“ვალენსია” ესპანეთის პლეიოფს გამოეთიშა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობდა საკალათბურთო სერია “ვალენსიას” (3) და “ბასკონიას”(6) შორის. მოედნის უპირატესობა ვალენსიელთა მხარე იყო, თუმცა პენაროიას გაწვრთნილმა გუნდმა ეს ჰანდიკაპი პირველივე მატჩში გაფლანგა, წააგო რა საკუთარ არენაზე 79:80. “ბასკონიას” მშვენიერი შანსი მიეცა ბასკეთშივე “დაეხურა სერია” და მომდევნო ეტაპის საგზური მოეპოვებინა, თუმცა ნევან სპაჰიას გაწვრთნილი გუნდი “ბუესა არენაზე” 82-89… Continue reading “ვალენსია” ესპანეთის პლეიოფს გამოეთიშა

შენგელიამ “ვირტუსი” ევროთასის ფინალში გაიყვანა

თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ნახევარფინალურ სტადიაზე სტუმრად 83-73 დაამარცხეს ესპანური “ვალენსია” და ფინალის საგზური მოიპოვეს. იტალიური გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველმა ფორვარდმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. შეხვედრის წინ, “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოან პენაროიამ მეორე ხუთეულის გაძლიერების თვალსაზრისით სასტარტო ხუთეულში არ დააყენა გუნდის ლიდერი ბოიან დუბლევიჩი.… Continue reading შენგელიამ “ვირტუსი” ევროთასის ფინალში გაიყვანა

გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ

ესპანეთში სტარტი აიღო საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ნახევარფინალურ სტადიაზე „ტენერიფე“ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 70:72. მიუხედავად წაგებული მატჩისა, პარკეტზე გაიბრწყინა „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა+3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. შერმამ 25:15 წუთი დაყო პარკეტზე, თამაშიდან 8-ჯერ ესრილა ბურთი და 7 ჩააგდო, გიომ ტრადიციულად მაღალი პროცენტით შეასრულა საჯარიმოები –… Continue reading გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ