ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელი აღარ არის. იტალიელის გუნდიდან წასვლას სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მამარდაშვილმა მიუძღვნა. „მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებები მწვრთნელო! გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს.“ – დაწერა მამარდაშვილმა ინსტაგრამის სთორიში. იტალიელმა მწვრთნელმა ღამურები შარშან ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა როგორც ხედავთ მისმა დანიშვნამ არ გაამართლა. გატუზომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე ბორდალასი შეცვალა. ვალენსია არასასიამოვნო სიტუაციაშია. გუნდი, რომლის ძირითადი მეკარე… Continue reading გიორგი მამარდაშვილი: მადლობა და წარმატებები მისტერ! (ფოტო)
Tag: ვალენსია
გატუზო ვალენსიას აღარ გაწვრთნის
ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაწერა. წყაროს ცნობით, გატუზომ გუნდი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. იტალიელმა მწვრთნელმა ღამურები შარშან ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა როგორც ხედავთ მისმა დანიშვნამ არ გაამართლა. გატუზომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე ბორდალასი შეცვალა. ვალენსია არასასიამოვნო სიტუაციაშია. გუნდი, რომლის ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, ლა ლიგაში 20 ქულით მე-14… Continue reading გატუზო ვალენსიას აღარ გაწვრთნის
მამარდაშვილმა ვალიადოლიდთან წააგო – რა შეფასება მიიღო გიორგიმ?
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია, რომლის რიგებშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ვალიადოლიდს ესტუმრა და 89-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარე ძირითდ შემადგენლობაში იყო და სტუმართაგან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. მამარდაშვილის ანგარიშზე 5 სევია და Whoscored.com-ზე მან 7.0 შეფასება მიიღო, რითიც მხოლოდ 2 თანაგუნდელს ჩამორჩა. ვალენსია ლა ლიგაში 20 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში მადრიდის… Continue reading მამარდაშვილმა ვალიადოლიდთან წააგო – რა შეფასება მიიღო გიორგიმ?
რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რეალთან?
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, ვალენსია რეალს დაუპირისპირდა. ორივე გუნდში, მეკარეები გამორჩეულები იყვნენ – 95-ე წუთზე, მამარდაშვილმა ვინისიუს, ერთი ერთზე, გოლის გატანა არ დაანება და მატჩი პენალტების სერიებამდე მივიდა. იქ გიორგის თერმეტმეტრიანის მოგერიება აღარ გამოუვიდა, თუმცა დამრტყმელები ისეთები იყვნენ, უკეთესის პოვნა გაჭირდება: ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი და ასენსიო. Whoscored.com-მა გიორგის 6.6 ქულა დაიწერა, კურტუას კი – 6.5.… Continue reading რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რეალთან?
ვალენსია რეალთან პენალტებში დამარცხდა
ესპანეთის სუპერკოპას ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთში იმართება, ვალენსია რეალთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ღამურები პენალტებამდე რომ მივიდნენ, მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელიც მთელი თამაში თავდაჯერებას ასხივებდა, 95-ე წუთზე კი, გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა – მასთან პირისპირ ვინისიუსი დარჩა, გიორგიმ დასარტყმელი არეალი შეუმცირა და არ გაატანინა. სამწუხაროდ, ქართველმა თერთმეტმეტრიანების მოგერიება ვერ მოახერხა, თუმცა დამრტყმელები ნახეთ: ბენზემა, მოდრიჩი,… Continue reading ვალენსია რეალთან პენალტებში დამარცხდა
95-ე წუთზე, მამარდაშვილმა ვალენსია იხსნა! [ვიდეო]
ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთში მიმდინარეობს, რეალსა და ვალენსიას შორის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. თავისსავე მოპოვებული თერთმეტმეტრიანით, ანგარიში ბენზემამ გახსნა, რომელსაც ლინომ უპასუხა. ბევრი მომენტი არ იქმნებოდა, როდესაც 95-ე წუთზე, ვინისიუსი მამარდაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა – გოლი, სავარაუდოდ, ყველაფერს დაამთავრებდა (სულ 7 წუთი იყო დამატებული), მაგრამ გიორგი მამარდაშვილი კარიდან დროულად გამოვიდა, ბრაზილიელს… Continue reading 95-ე წუთზე, მამარდაშვილმა ვალენსია იხსნა! [ვიდეო]
ვალენსიამ რეალთან გაათანაბრა… [ვიდეო]
ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, სადაც რეალი, ბენზემას პენალტით, ვალენსიას 1:0-ს ამარცხებდა, მეორე ტაიმის 22 წამზე, ღამურებმა ანგარიში გაათანაბრეს – გოლი ლინოს ანგარიშზეა… იხილეთ ლინოს გოლი
ბენზემას პენალტი მამარდაშვილის კარში… [ვიდეო]
ესპანეთის სუპერთასზე, საუდის არაბეთში, რეალი – ვალენსიას დაპირისპირებაში, ირეი კომენრტმა, ბენზემას წინააღმდეგ, თამაშის წესი საჯარიმოში დაარღვია. თერმეტმეტრიანი დაზარალებულმა შეასრულა და მამარდაშვილს გაუტანა… იხილეთ პენალტი
ვალენსია 0:1 კადისი (ვიდეო) – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?
ლა ლიგის მე-16 ტურში ვალენსიამ კადისს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩის ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც Whoscored.com-ზე 6.1 შეფასება მიიღო. ვალენსიას არცთუ ისე კარგი დრო უდგას. ღამურებმა ლა ლიგაში ბოლო 5-დან 3 მატჩი წააგეს. გატუზოს გუნდი 19 ქულით მე-10 ადგილზეა და შემდეგ ტურში ალმერიას შეხვდება.
ვალენსიამ ბეტისს მოუგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა (ვიდეო)
ლა ლიგის მორიგ ტურში, ვალენსიამ ბეტისს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გოლები ანდრე ალმეიდამ, ჰუგო გილამონმა და ჯასტინ კლუივერტმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ღამურებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, პირველად მოიგეს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა გიორგი მამარდაშვილი. ქართველმა მეკარემ Whoscored.com-ზე 7.3 შეფასება მიიღო. ვალენსია ლა ლიგაში 19 ქულით მე-10 ადგილზეა… Continue reading ვალენსიამ ბეტისს მოუგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა (ვიდეო)