30 წლის თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ჩინეთში ითამაშებს. ამის შესახებ თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. ლობჟანიძე, რომელსაც 11 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც აქვს ჩატარებული, ჩინეთის კლუბ მიჟოუ ჰაკაში გააგრძელებს კარიერას. ეს კლუბი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე გავიდა. გუნდს რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ცნობილი არავინ. მწვრთნელი სერბი მილან რისტიჩია. ელგუჯა ლობჯანიძემ კარიერა ვიტ ჯორჯიაში დაიწყო. ბოლოს ყაზახურ კიზილ-ჟარში… Continue reading ელგუჯა ლობჯანიძე ჩინეთში…
Tag: ვიტ ჯორჯია
მომენტი-დრამა საქართველოს ლიგა 2-ში (+video)
ეს მომენტი საქართველოს ეროვნული ლიგა2-ის მატჩში მოხდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე… ორგზის ჩემპიონმა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად 2:1 მოუგო შევარდენს. ეს თითქმის ბოლო შეტევა იყო და გოლი რომ გასულიყო, ფრედ დასრულდებოდა. ბურთი ორჯერ მოხვდა ვიტ ჯორჯიას კარის ძელს, მერე დამატებაზე ნიკა ქორიძის დარტყმული ნიკა ჭავჭანიძემ გამოიტანა და ბოლოს ბურთი მეკარე გურამ ჩიკაშუამ აიღო.
მუსელიანი – გოლ-შოკი ეროვნულ ლიგა 2-ში (+video)
ბრწყინვალე გოლი გავიდა დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში. ქობულეთის შუქურა ზურაბ მუსელიანის ამ ულამაზესი დარტყმით უგებდა მარტვილის მერანს, საბოლოოდ კი 1:3 წააგო. მუსელიანი 22 წლის თავდამსხმელია. გამოირჩეოდა ვიტ ჯორჯიაში, ხოლო შარშანდელი იანვრიდან შუქურაშია. ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლავთ. ეს გოლი კი მშვენებაა.
საქართველო: ლაინსმენმა თამაშგარეო, მთავარმა – ჩათვალა… [ვიდეო]
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში, ზუგდიდმა – ვიტ ჯორჯია მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის თოვლი ყოველთვის მოულოდნელი სტიქიური უბედურებაა და გაზონის მდგომარეობას კი ხედავთ… რომ არ გადაიდო, ეგეც დასაფასებელია. ზუგდიდმა ეს თამაში 2:0 მოიგო, პირველი ბურთი კი საკამათო გახდა – ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები გაჩერდნენ, ზუგდიდმა გაიტანა და მთავარმა მსაჯმა ჩათვალა…
კორონავირუსით 20 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის, ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკური საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ის 12 დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა, ვირუსმა ფილტვები იმდენად მძიმედ დაუზიანა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის დინამოს აღზრდილია და ბოლოს ვიტ ჯორჯია 2-ში თამაშობდა…