17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მაროკოს ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. “ძალაინ მოხარულები ვართ, რომ ერთა ლიგაში პირველი ადგილი დავიკავეთ. მიმაჩნია, რომ გიბრალტართან მეორე ტაიმი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც ბოლო დროს ვაჩვენეთ. ამას მიზეზები აქვს. ამ თემაზე თამაშის შემდეგ ვისუაბრე. საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიეთ.… Continue reading ვილი სანიოლი: პროგრესი სახეზეა და ჩვენი მიზანია წინსვლა გავაგრძელოთ
Tag: ვაკო ყაზაიშვილი
ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ჩემპიონი გახდა
ვაკო ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონი გახდა. მისმა ულსან ჰიუნდაიმ განგვონთან 2:1 მოიგო, ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უახლოეს მდევარს 6 ქულით გაუსწრო და ოფიციალურად გახდა ჩემპიონი. ულსან ჰიუნდაი კორეის ჩემპიონი მესამედ გახდა. ულსანი აზიის ჩემპიონთა ლიგის 2 გზის გამარჯვებული, თასის მფლობელი და სუპერთასის 5 გზის გამარჯვებულია. რაც შეეხება ყაზაიშვილის მონაგარს ამ სეზონში, ვაკომ 37 მატჩიდან 36-ში… Continue reading ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ჩემპიონი გახდა
ყაზაიშვილმა კორეაში ერთი შეხებით გაიტანა (ვიდეო)
კორეის ჩემპიონატის 36-ე ტურში ულსან ჰიუნდაი პოჰანს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა მხრიდან გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ქართველმა შემტევმა ანგარიშიმე-40 წუთზე გახსნა. ყაზაიშვილი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე ულსანის მაისურით 44 მატჩი და 10 გოლია.
სფფ-ს განცხადება: ფეხბურთის ფედერაცია კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან
გუშინ, პირველ ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა ნოდარ ნიშნიანიძე ლადო დვალიშვილს ხმოვან შეტყობინებას უგზავნის. შეტყობინებაში ნიშნიანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრი ჩრდ. მაკედონიასთან არ ათამაშეს, შეტყობინება ფეხბურთელების და ფედრაციის ხელმძღვანელების მიმართ მუქარაც ისმოდა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “გვსურს,… Continue reading სფფ-ს განცხადება: ფეხბურთის ფედერაცია კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან
ვაკო ყაზაიშვილი: ამ საუბრის შინაარსი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია
დღეს, პირველ ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში აუდიოჩანაწერი გავიდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა ნოდარ ნიშნიანიძის საუბარი ისმის. ნიშნიანიძე თვლის, რომ ყაზაიშვილი ჩრდ. მაკედონიასთან იმის გამო არ ათამაშეს, რომ მისი ოჯახის წევრია, თავად ნიშნიანიძე კი საქართველოს მთავარობასთან დაპირისპირებული პიროვნებაა. ამ თემას ვაკო ყაზაიშვილი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით გამოეხმაურა. ქართველი ფეხბურთლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “პირველ რიგში ქართველი… Continue reading ვაკო ყაზაიშვილი: ამ საუბრის შინაარსი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია
ყაზაიშვილმა კორეაში კვლავ გაიტანა (ვიდეო)
კორეის ჩემპიონატში ჯელუ იუნაიტედმა ულსან ჰიუნდაის უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ქართველმა შემტევმა ანგარიში 39-ე წუთზე გახსნა. ყაზაიშვილი მშვენიერ ფორმაშია. ვაკომ მიმდინარე სეზონში ულსან ჰიუნდაის რიგებში, 35 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
მოატყუა, დაარტყა, გაიტანა – ყაზაიშვილმა ულსანს ქულა გადაურჩინა (ვიდეო)
კორეის ჩემპიონატის 26-ე ტურში, ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებსაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, სეულს დაუხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძლები მარცხდებოდნენ, როცა 56-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მშვენიერი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ვაკო ამ სეზონში ულსანის მაისურით 31 მატჩში გატანილი 7 გოლით იწონებს თავს.
ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში მორიგი გოლი გაიტანა. ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ჩვენებური იცავს, სეულს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 76-ე წუთზე, როცა ყაზაიშვილის გუნდი 0:1-ს აგებდა, 29 წლის შემტევმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვაკო მშვენიერ ფორმაშია. ულსან ჰიუნდაის რიგებში ამ სეზონში მის ანგარიშზე 23 მატჩი და 6 გოლია. შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილმა სანაკრებო მატჩებიც კარგად ჩაატარა. ივნისში გამართული 4… Continue reading ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვაკო ყაზაიშვილი: გვინდოდა ბულგარეთთან უარყოფითი ბალანსი მცირედით მაინც გამოგვესწორებინა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთი 5:2 დაამარცხა. მედიასთან კომენტარი ერთ-ერთი გოლის ავტორმა ვაკო ყაზაიშვილმა გააკეთა. “მიზანი შევასრულეთ, გვინდოდა ბულგარეთში მოგვეგო და უარყოფითი ბალანსი მცირედით მაინც გამოგვესწორებინა. გულშემატკივრებს დიდ მადლმობას ვუხდი. კარგად ვითამაშეთ და ახლა უკვე შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. მოქმედი ფეხბურთელებიდან თანაბომბარდირი გავხდი, რაც ძალიან მიხარია და შევეცდები კიდევ გავიტანო.” – განაცხადა ქართველმა… Continue reading ვაკო ყაზაიშვილი: გვინდოდა ბულგარეთთან უარყოფითი ბალანსი მცირედით მაინც გამოგვესწორებინა
ყაზაიშვილმა ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა (ვიდეო)
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა. ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, გუანჯოუს შეხვდა და 5:0 გაანადგურა. ამ მოგებაში თავისი წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა, რომელმაც 64-ე წუთზე გაიტანა. ყაზაიშვილი სათადარიგოზე იყო და თამაშში გოლამდე 1 წუთით ადრე ჩაერთო. ესეც ვაკოს გოლი, რომელიც სანახავად ნამდვილად ღირს (1:59). ულსან ჰიუნდაი 7 ქულით მე-3 ადგილზეა… Continue reading ყაზაიშვილმა ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა (ვიდეო)