დაივიწყეთ გუტმანის წყევლა: ბენფიკამ ფინალი მოიგო!..

ლისაბონის ბენფიკამ უეფას ახალგაზრდული ლიგა მოიგო. ფინალში პატარა არწივებმა 6:0 გაანადგურეს ზალცბურგი… 6:0 ფინალში უცნაური ანგარიშია, ამ ექვსიდან სამი გოლი ენრიკე არაუჟუმ გაიტანა. უეფას ახალგაზრდული ლიგა 2013 წლის ზაფხულიდან ტარდება და ბენფიკამ პირველად ასწია თასი. საინტერესოა, რომ აქამდე ამ ტურნირზე სამი ფინალი წააგეს! ყველას ახსოვდა ბელა გუტმანის წყევლა. 1962 წელს მწვრთნელ გუტმანს ბენფიკამ კონტრაქტი არ… Continue reading დაივიწყეთ გუტმანის წყევლა: ბენფიკამ ფინალი მოიგო!..

ნაგელსმანი: როცა ასე ვთამაშობთ, ძნელია გაგვაჩერო…

  ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ზალცბურგის განადგურების შემდეგ (7:1), კომენტარი გააკეთა “ძალიან კარგი მატჩი გვქონდა და ბრწყინვალე ფეხბურთი ვაჩვენეთ. ლამაზად ვუტევდით და ყველა სტილის გოლი გავიტანეთ: სივრცეში, ერთი-ერთზე ბრძოლაში, პოზიციურ შეტევაში… როცა ასეთი ენერგიითა და ვნებით ვთამაშობთ, ძნელია ვინმემ გაგვაჩეროს. ფეხბურთელები საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს ამხნევებდნენ. გამარჯვება დავიმსახურეთ, ამ ანგარიშითაც კი…,” – თქვა ნაგელსმანმა… Continue reading ნაგელსმანი: როცა ასე ვთამაშობთ, ძნელია გაგვაჩერო…

ბაიერნმა ზალცბურგს გადაუარა, ლივერპულმა წააგო და მაინც გავიდა

ჩემპიონთა ლიგაში 2 განმეორებითი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა. ავსტრიაში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, ბაიერნმა ზალცბურგი მიიღო, ლივერპულმა კი 2:0 მოგების შემდეგ, ინტერს უმასპინძლა. მეტ ინტერესს სწორედ გერმანიაში გასამართი მატჩი იწვევდა, რომელიც ბაიერნის სრული უპირატესობით წარიმართა. გერმანულმა გრანდმა 7:1 მოიგო და გულშემატკივრები მორიგი ბრწყინვალე მატჩით ასიამოვნა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. 3 გოლი… Continue reading ბაიერნმა ზალცბურგს გადაუარა, ლივერპულმა წააგო და მაინც გავიდა

გერმანული სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება – ვინაა ზალცბურგის მწვრთნელი?

  ავსტრიაში გამართული მატჩი მილანისას არაფრით ჩამოუვარდა. ზალცბურგი ბაიერნს 70 წუთის განმავლობაში ამარცხებდა, თუმცა, 90-ე წუთზე, მიუნხენელები კინგსლი კომანმა იხსნა. ეს ორი ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელის დაპირისპირებაც იყო – ერთმანეთის პირისპირ, 33 წლის მატიას იაისლე და 34 წლის იულიან ნაგელსმანი წარსდგნენ. დიახ, დიახ! ამ ასაკში, სავსებით შესაძლებელია მინდორზე შეხვედროდნენ, მაგრამ ისინი უკვე წარმატებული მწვრთნელები არიან. ახალი… Continue reading გერმანული სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება – ვინაა ზალცბურგის მწვრთნელი?

ბაიერნი გადარჩა – ლივერპული კი თითქმის 1/4 ფინალშია…

ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია – ხშირად, ანგარიში შედეგს არ ასახავს, სტატისტიკა კი მატჩის მიმდინარეობას. 75-ე წუთამდე, ინტერი ლივერპულს კარგად ეთამაშა, მომენტებიც შექმნა, თუმცა შედეგში ეს ვერ ასახა. რაც შეეხებათ მერსისაიდელებს, მომენტები გამოიყენეს და ენფილდზე ორ ბურთიანი უპირატესობა წაიღეს. ამ თანაბარ წყვილში ფავორიტი უკვე გამოკვეთილია. ენფილდზე სასწაულები ხდება, თუმცა ეს უფრო ლივერპულის ანგარიშზეა… ინტერი 0:2 ლივერპული 75′… Continue reading ბაიერნი გადარჩა – ლივერპული კი თითქმის 1/4 ფინალშია…

ადეიემი – იქ, სადაც ახალგაზრდები უყვართ

დიდი შანსია, ზალცბურგის 19 წლის ბომბარდირი კარიმ ადეიემი დორტმუნდში გადავიდეს. Sky in Germany-ს ცნობით, ამის ალბათობა უკვე 90-95 პროცენტია. ერთ-ერთი ფავორიტი ბარსელონა იყო, მაგრამ გაირკვა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ადეიემის არჩევანიც დორტმუნდია, მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და ფიქრობს, რომ ბუნდესლიგიდან უფრო იოლად მოხვდება ჰანსი ფლიკის გუნდში. ადეიემის გერმანიის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და… Continue reading ადეიემი – იქ, სადაც ახალგაზრდები უყვართ