და პანიკური შეტევა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალამდე 10 წუთით ადრე – ჩაბი ალონსოს ამბავი

ზუსტად 12 წლის წინ, 2010 წლის 7 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალი გაიმართა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე კარლეს პუიოლმა გაიტანა. ამ თამაშთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავია, რომელიც ბევრმა არ იცით. თურმე შეხვედრამდე 10 წუთით ადრე, ჩაბი ალონსომ მინით ფეხი გაიჭრა და სისხლი სდიოდა. ამას უმალ პანიკური… Continue reading სისხლი და პანიკური შეტევა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალამდე 10 წუთით ადრე – ჩაბი ალონსოს ამბავი

კეპა ბაჰამის კუნძულებზე

ჩელსის სკანდალური ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა მიმდინარე სანაკრებო შეკრებისას ესპანეთის ეროვნულ გუნდში აღარ გამოიძახეს. ისევე, როგორც მანჩესტერ იუნაიტედის კარის დარაჯი დავიდ დე ხეა. მათ მაგიერ ფურია როხას დამრიგებელმა ლუის ენრიკემ ბრაიტონის რობერტ სანჩესს და ბრენტფორდის დავიდ რაიას უხმო. მაგრამ კეპამ იხტიბარი არ გაიტეხა, ატლანტის ოკეანეში, ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა და თავის შეყვარებულთან, ყოფილ მის მსოფლიოსთან, ანდრეა… Continue reading კეპა ბაჰამის კუნძულებზე

მორატა: ვერ დავიძინე, სიკვდილით მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც!

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლონეთთან მატჩის შემდეგ ემუქრებოდნენ: მასაც და ოჯახის წევრებსაც… „9 საათი ვერ დავიძინე. მუქარის შეტყობინებები მომდიოდა, შეურაცხყოფდნენ ჩემს ოჯახს და თან წერდნენ, რომ ისინი მოკვდებოდნენ. თუმცა ყველაფერი რიგზეა. ეს ადრეც მოხდა, რამდენიმე წლის წინ მართლაც ძალიან შემეშინდებოდა და რამდენიმე კვირა იზოლაციაში ვიქნებოდი. …შესაძლოა, ჩემი სამუშაო კარგად… Continue reading მორატა: ვერ დავიძინე, სიკვდილით მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც!

კოკე VS ვან დერ ვაარტი: ის ფოტო, ის გოლი…

ნიდერლანდელ რაფაელ ვან დერ ვაარტს ზოგადად მწარე გამონათქვამები აქვს. ნარინჯისფერების ყოფილმა კაპიტანმა ესპანეთის ნაკრები გააკრიტიკა – საშინელებაა, გაუთავებლად პასებს აკეთებენ და მომენტებს ვერ ქმნიანო.   ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა კოკემ კი ვან დერ ვაარტის კრიტიკას უპასუხა:   „ასეთი გამონათქვამებით მას უნდა, რომ დიდებას მიაღწიოს. ვან დერ ვაარტის თამაში მახსოვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ვნახე ფოტო,… Continue reading კოკე VS ვან დერ ვაარტი: ის ფოტო, ის გოლი…

პატარა პედრი

პედრი გახდა უმრწმესი ფეხბურთელი ვისაც კი ესპანეთის ნაკრების მაისურა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მოურგია. შვედეთთან წუხანდელი მატჩისას ბარსელონელი შემტევი 18 წლის, 6 თვისა და 18 დღის იყო. კანარის კუნძულებიდან წამოსულ ყმაწვილკაცს მართლაც თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. პედრი სულ რაღაც ერთ წელიწადში, ლას პალმასიდან მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ავიდა… მომავალში კი როგორ გაიზრდება და დაიხვეწება, ეგ ცალკე საკითხია.… Continue reading პატარა პედრი