3 წონის ლიდერები | ცვლილებები ძიუდოს რეიტინგში

საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი ტრიუმფით დაასრულა, ჯამში 14 მედალი მოიპოვეს, 5 ოქრო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ქართველ ძიუდოსტებს საგრძნობი წინსვლა აქვთ. წონითი კატეგორიების სათავეში უკვე 3 ქართველია, ათეულში კი ნაკრების 13 წევრი გახლავთ. -60 კგ წონით კატეგორიაში ერთი ადგილით წინ წაიწია ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელიც ახლა რეიტინგის მე-8 ნომერია… Continue reading 3 წონის ლიდერები | ცვლილებები ძიუდოს რეიტინგში

საქართველო მსოფლიოში მე-19!..

ამ მომენტისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლების მიხედვით საქართველო მე-19 ადგილზეა… ერთი ოქრო (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლი (ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი).   საქართველო ბევრ ძლიერ ქვეყანას უსწრებს. მაგალითად, ესპანეთს, არგენტინასა და უკრაინას ჯერ ოქრო არ აქვთ! არც ბელგიას, ჩეხეთს, დანიას, პოლონეთს, მექსიკას.   პირველზე იაპონიაა 13 ოქროთი. აი, პირველი ხუთეული:   იაპონია (13 ოქრო – 4… Continue reading საქართველო მსოფლიოში მე-19!..

პირველი მედალი ტოკიოდან! ვაჟა მარგველაშვილი ვიცე ჩემპიონია [ვიდეო]

ქართველმა ფალავანმა, ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ქართველი ფინალში მასპინძელ აბეს შეერკინა და სამწუხაროდ ვაზარით დამარცხდა.

ფინალში ვართ! – ვაჟა მარგველაშვილმა ბაულ ანი დაამარცხა [ვიდეო]

ტოკიოს ოლიმპიადის მეორე დღეს, ძიუდოში, -66 კილოგრამში, ვაჟ მარგველაშვილმა გამოცდილი კორეელი, ბაულ ანი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართველი ფინალში აბე – კარნინგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მარგველაშვილი 1/2 ფინალშია, ლევიცკა-შუკვანი ბრძოლას გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიადაზე მიმდინარეობს ძიუდოს ტურნირი. მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი გამოვიდა. მამაკაცთა 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ქალთა 52 კგ-ში – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. ვაჟა მარგველაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთო. ქართველის მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი გახლდათ. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მთავარმა მსაჯმა პირველივე წუთზე ორივე ძიუდოისტს თითო-თითო შიდო… Continue reading მარგველაშვილი 1/2 ფინალშია, ლევიცკა-შუკვანი ბრძოლას გამოეთიშა