მანჩესტერ სიტის ნიდერლანდელმა ვარსკვლავმა, ნათან აკემ, თავის ბავშვობისდროინდელ შეყვარებულზე, კეილი რამაზე იქორწინა. ცერემონია კუნძულ მაიორკაზე გაიმართა და მას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. იქ იყვნენ მისი სიტელი თანაგუნდელები, მანჩესტერ იუნაიტედის, ლივერპულის და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელები. წვეულებას ესწრებოდნენ პეპ გვარდიოლა, კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი. იქვე იყვნენ ლივერპულის ვირჯილ ვან დეიკი და ასევე ნიდერლანდელი, მაგრამ უკვე პარი… Continue reading აკე ცოლი
Tag: ვეინალდუმი
მესიზე დაბალი შეფასება მხოლოდ ორმა მიიღო
ნიცა – პსჟ-ის მატჩის შემდეგ, L’Equipe-მა ფეხბურთელები შეაფასა. მესის პარიზულ კარიერას კრიტიკა ისედაც არ აკლია, ახლა კი მას კიდევ ერთი უსახური მატჩი შემატა – 10 ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 4 დაუწერეს, ისევე, როგორც ნეიმარს. ორი ფეხბურთელი, რომელსაც უფრო დაბალი შეფასება აქვთ, ესენი დი მარია და ვეინალდუმი არიან (3). ყველაზე მაღალი შეფასება პსჟ-ის მცველმა – დიალომ… Continue reading მესიზე დაბალი შეფასება მხოლოდ ორმა მიიღო
არსენალს ფეხბურთელის წაყვანა პსჟ-დან უნდა
ლონდონის არსენალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას აპირებს. ლონდონელები იანვარში პსჟ-დან ჟორჟინიო ვეინალდუმის გადაბირებას შეეცდებიან. Sky Sport-ის ცნობით, არსენალი ფეხბურთელის იჯარის წესით წაყვანას გეგმავს. ნიდერლანდელის გადაბირება მარტივი არ იქნება, რადგან ფრანგებმა იგი წელს ზაფხულში დაიმატეს და მისი ძალიან ეიმედებათ. 31 წლის ფეხბურთელი გუნდს კარგად შეეწყო, ფრანგთა შუახაზელმა 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. რაც შეეხება… Continue reading არსენალს ფეხბურთელის წაყვანა პსჟ-დან უნდა
ისევ დაჯგუფებები? L’equipe: ვეინალდუმს ხელს უშლიან
L’equipe-მ უკვე მეორედ დაწერა, რომ პსჟ-ში სამხრეთამერიკელებს ცალკე დაჯგუფება აქვთ და მთავარი სიტყვა მათ ეთქმით. აქ დიდად გასაკვირი არაფერია, დაჯგუფებები ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე ხშირად უშლიან ხელს „უცხოებს“. ამჯერად ჯორჯინიო ვეინალდუმზე… წერენ, რომ ნიდერლანდელს ადაპტაცია გაუჭირდა, რადგან სამხრეთამერიკელები თავისიანად არ იღებენ და არგენტინელი ლეანდრო პარედესის კონკურენტად განიხილავენ. შეგახსენებთ, ვეინალდუმი… Continue reading ისევ დაჯგუფებები? L’equipe: ვეინალდუმს ხელს უშლიან
ვეინალდუმი პსჟ-ზე: “ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ”
პსჟ-ის ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვენალდუმმა პარიზულ კლუბზე ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა. მოგეხსენებათ, ის საფრანგეთში (ლივერპულიდან) წინა ზაფხულს გადაბარგდა. “ვერ გეტყვით, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სიტუაცია ისე არ ვითარდება, როგორც ვისურვებდი. წინა წლებში, ძირითადში მუდმივად ვთამაშობდი და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ახლა განსხვავებული რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწორო. ჩემი კარიერის ახალ საფეხურს მოუთმენლად ველოდი, თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო,… Continue reading ვეინალდუმი პსჟ-ზე: “ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ”
პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!
ნასე ალ-ხელაიფის ოცნება, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ჯერ კიდევ ვერ ახდა. მაურიციო პოჩეტინო სიტისთან ნახევარფინალში დამარცხდა. ამის შემდეგ, მან გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. თავდაპირველი ამოცანა ნახევრად უკვე შესრულებულია: ნეიმარმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ახლა მთელი ძალები მბაპესკენაა მიმართული. როგორც ალ-ხელაიფმა თქვა, ფრანგი არსად წავა, არ იყიდება და კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს, რადგან ქვეყანასთან მას მისია შესასრულებელი ჯერ კიდევ დარჩა. ამას გარდა,… Continue reading პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!
ბარსელონა? არა. ფული ვეინალდუმს ანათებს…
ჟორჟინიო ვეინალდუმის ბარსელონაში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. ნიდერლანდელი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ პსჟ-მ ყველაფერი შეცვალა. დიდმა ფულმა და მიმზიდველმა წინადადებამ შეცვალა… ფრანგული და ესპანური პრესაც წერს, რომ ვეინალდუმი პსჟ-სთან გააფორმებს კონტრაქტს. ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ პსჟ-მ ფეხბურთელს ბარსელონაზე ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა… შეგახსენებთ, ჟორჟინიოს ლივერპულთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და… Continue reading ბარსელონა? არა. ფული ვეინალდუმს ანათებს…