ვერონამ დი ფრანჩესკო გაუშვა

ვერონამ დაადასტურა მთავარი მწვრთნელის ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების ამბავი. ახალდაწყებული სერია A-ს სამი ტურის შემდეგ, ვერონა უქულოდაა. მიზეზიც ეს არის. დი ფრანჩესკო გუნდში წლეულს ივნისის დასაწყისში მივიდა და ჯამში სულ სამი თვე იმუშავა. ეუსებიო პირველი სპეციალისტია, ვინც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გაათავისუფლეს. ცნობისთვის, 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში, დი ფრანჩესკომ რომა ტურნირის ნახევაფინალში გაიყვანა.