იგა შვიონტეკი პირველ ჩოგნობას ძალიან მიუახლოვდა

გუშინ, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ იგი ტოვებს პროფესიონალურ ჩოგბურთს 25 წლის ასაკში. “ჩემს სახელს და გვარს 4 აპრილიდან ამოიღებენ რეიტინგიდან. WTA-ს ახალი N1 ჩოგანი ეყოლება და დარწმუნებული ვარ ქალთა ჩოგბურთში ახალი ერა დაიწყება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო WTA-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათი დახმარებით ჩემი საჩოგბურთო კარიერა ძალიან საინტერესო… Continue reading იგა შვიონტეკი პირველ ჩოგნობას ძალიან მიუახლოვდა

შოკი: ეშლი ბარტი ჩოგბურთიდან წავიდა!!!

  სპორტული სამყარო შოკშია: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, 25 წლის ეშლი ბარტი სპორტიდან წავიდა! ამის შესახებ, ავსტრალიელმა სოციალურ ქსელში ილაპარაკა. მიზეზი: „სხვა ოცნებების ასრულებაა“ მან თქვა, რომ ჩოგბურთისთვის ყველაფერი გააკეთა. „ფიზიკურად მეტის გაღება არ შემიძლია“. „ბედნიერი და გადაწყვეტილების მისაღებად მზად ვარ. გულს ვუსმენ და ვიცი, რომ წასვლისთვის სწორი დროა“ „ვიცი, რომ ადამიანებმა შესაძლოა ვერ გამიგონ. ეს… Continue reading შოკი: ეშლი ბარტი ჩოგბურთიდან წავიდა!!!

ინდიან უელსის და მაიამის მასტერსები მსოფლიოს პირველი ჩოგნის გარეშე ჩაივლის

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი გამოტოვებს ინდიან უელსის და მაიამის მასტერსებს. ავსტრალიელმა საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ახსნა. “მინდა გაგაცნოთ ჩემი უახლესი გრაფიკი. სამწუხაროდ, ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ ჩემმა ორგანიზმმა დახარჯული ენერგიის ბოლომდე აღდგენა ვერ მოახერხა , შესაბამისად 100%-ით მზად არ ვარ. სწორედ ამ მიზეზით მომიწევს… Continue reading ინდიან უელსის და მაიამის მასტერსები მსოფლიოს პირველი ჩოგნის გარეშე ჩაივლის

ეშლი ბარტი Australian Open-ის გამარჯვებულია

Tennis - Australian Open - Women's Singles Final - Melbourne Park, Melbourne, Australia - January 29, 2022 Australia's Ashleigh Barty poses as she celebrates winning the final against Danielle Collins of the U.S. with the trophy REUTERS/Asanka Brendon Ratnayake

ავსტრალიის ღია პირველობის, ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალურ მატჩში ეშლი ბარტიმ 6:3 7:6 სძლია დანიელა კოლინზს და კარიერაში მესამე გრანდ სლემის ტურნირი მოიგო. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – საწყისი 4 გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 2:2-ზე ამერიკელი ოდნავ მოდუნდა, რისთვისაც მწარედ დაისაჯა – ეშლიმ 10 წუთის განმავლობაში ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და… Continue reading ეშლი ბარტი Australian Open-ის გამარჯვებულია

ფანტასტიკური ეშლი ბარტი

Tennis - Australian Open - Melbourne Park, Melbourne, Australia - January 17, 2022 Australia's Ashleigh Barty celebrates winning her first round match against Ukraine's Lesia Tsurenko REUTERS/Morgan Sette

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ეშლი ბარტი მიიჩნევა (ქალთა ერთეულთა თანრიგი). მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ბრწყვინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება და ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს მეტოქეებს. პირველ რაუნდში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 54 წუთში მოუგო უკრაინელ ლესია ცურენკოს 6:0 6:1. ეშლის ანგარიშზე 5 ეისი და 5 ბრეიკი იყო, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ დაუკარგავს. მეორე წრეში ბარტიმ… Continue reading ფანტასტიკური ეშლი ბარტი

რადუკანუ – წლის ახალბედა, ბარტი – წლის მოთამაშე

WTA-მ 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა. წლის საუკეთესო ჩოგბურთელი – მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი და უიმბლდონის გამარჯვებული ეშლი ბარტი გახდა. წლის საუკეთესო წყვილის წოდება – როლან გაროსის ჩეხმა ჩემპიონებმა ბარბორა კრეიჩიკოვამ და კატერინა სინიაკოვამ ირგუნეს. ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე ბარბორა კრეიჩიკოვა გახდა, რომელიც 2021 წლის სეზონს ტოპ60-ის მიღმა იმყოფებოდა, თუმცა ბრწყინვალედ ათამაშდა, მოიგო… Continue reading რადუკანუ – წლის ახალბედა, ბარტი – წლის მოთამაშე

100 კვირა მსოფლიო რეიტინგის სათავეში

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი – 101 კვირას ატარებს, როგორც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი. ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ეშლი გახდა მერვე ადამიანი, რომელმაც 100 ან მეტი კვირა გაატარა რეიტინგის პირველ ნომრად. 1. შტეფი გრაფი – 377 2. მარტინა ნავრატილოვა – 332 3. სერენა უილიამსი – 319 4. კრის ევერეტი – 260 5. მარტინა ჰინგისი – 209 6. მონიკა… Continue reading 100 კვირა მსოფლიო რეიტინგის სათავეში

ეშლი ბარტი საჩოგბურთო სეზონს პირველ ნომრად დაასრულებს

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი 2021 წლის საჩოგბურთო სეზონს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულებს, მიუხედავად იმისა რომ იგი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ბარტი ზედიზედ მესამე სეზონს დახურავს როგორც პირველი ჩოგანი, მანამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ 4 ქალ ჩოგბურთელს ქონდა: სერენა უილიამსს, შტეფი გრაფს, მარტინა ნავრატილოვას და კრის ევერეტს. ეშლი უკვე გარანტირებულად გადალახავს 100… Continue reading ეშლი ბარტი საჩოგბურთო სეზონს პირველ ნომრად დაასრულებს

ინდიან უელსის ტურნირმა დიდი დანაკლისი განიცადა

7 ოქტომბერს სტარტს აიღებს ინდიან-უელსის მასტერსი, რომელიც ტრადიციულად 10 დღეს გაგრძელდება და 17 ოქტომბერს დასრულდება. ბოლო მომენტში ქალთა ბადეს მოეხსნა მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ეშლი ბარტი. ავსტრალიელ ჩოგბურთელს უარის მიზეზები არ აუხსნია, მის ნაცვლად კი ტურნირზე პოლონა ჰერცოგი იასპარეზებს. გულშემატკივრების დიდი იმედების მიუხედავად ინდიან-უელსზე არ იქნება არც სერენა უილიამსი, რომელიც აგრძელებს ტრავმების მოშუშებას და… Continue reading ინდიან უელსის ტურნირმა დიდი დანაკლისი განიცადა

ეშლი ბარტიმ მე-13 ტიტული მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ ცინცინატის მასტერსის ფინალში 6:3 6:1 მოუგო ჟილ ტაიხმანს და კარიერაში მეორედ მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევარში, ეშლიმ სათამაშო ტემპს მოუმატა და მერვე გეიმში ბრეიკიც შეასრულა 5:3. ავსტრალიელმა მომდევნო გეიმში დამაჯერებლად ჩააწოდა და სეტიც უპრობლემოდ მოიგო… Continue reading ეშლი ბარტიმ მე-13 ტიტული მოიგო