თორნიკე შენგელიას 15 ქულა “ბასკონიასთან”

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-15 ტურის მატჩის რანგში “ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე “ვირტუსს” უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა თორნიკე შენგელიას დაბრუნება გახლდათ ვიტორიაში – თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. “თოკო” ბოლონიური კლუბის სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 20 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 დაფარება იყო. შენგელიამ საშუალო დისტანციიდან 12-ჯერ შეუტია მეტოქის… Continue reading თორნიკე შენგელიას 15 ქულა “ბასკონიასთან”

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება “მაკაბისთან”

“ვირტუს ბოლონიამ” მოახერხა და დასძლია 1 თვიანი კრიზისი. სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილმა გუნდმა უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში ევროლიგაზე ზედიზედ 2 მატჩის მოგება მოახერხა და მნიშვნელოვნად გამოისწორა მდგომარეობა სატურნირო ცხრილში. ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-14 ტურის მატჩის რანგში “ვირტუსი” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა “მაკაბის”  და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 78-73 დაამარცხა. ბოლონიური კლუბის რიგებში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა თორნიკე შენგელია. ქართველმა… Continue reading თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება “მაკაბისთან”

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა

ევროგილის რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას საკმაოდ გაუჭირდა ვირტუს ბოლონიას. სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილ გუნდს ზედიზედ 4 მატჩი ქონდა წაგებული და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფებოდა(ბალანსი 4/8_. მე-13 ტურში ბოლონიური გუნდი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა ალბას და ფავორიტადაც მიიჩნეოდა. იტალიელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი გადანაცვლება განახორციელა – ამერიკელი სემი ოჯელეიეს ნაცვლად მატჩი პირველივე წუთებიდან თორნიკე შენგელიამ დაიწყო. შეხვედრის სტარტი… Continue reading თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდგე საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. “თოკომ” მორიგი ტრავმა მოიშუშა და “ვირტუსის” შემადგენლობაში იასპარეზა “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ. პირეოსში გამართული მატჩი ბოლონიელებისთვის კატასტროფულად განვითარდა – მასპინძლებმა სტუმრები 46 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს (117-71) და არაერთი რეკორდი დაამყარეს. 117 ქულა – “ოლიმპიაკოსის” ახალი რეკორდია ევროლიგაზე. წინა რეკორდი 113 ქულა გახლდათ (2007 წელს “ოლიმპიას” წინააღმდეგ).… Continue reading თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

თორნიკე შენგელიას სუპერ მატჩი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მეშვიდე ტური იტალიური დერბით გაიხსნა მილანი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა ბოლონიას. პირველად 25 წლის განმავლობაში “ვირტუსი” და “მილანო” ერთმანეთს ევროთასზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტი მასპინძლებს უკეთესი გამოუვიდათ – ნიკოლო მელის და მიტრუ ლონგის ზუსტი სროლების შედეგად 23-12 დაწინაურდნენ. სერჯიო სკარიოლომ პარკეტზე თორნიკე შენგელია შემოუშვა, რომელმაც მომენტალურად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა – თოკომ ჯერ ორქულიანი ჩააგდო,… Continue reading თორნიკე შენგელიას სუპერ მატჩი

თორნიკე შენგელია დაბრუნდა

3 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. “თოკომ” ბოლომდე მოიშუშა მხრის ტრავმა და ევროლიგის მეექვსე ტურის მატჩში ითამაშა, სადაც მისმა “ვირტუსმა” “ლიონს” უმასპინძლა. შეხვედრის სტარტი ბოლონიელებს უკეთესი გამოუვიდათ – იფე ლუნბერგის და მილოშ ტეოდოსიჩის ზუსტი სროლების ფონზე პირველივე წუთებიდანვე ხელში იგდეს ლიდერობა და მეოთხედი 22-18 მოიგეს. მეორე ხუთეულიდან შემოვიდა… Continue reading თორნიკე შენგელია დაბრუნდა

4 წლიანი პაუზის შემდეგ მილანი იტალიის ჩემპიონია

დასრულდა საკალათბურთო ჩემპიონატი იტალიის სერია A-ში. პლეიოფის ფინალში, მე-6 მატჩში მილანმა საკუთარ მოედანზე 81-64 გაანადგურა ვირტუსი, სერია 4-2 მოიგო და 4 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა. მეექვსე მატჩის სტარტი მილანელებს იდეალური გამოუვიდათ – სერხიო როდრიგესის იდეალური პასების ფონზე შევონ შილდსმა არაერთი ბურთი ჩააგდო მეტოქის კალათში და მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 29:16 მოიგეს. მეორე პერიოდში… Continue reading 4 წლიანი პაუზის შემდეგ მილანი იტალიის ჩემპიონია

თორნიკე შენგელიას 21 ქულამ “ვირტუსს” ვერ უშველა

იტალიის სერია A-ში გრძელდება საჩემპიონო დაპირისპირება მილანოს და ვირტუსს შორის. ფინალური სერიის მეოთხე მატჩში მილანელბმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს ბოლონიურ კლუბს, მეტოქე 77:62 დაამარცხეს და ერთი მოგებაღა აკლიათ ჩემპიონობამდე (სერიაში ანგარიში 3:1). შეხვედრის სტარტი “ვირტუსს” უკეთესი გამოუვიდა – თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე სტუმრებმა თავიდანვე დაწინაურდნენ ანგარიშში და პირველი მეოთხედი 24:16 მოიგეს. მეორე პერიოდში ეტორე მესინას… Continue reading თორნიკე შენგელიას 21 ქულამ “ვირტუსს” ვერ უშველა

ვირტუსის მეორე მარცხი ფინალურ სერიაში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში გრძელდება ფინალური სერია ვირტუს ბოლონიას და ოლიმპია მილანოს შორის. 2 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ ანგარიში 1-1 იყო, სერიამ კი ბოლონიადან მილანში გადმოინაცვლა. მატჩის სტარტი ოლიმპიას კალათბურთელებს უკეთესი გამოუვიდათ – შევონ შილდსის და სერხიო როდრიგესის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ 19:10. სერჟიო სკარიოლომ დროული წუთშესვენება აიღო და საკუთარი გუნდი “გამოაფხიზლა”. პარკეტზე სახეცვლილი ვირტუსი… Continue reading ვირტუსის მეორე მარცხი ფინალურ სერიაში

თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ტურნირი მოიგო

თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ბოლონიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 80-67 სძლია თურქულ “ბურსასპორს”. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას. პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორე მეოთხედის დასაწყისში “ვირტუსმა” სოლიდური ლიდერობა მოიპოვა – შეცვლაზე შემოსულმა მარკო ბელინელიმ ზედიზედ 5 ქულა აიღო, მომდევნო პოზიციისას კი… Continue reading თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ტურნირი მოიგო