მამარდაშვილის უხეში შეცდომა – ვალენსიამ შტუტგარდთან 2:5 წააგო (ვიდეო)

ზაფხულის წინა სასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე, ვალენსიამ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჯენარო გატუზოს გუნდი შტუტგარდს შეხვდა და 2:5 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველმა მეკარემ მესამე გოლისას უხეში შეცდომა დაუშვა. ამ ზაფხულს ეს ვალენსიასთვის მეორე ამხანაგურია. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში ღამურები დორტმუნდს დაუპირისპირდნენ და 3:1 მოიგეს.