არველაძემ თურქეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

თურქეთის თასის 1/16 ფინალში კარაგიუმრუქი, რომლის რიგებშიც ვატო არველაძე გამოდის, ბოდრუმსპორს შეხვდა და 4:0 დაამარცხა. მატჩს წერტილი სწორედ არველაძემ დაუსვა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. არველაძე კარაგიუმრუქში შარშან ზაფხულში გადავიდა. ტრავმების გამო მას ბევრი გაუცდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 მატჩი და 1 გოლია.

ლობჟანიძეს ვერ აჩერებენ – საბამ თურქეთში მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა (ვიდეო)

საბა ლობჟანიძემ ჰატაისპორის შემადგენლობაში მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი გუნდი კარაგიუმრუქს ესტუმრა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა და რომლის რიგებშიც ვატო არველაძე გამოდის. მატჩი 1:1 დასრულდა და ანგარიში სწორედ ლობჟანიძის საგოლე გადაცემით გაიხსნა. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, არველაძე კი განაცხადში არ ყოფილა. სასიხარულოა, რომ ლობჟანიძე ჰატაისპორის ლიდერად იქცა. იგი წელს ზაფხულში შეუერთდა… Continue reading ლობჟანიძეს ვერ აჩერებენ – საბამ თურქეთში მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა (ვიდეო)