გვილიამ რაკოვში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

პოლონეთის თასზე რაკოვმა, რომლის რიგებშიც ვაკო გვილია გამოდის, კალისზი სტუმრად 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ სტუმართა მხრიდან 1 გოლი ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო. გვილიამ 37-ე წუთზე პენალტი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური რაკოვს წელს აგვისტოს ბოლოს შეუერთდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 მატჩი და 1 გოლია. რაც შეეხება რაკოვს, გუნდი ექსტრაკლასაში 24 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლეხ… Continue reading გვილიამ რაკოვში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

ოქტომბრამდე თავისუფლები ვართ

ყველა უბედურება ჩვენ როგორ უნდა გვჭირდეს? საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 6 ივნისს ითამაშა. და აი, მას მერე, 2 სექტემბერს ანუ სამი თვის თავზე, ჯერ ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ კი… მოსამზადებელი. არ არის ეს სისულელე? რასაკვირველია არის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ვისაც პასუხი მოეთხოვება ამ ამბავს უეფას დრაკონულ კალენდარს დააბრალებს. არადა, თეორიულად, გუნდს, რომელსაც შეცდომის გამოსწორების… Continue reading ოქტომბრამდე თავისუფლები ვართ

ვაკო გვილია – ახალი გუნდი და ახალი გამოწვევა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონურ რაკოვში გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გვილია ბოლოს ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა, სადაც 2 წელი ითამაშა და ორივეჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ვაკოს ვარშაველთა რიგებში პირველი სეზონი მართლაც მშვენიერი ჰქონდა, სადაც 47 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, მეორე სეზონი კი… Continue reading ვაკო გვილია – ახალი გუნდი და ახალი გამოწვევა