Tag: ვესტ ჰემი
ვესტ ჰემი თავს ეძებს
ვესტ ჰემის ხელმძღვანელობამ ოთხკაციანი სია შეადგინა იმ სპეციალისტებისა, ვინც შეიძლება მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეცვალოს. ამ ოთხიდან უფრო რეალური ჩელსისა და ტოტენჰემის ყოფილი დამრიგებლები – ტომას ტუხელი და მაურისიო პოჩეტინო არიან. მიმდინარე პრემიერლიგაში 19 მატჩის შემდეგ 15 ქულით, ვესტ ჰემი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა და თუ ასე გაგრძელდა ჩემპიონშიფში დაქვეითება ემუქრება. ჩაქუჩებს შარშანდელი 25 ოქტომბრის… Continue reading ვესტ ჰემი თავს ეძებს
ჩაქუჩების დირექტორი
ვესტ ჰემის აღზრდილი და შემდეგ წლების განმავლობაში კაპიტანი, მარკ ნოუბლი, კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნეს. 35 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობაზე მუშაობას 2023 წლის 2 იანვრიდან შეუდგება. მარკმა კარიერა 2021/22 წლების სეზონის ბოლოს დაასრულა. დებიუტი კი პირველ გუნდში 2004 წელს ჰქონდა. ჯამში ჩაქუჩების მაისურით 550 მატჩი ჩაატარა, 62 ბურთი გაიტანა და 61 საგოილე გადაცემა შეასრულა.
უხერხული ღიმილი
მანჩესტერ სიტის ახალმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა სეზონი დიდებულად დაიწყო. პრემიერლიგის პირველ ტურში ქალაქელებმა სტუმრად ვესტ ჰემს 2:0 მოუგეს. ორივე გოლი ნორვეგიელის ანგარიშზეა. თამაშის შემდეგ კი ერთი სალაღობო ამბავი მოხდა. ტელეინტერვიუს დროს ჰოლანდმა თქვა ჰეთ-თრიქიც შემეძლო შემესრულებინა გიუნდოგანის პასი რომ სწორად გამომეყენებინაო და ზედ გინებაც დააყოლა. წამყვანმა ჯეფ შრივზმა ხუმრობანარევი ტონით მოუწოდა ფეხბურთელს ინგლისურ ენას მეტი… Continue reading უხერხული ღიმილი
ვერ გაუშვეს ბუშტუკები
ვესტ ჰემის 27 წლის ვარსკვლავი, კურტ ზუმა ლონდონის ქუჩებში ნაგავს ხვეტს და არხებს ასუფთავებს. არ გამართლდა მისი ვარაუდი, რომ სასჯელს იოლი შრომით დაუძვრებოდა. აღმოსავლეთლონდონური კლუბი ერთი სალაღობო სიმღერითაა ცნობილი: მე ყოველთვის ვუშვებ საჰაერო ბუშტუკებს (I’m Forever Blowing Bubbles). ამასთან დაკავშირებით ბრიტანული ტაბლოიდები ხუმრობენ, არ გამოუვიდა ზუმას ბუშტუკების გაშვებით თავის დაძვრენაო. შეგახსენებეთ, რომ გასულ თებერვალს გაზეთმა… Continue reading ვერ გაუშვეს ბუშტუკები
ვესტ ჰემი 2:2 სიტი (ვიდეო)
აინტრახტი 1:0 ვესტ ჰემი [ვიდეო]
საშინელი ტრავმა… ვლაშიჩმა ინანა და იტირა (+video)
ინგლისში ვესტ ჰემი-ბარნლი 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ვესტ ჰემის ხორვატმა შემტევმა ნიკოლა ვლაშიჩმა საშინელი ტრავმა მიაყენა სტუმართა საყრდენ ეშლი ვესტვუდს… ცუდი შემთხვევა იყო, არ გაუმართლა ვესტვუდს. ფეხის მოტეხილობა – მინიმუმ ნახევარი წელიწადი გაუცდება. ვლაშიჩმა კი სიმწრისგან იტირა. ფეხბურთია, ადამიანობაა და თავისი თავიც წარმოიდგინა დაშავებულის ადგილზე. თან ერთი შეხედვით თითქოს არ იყო ზღვარგადასული უხეშობა – ცუდ… Continue reading საშინელი ტრავმა… ვლაშიჩმა ინანა და იტირა (+video)
გერმანელების დღე! – ორი ნახევარფინალისტი!
ევროპა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრებში, როგორც ლაიფციგი, ასევე აინტრახტი, ბერგამოსა და ბარსელონაში მოუგებლად (1:1) გაემგზავრნენ. მეტოქის რანგისა და ანგარიშის გათვალისწინებით, ორივე გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ფიქრს, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრობა და მყარი ოპტიმიზმი სჭირდებოდა. ასეთ ადამიანებს, გილოცავთ! – ორივემ მოიგო და 1/2 ფინალში დამსახურებულად გავიდა. ლაიფციგს რაც პირველ თამაშში აკლდა – აკურატულობა, ბერგამოში გამოასწორა.… Continue reading გერმანელების დღე! – ორი ნახევარფინალისტი!
იარმოლენკოს ბავშვობა დაუნგრიეს
ვესტ ჰემის უკრაინელი გარემარბის, ანდრი იარმოლენკოს სიყმაწვილის კლუბის, ჩერნიჰივის დესნას სტადიონისგან აღარაფერი დარჩა, რუსული თვითმფრინავების შეტევის შემდეგ ყველაფერი იავარქმნილია, მინდვრის კიდეზე კი ჭურვისგან გაჩენილი უზარმაზარი ორმოა… ჩერნიჰივში იარმოლეკო მშობლებმა პატარა ჩაიყვანეს ლენიგრადიდან (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო. შემდეგ იყო კიევის დინამო, დორტმუნდი და ვესტ ჰემი. უკრაინის პრემიელიგის შეწყვეტამდე, დესნა სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე… Continue reading იარმოლენკოს ბავშვობა დაუნგრიეს