ბენზემას ამბავი

საფრანგეთის ნაკრების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ოქროს ბურთის მფლობელი, მათი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა, მსოფლიო ჩემპიონატის ავსტრალიასთან პირველი მატჩისთვის გამოჯანმრთელდება (22 ნოებერს). 34 წლის ბენზემამ 19 ოქტომბრის შემდეგ, რეალის ხუთიდან ოთხი მატჩი გამოტოვა ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში. მას მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს და ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო საფრანგეთმა უკვე დაკარგა… Continue reading ბენზემას ამბავი

ვარანმა იტირა… მუნდიალს ტოვებს? (+video)

მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა რაფაელ ვარანმა ჩელსისთან მატჩში ტრავმა მიიღო და ცრემლებით დატოვა მინდორი. 56-ე წუთი იყო, ვარანი პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ბურთის წართმევას ცდილობდა და ფეხი ცუდად დადგა. ვარანი შეცვალეს. იტირა… ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს? ერთი შეხედვით ტრავმა რთული ჩანს. შეგახსენებთ, ვარანი მსოფლიო ჩემპიონია. ისევე როგორც ნგოლო კანტე, რომელიც მუნდიალს გამოტოვებს.   https://www.youtube.com/watch?v=F4XQcSmzvDo  

ზიზუს არა…

მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ ზინედინ ზიდანი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ესმით. არადა, რონალდუ და ვარანი მანჩესტერს ამ ზაფხულს შეუერთდნენ, რამდენიმე წლის წინ კი სამივენი რეალში იყვნენ. ზინედინ ზიდანს კი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობა არ აინტერესებს. ითქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ… Continue reading ზიზუს არა…

რას შემატებს ვარანი პრემიერლიგას?

10 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, რაფაელ ვარანი მანჩესტერში გადავიდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი ახალი სეზონისთვის ბევრად ძლიერი იქნება. 28 წლის ფრანგი კუნძულზე ასეთი ტიტულებით მიდის: ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი, სამჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი და რეალში 300 შეხვედრა ჩაატარა.… Continue reading რას შემატებს ვარანი პრემიერლიგას?

რეალი და მანჩესტერი ვარანის თაობაზე შეთანხმდნენ

რაფაელ ვარანის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე მხოლოდ ფორმალობა დარჩა. როგორც AS-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუხაფსი წერს, კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენ და ტრანსფერი ოფიციალური რამდენიმე საათში გახდება. როგორც ფაბრიციო რომანო ამბობს, ვარანმა “წითელ ეშმაკებთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა. აქამდე დაიწერა, რომ ამ ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონი ევროა.  

5 მილიონით მეტი ვარანს – მანჩესტერის წინადადება…

რეალის ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის მომავალი გაურკვეველია. მანჩესტერი მზადაა ფრანგში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა რეალი 60-ს ითხოვს. ფეხბურთელმა ინგლისელების წინადადება უკვე მიიღო, რომლის მიხედვითაც, მას წელიწადში ანაზღაურება 12 მილიონი ევრო ექნება, კონტრაქტი კი 5 წელზეა გათვლილი. რეალმა რაფაელს 4 წლიანი კონტრაქტი და 7 მილიონი ხელფასი შესთავაზა. ფრანგი ამაზე გაბრაზდა, რადგან ახალწვეული ალაბა 12 მილიონ… Continue reading 5 მილიონით მეტი ვარანს – მანჩესტერის წინადადება…