კანკავა და კაშია სლოვაკეთში სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

ბრატისლავას სლოვანის ქართველი ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სლოვაკეთში 2021-22 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. გალა დაჯილდოვებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინეს. თერთმეტეულში ლივერპულის და ფენერბახჩეს ყოფილი მცველი მარტინ შკრტელიც მოხვდა, სიმბოლურ გუნდში ასევე არის ვლადიმირ ვაისი უმცროსი. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, საქართველოს ნაკრების ყოფილი… Continue reading კანკავა და კაშია სლოვაკეთში სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია ამჟამად ეროვნულ ლიგაში თამაშობს, სადაც გაგრას ღირსებას იცავს. 30 წლის მცველის კარიერაში ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე იყო. პირადი პრობლემები, კარიერაში ჩავარდნა, ომის გამო კლუბის დატოვება, სანაკრებო ამბები… ამ და ბევრ სხვა თემაზე საბა კვირკველიამ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა. – გაგრაში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარე. როგორ შეეგუე საქართველოს ჩემპიონატს… Continue reading საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. ბრატისლავას სლოვანი, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ და რომლის მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია, მეორე ადგილოსან რუზემბორკს შეხვდა და 0:0 ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ 4 ტურით ადრე გუნდებს შორის ქულათა სხვაობა 14 ქულაა და ქართველების გუნდი ოფიციალურად გახდა ჩემპიონი. აღნიშნული მატჩი ჩვენებურებმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს. ბრატისლავას სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი… Continue reading კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

კაშიამ სლოვაკეთში გაიტანა (ვიდეო)

ბრატისლავას სლოვანმა სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილი გუნდი სედერს დაუხვდა და 5:1 დაამარცხა. ამ მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა გურამ კაშიამაც, რომელმაც მე-40 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება სლოვანის კიდევ ერთ ქართველს ჯაბა კანკავას, იგი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ გახლდათ. შეგახსენებთ, რომ კაშიაც და კანკავაც… Continue reading კაშიამ სლოვაკეთში გაიტანა (ვიდეო)

ნუკრი რევიშვილი: ფეხბურთელმა ფეხბურთით უნდა იცხოვრო და შრომა აუცილებლად დაგიფასდება

ნუკრი რევიშვილი წლების მანძილზე იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. გამოცდილ მეკარეს ეროვნულ გუნდში არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია. ხორვატიასთან მოგება, ესპანეთში მოგება, საბერძნეთთან ფრე, გერმანიასთან სტუმრად მატჩი… რევიშვილი ამჟამად აგენტია. როგორც თვითონ გვითხრა, იგი მამუკა ჯუღელთან მუშაობს და მას ეხმარება. სწორედ მამუკა ჯუღელი გახლდათ რევიშვილის აგენტი როცა ნუკრი ფეხბურთელი იყო. განვლილ საფეხბურთო კარიერაზე, ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე,… Continue reading ნუკრი რევიშვილი: ფეხბურთელმა ფეხბურთით უნდა იცხოვრო და შრომა აუცილებლად დაგიფასდება

კანკავამ სლოვაკეთში გაისროლა და გაიტანა (ვიდეო)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, ბრატისლავას სლოვანმა, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იცავენ, სენიკას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. სასიხარულოა, რომ ერთი გოლი კანკავას ანგარიშზეა. გამოცდილმა ფეხბურთელმა სლოვანის რიგებში 29-ე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. კანკავაც და კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თავიდან ბოლომდე ითამაშეს. გეცოდინებათ, რომ სლოვანის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია. სლოვანი სლოვაკეთის… Continue reading კანკავამ სლოვაკეთში გაისროლა და გაიტანა (ვიდეო)

დავით სხირტლაძე: შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება

დინამო თბილისი წელს დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდება. ამაში თავისი წვლილი ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, საკადრო პრობლემებმაც შეიტანა. ბოლო მატჩებში დინამოს დავით სხირტლაძე ძალიან დააკლდა. ფეხბურთელი, რომელიც დინამოში დანიიდან დაბრუნდა და თითქმის ყველა თამაშში ან გოლს იტანდა ან საგოლე გადაცემას აკეთებდა. Leadersport.ge სხირტლაძეს მიმდინარე სეზონზე, ტრავმაზე, სანაკრებო გამოცდილებაზე, ევროპა ლიგაში თამაშზე და ბევრ სხვა… Continue reading დავით სხირტლაძე: შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება

საბა ლობჟანიძე: ნაკრებმა ორივე მიზნისთვის შეიძლება იბრძოლოს, ერთი მეორეს ხელს არ უშლის

საბა ლობჟანიძე ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელად იქცა. თუ ვლადიმირ ვაისი მას ნაკლებად ენდობოდა და ძირითადად შეცვლაზე შეყავდა, ფრანგის დროს 5 მატჩიდან 4 ძირითადში ითამაშა. ლობჟანიძემ ანკარაგუჯუ დატოვა და კარიერას ჰატაისპორში გააგრძელებს, სადაც 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჰატაისპორში ტრანსფერზე, საქართველოს ნაკრებზე, მაკედონიასთან მატჩში უთამაშებლობით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე ლობჟანიძემ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა. – რამდენიმე გუნდი… Continue reading საბა ლობჟანიძე: ნაკრებმა ორივე მიზნისთვის შეიძლება იბრძოლოს, ერთი მეორეს ხელს არ უშლის

მეგობრებო, გახსოვდეთ საქართველო

მინდა მივმართო ესპანეთის ნაკრების მეკარეს უნაი სიმონს, ნახევარმცველ პედრის, გუნდის სხვა ფეხბურთელებს, აგრეთვე მწვრთნელთა შტაბს, ქვეყნის ფეხბურთის სამეფო ფედერაციას და გულშემატკივრებს:  მეგობრებო, ევრო 2020-ზე (იგივე 2021-ზე) თქვენს თამაშს დიდი სიამოვნებით ვუყურებ და თქვენი დიდი პატივისმცემელიც ვარ, მაგრამ თუკი ოდესმე  კიდევ მოგინდებათ ისეთი გოლის გაშვება, ხორვატიასთან მერვედფინალში რომ გაუშვით, ამისათვის დიდი შეჯიბრების ფლეი-ოფს ნუღა დაელოდებით. აგერ,… Continue reading მეგობრებო, გახსოვდეთ საქართველო

ალექსანდრე იაშვილი: თვითკრიტიკის და სწორი ანალიზის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ

საქართველოს ნაკრებში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს საინტერესო სიახლეებია ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლის სახით, ახალი შესარჩევი ციკლი, დებიუტანტები, მოახლოვებული ევროტურნირები. მოგეხსენებათ 2023 წელს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან ერთად სწორედ საქართველოში გაიმართება. ამ და სხვა სიახლეებზე Leadersport.ge ერთერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა. ვილი სანიოლის ხელში ნაკრებმა 5… Continue reading ალექსანდრე იაშვილი: თვითკრიტიკის და სწორი ანალიზის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ