ყველაზე ვინი

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლივერპულის დამარცხების შემდეგ (5:2), მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავდამსხმელი ვინისიუსი განსაკუთრებით შეაქო. ბრაზილიელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა. „ვფიქრობ, ვინისიუსი ამჟამად ყველაზე საშიში მოთამაშეა მსოფლიოში. ის არის ადამიანი, ვინც ყოველთვის წყვეტს მატჩების ბედს“. რეალ-ლივერპულის საპასუხო თამაში სამი კვირის შემდეგ, 15 მარტს მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.… Continue reading ყველაზე ვინი

ვალენსია ბერნაბეუზე დამარცხდა [ვიდეო]

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში, ვალენსია სანტიაგო ბერნაბეუს ეწვია. ღამურებს რთული პერიოდი უდგათ, გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან და მწვრთნელი შეიცვალეს – გატუზოს გაშვების შემდეგ, ვორო მოიყვანეს (მერამდენედ?! – მეოთხედ), რომელსაც გუნდის გადარჩენა დაევალა. რეალში საპირისპირო მდგომარეობაა – გუნდი, ტრადიციულად, ჩემპიონობისთვის იბრძვის და 19 მატჩში მხოლოდ 2 წაგება აქვს. პირველმა ნახევარმა ბევრი მომენტის გარეშე ჩაიარა, თუმცა… Continue reading ვალენსია ბერნაბეუზე დამარცხდა [ვიდეო]

95-ე წუთზე, მამარდაშვილმა ვალენსია იხსნა! [ვიდეო]

ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთში მიმდინარეობს, რეალსა და ვალენსიას შორის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. თავისსავე მოპოვებული თერთმეტმეტრიანით, ანგარიში ბენზემამ გახსნა, რომელსაც ლინომ უპასუხა. ბევრი მომენტი არ იქმნებოდა, როდესაც 95-ე წუთზე, ვინისიუსი მამარდაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა – გოლი, სავარაუდოდ, ყველაფერს დაამთავრებდა (სულ 7 წუთი იყო დამატებული), მაგრამ გიორგი მამარდაშვილი კარიდან დროულად გამოვიდა, ბრაზილიელს… Continue reading 95-ე წუთზე, მამარდაშვილმა ვალენსია იხსნა! [ვიდეო]

ენდრიკი

პალმეირასის 16 წლის თავდამსხმელმა ენდრიკ ფელიპემ, რომელიც 2024 წლის ზაფხულში რეალის ფეხბურთელი გახდება, ჟურნალისტებს უამბო, რატომ აირჩია მადრიდული კლუბი. „რეალი – ძალიან დიდი კლუბია. ვინისიუსი მწერდა და მიყვებოდა ამ გუნდის შესახებ. ჩემი კერპი კრიშტიანუ რონალდუც აქ თამაშობდა. ამიტომ ავირჩიე რეალი და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. ვინისიუსმა რამდენიმე რჩევაც მომცა. ის ჩემი მეგობარია და ვიმედოვნებ ეს მეგობრობა… Continue reading ენდრიკი

ბრაზილია მერვედფინალშია

DOHA, QATAR - NOVEMBER 28: (EDITORS NOTE: In this photo taken from a remote camera from behind the goal) Casemiro (not pictured) of Brazil scores their team's first goal past Yann Sommer of Switzerland during the FIFA World Cup Qatar 2022 Group G match between Brazil and Switzerland at Stadium 974 on November 28, 2022 in Doha, Qatar. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)

83-ე წუთზე რეალელმა ბრაზილიელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს – მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ვინისიუსმა როდრიგოს დაუგორა ბურთი, როდრიგომ კაზემიროს და ამ უკანასკნელმა ლამაზად გაიტანა. ეს ალბათ მატჩის  ერთადერთი ნათელი მომენტი იყო – 1:0. შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ყატარის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გახლდათ ბრაზილიისა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებს შორის. ტრავმირებული ნეიმარის გარეშე ბრაზილიის ნაკრები სხვა კრებულია.… Continue reading ბრაზილია მერვედფინალშია

როგორ წარმოგიდგენიათ ოპტიმალური 11?

ბრაზილია… დიდი არჩევანია და ტიტეს ალბათ სერიოზული როტაციები მოუწევს. რამდენიმეზე თუ იტყვი, რომ ძირითადი თითქოს გარანტირებული აქვს. ნეიმარი, კაზემირო, მილიტაო და ალბათ ვინისიუსიც… სხვა? ზუსტად ვერ იტყვი. სიაშია 39 წლის დანი ალვესიც, რომელიც მექსიკურ პუმასში იყო და ბოლო პერიოდში ბარსელონა ბ-ში ვარჯიშობდა. როცა ტიტე 4-3-3-ს თამაშობს, კაზემირო-ფრედი-პაკეტას სამეულს ყველაზე ხშირად იყენებს. თუმცა ბრაზილიაში ბევრი ფიქრობს,… Continue reading როგორ წარმოგიდგენიათ ოპტიმალური 11?

“დაამტვრიეთ ვინისიუსი!“ – რამ გაამწარა მწვრთნელი…

რეალის სუპერშემტევ ვინისიუსს მალიორკასთან 4:1 მოგებულ მატჩში ბევრჯერ მოხვდა ფეხებში. ვინისიუსს შელაპარაკება მოუხდა მეტოქის მწვრთნელთან, მექსიკელ ხავიერ აგირესთან. კამერებმა დააფიქსირეს, რომ ბრაზილიელი ხშირად უჩიოდა უხეშობას. ერთხელ ნაჩო ფერნანდესს უთხრა: „სულ მირტყამენ. მათი მწვრთნელი ეძახოდა თავის ფეხბურთელებს, ფეხებში ურტყითო…“. კიდევ, ვინისიუსის შელაპარაკება დააფოქსირეს მალიორკელთა მცველ ჟაუმე კოშტასთან: „თამაშის საშუალებას არ მაძლევთ. სულ ჯარიმა, ჯარიმა, ჯარიმა…“. კოშტამ… Continue reading “დაამტვრიეთ ვინისიუსი!“ – რამ გაამწარა მწვრთნელი…

სეზონის საუკეთესოები – მესი და რონალდუ 15-ში არ არიან…

უეფას ვერსიით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდო სეზონის ტოპ 15 ფეხბურთელში არ არიან. პირველი სამეული ცნობილია, იქ ორი მადრიდელი – ტიბო კურტუა და კარიმ ბენზემა – ხოლო ერთი მანჩესტერელი – კევინ დე ბრუინია. ერთერთი მათგანი, 25 აგვისტოს, უეფას საუკეთესო ფეხურთელის ჯილდოს მიიღებს. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მათი სია მეოთხედან მეთხუთმეტემდე ასე გამოიყურება 4) რობერტ ლევანდოვსკი… Continue reading სეზონის საუკეთესოები – მესი და რონალდუ 15-ში არ არიან…

რეალმა სუპერთასი მოიგო! – 2:0 [ვიდეო]

  ევროპის სუპერ თასისისთვის ბრძოლაში, რეალი აინტრახტს დაუპირისპირდა. გუნდებისთვის, ევროთასების ფინალში ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა, შორეულ 1960 წელს, კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა თასის ფინალში შეერკინნენ, სადაც რეალმა 7:3 გაიმარჯვა. ფავორიტები აქაც მადრიდელები იყვნენ და ისე ითამაშეს, როგორც ეკადრებათ. ბლანკოსის პირველ გოლამდე, აინტრახტი შეტევაში აქტიურობდა, კამადას მომენტი ჰქონდა, თუმცა კურტუამ ისე ითამაშა, როგორც წინა სეზონის… Continue reading რეალმა სუპერთასი მოიგო! – 2:0 [ვიდეო]