ვერონამ დი ფრანჩესკო გაუშვა

ვერონამ დაადასტურა მთავარი მწვრთნელის ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების ამბავი. ახალდაწყებული სერია A-ს სამი ტურის შემდეგ, ვერონა უქულოდაა. მიზეზიც ეს არის. დი ფრანჩესკო გუნდში წლეულს ივნისის დასაწყისში მივიდა და ჯამში სულ სამი თვე იმუშავა. ეუსებიო პირველი სპეციალისტია, ვინც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გაათავისუფლეს. ცნობისთვის, 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში, დი ფრანჩესკომ რომა ტურნირის ნახევაფინალში გაიყვანა.

რიბერიმ ახალ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა

ფრენკ რიბერის მომავალი გარკვეულია. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ფრანგი კარიერას ვერონაში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა გუნდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. შეგახსენებთ, რომ რიბერი ბოლოს ფიორენტინაში თამაშობდა. მას კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახლდათ. ფრანგი მიუნხენის ბაიერნში ვარჯიშობდა და იყო ვარიანტი გერმანულ გუნდში დაბრუნებულიყო, თუმცა როგორც უკვე გითხარით ვერონაში ითამაშებს. რაც შეეხება ვერონას, გუნდმა ამ სეზონში… Continue reading რიბერიმ ახალ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა

საწყენია… გაუქმდა კლუბი, რომელიც ყველას აოცებდა!

დღეს საბოლოოდ გაირკვა: იტალიის კლუბი კიევო ოფიციალურად გაუქმდა.  ბოლოს სერია ბ-ში გამოდიოდა, მაგრამ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობების გამო სერია დ-ში დააქვეითეს. დრო მიეცათ, მაგრამ საჭირო დოკუმენტები ვერ შეაგროვეს და კლუბი დე-ფაქტო გაუქმებულად გამოცხადდა… კიევო ქალაქ ვერონას კლუბი იყო. ამ საუკუნემდე ბევრმა არ იცოდა მათი არსებობის შესახებ (იტალიის გარეთ), მაგრამ იყო ერთი საოცარი პერიოდი… 2001 წელს კიევო… Continue reading საწყენია… გაუქმდა კლუბი, რომელიც ყველას აოცებდა!