Tag: ვილიარეალი
კვარაცხელიამ ვილიარეალს გაუტანა (ვიდეო)
ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. იტალიელები ვილიარეალს შეხვდნენ და 2:3 დამარცხდნენ. ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა ხვიჩა კვარაცხელია. სასიხარულოა, რომ ქართველმა შემტევმა თავი გოლით გამოიჩინა.
კავანი ახალ სამსახურში გადადის
ედინსონ კავანი მალე ვილიარეალის ფეხბურთელი გახდება. ფეხბურთელსა და ესპანურ კლუბს შორის ტრანსფერზე პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ურუგვაელი შემტევი მანჩესტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. თუმც, კავანის ვილიარეალში გადაბარგების პროცესს ერთი, არც თუ უმნიშვნელო ამბავი აფერხებს – ახალი ფეხბურთელის მიღებამდე ესპანური ფეხბურთის რეგულაციებით კლუბმა ერთი ფეხბურთელი უნდა გაუშვას და ის ერთი პაკო ალკასერი უნდა იყოს. ალკასერი რა… Continue reading კავანი ახალ სამსახურში გადადის
მამარდაშვილი – ტოტენჰემი რეალურია? და ესპანურ ვარიანტზეც წერენ
რამდენად რეალურია, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიადან წავიდეს? მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, ტოტენჰემის ინტერესზეც დაწერეს (Mirror-მა) და აღნიშნულია, რომ უგო ლორისს შემცვლელი, მყარი N 2 სჭირდება, რომელიც კონკურენციას გაუწევს. აღნიშნილია სხვა ამბავია: ტოტენჰემსა და ვალენსიას შორის საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ბრაიან ხილი ინგლისელებმა ღამურებში გაანათხოვრეს. წერია ისიც, რომ მამარდაშვილის გასაშვები თანხა 20 მილიონი ევროს გარდა, დაახლოებით 70 მილიონი… Continue reading მამარდაშვილი – ტოტენჰემი რეალურია? და ესპანურ ვარიანტზეც წერენ
ელექტრიკოსი… ახლა კი ლივერპულს გოლი გაუტანა
ეს გახლავთ ვილიარეალის თავდამსხმელი ბულაიე დია, რომელმაც ლივერპულს პირველი გოლი გაუტანა. საუბარია ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალზე: ვილიარეალს სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული, შინ კი 2:0-ს იგებდა და მეორე ტაიმში იურგენ კლოპის გუნდმა კინო დაასრულა… ჰოდა, დიამ პირველი გაიტანა. 25 წლისაა სენეგალელი და საინტერესოა, რომ 20 წლის ასაკში ელექტრიკოსად მუშაობდა. (Daily mail) „ელექტრობა ძმამ მასწავლა. არ გამჭირვებია,… Continue reading ელექტრიკოსი… ახლა კი ლივერპულს გოლი გაუტანა
ვილიარეალი 2:3 ლივერპული [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, ვილიარელმა ლივერპული მიიღო. პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და გაჩნდა შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებდნენ (ენფილდზე ლივერპულმა 2:0 მოიგო), თუმცა, მეორე ტაიმში, ყველაფერი თავის ადგილას დადგა – მერსისაიდელებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს… ვილიარეალი 2:3 ლივერპული ფინალში ლივერპული ითამაშებს. მეორე ფინალისტი რეალისა და სიტის შეხვედრაში გაირკვევა
უნაი ემერი: განმეორებითი თამაში განსხვავებული იქნება
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვილიარეალი ლივერპულს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა უნაი ემერიმ შეაფასა. “1/2 ფინალში ყოველთვის ისეთი ძლიერი მეტოქეები არიან როგორიც ლივერპულია. ძნელია ამ დროს ვინმეს გაოცება. ცხადია თამაშის მოგება გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. ლივერპულმა თამაშის კონტროლის საშუალება არ მოგვცა. მეტოქეს შეტევის დაჩქარების შესაძლებლობაც არ მოუცია. შევეცადეთ დაცვაში მაქსიმალური წინააღმდეგობა… Continue reading უნაი ემერი: განმეორებითი თამაში განსხვავებული იქნება
ლივერპული თითქმის ფინალშია
ჩემპიონთა ლიგაში მეორე 1/2 ფინალი გაიმართა, სადაც ლივერპულმა ვილიარეალს უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. მთელმა შეხვედრამ ლივერპულის უპირატესობით ჩაიარა. მერსისაიდელები პირველ ტაიმში უტევდნენ, კარის მიმართულებით ურტყამდნენ, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. მეორე ტაიმში ბრიტანელებმა მოუმატეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 53-ე წუთზე ჰენდერსონის ჩაწოდებისას, ბურთი ესტუმინიანს მოხვდა და ისე აღმოჩნდა ვილიარეალის კარის ბადეში. სათქმელია, რომ… Continue reading ლივერპული თითქმის ფინალშია
სენსაცია მიუნხენში და ბენზემას ეფექტი – ესპანელები 1/2 ფინალში გავიდნენ
ჩემპიონთა ლიგის 2 1/2 ფინალისტი ცნობილია. 4 საუკეთესო გუნდს შორის ვილიარეალი და მადრიდის რეალი ითამაშებენ. ბაიერნი – ვილიარეალის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ესპანეთში ემერის გუნდის გასახარად 1:0 დასრულდა და ცხადია ინტრიგა კვლავ დიდი იყო. პირველ ტაიმში მიუნხენელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა რეალური სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. მეორე ტაიმში ბაიერნმა მოუმატა, რაც… Continue reading სენსაცია მიუნხენში და ბენზემას ეფექტი – ესპანელები 1/2 ფინალში გავიდნენ
უნაი ემერი: ბაიერნთან დაპირისპირება ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვილიარეალის მეტოქე მიუნხენის ბაიერნია. ესპანელებმა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს და საპასუხო შეხვედრისთვის ემზადებიან. ამ თემაზე ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ისაუბრა. “ეს გრანდიოზული შეხვედრა იქნება. ბაიერნთან დაპირისპირება ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევაა. ბაიერნი ფავორიტია, ის ევროპის სამი საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთია. მთელი ჩვენი ყურადღება განმეორებითი შეხვედრისკენ არის მიმართული.” – ციტირებს ემერის… Continue reading უნაი ემერი: ბაიერნთან დაპირისპირება ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა