ზიდანის კაცი სიონში

დევიდ ბეტონი შვეიცარიული სიონის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მანამდე 51 წლის ფრანგი სპეციალისტი მადრიდის რეალში ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი კანის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. შვეიცარიულ სუპერლიგაში 23-ე ტურის შემდეგ სიონი 23 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

მსოფლიო ჩემპიონი: პსჟ-ს უხაროდეს, ნეიმარის ტრავმა კარგია…

ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონმა ფრანგმა კრისტოფ დიუგარიმ ისეთი რამ თქვა, ბრაზილიელებს ხომ მოიძულებდა და ბრაზილიის მიღმაც ბევრი ლანძღვა-გინება დაატყდებოდა თავს. “პსჟ-ს უნდა უხაროდეს. ვფიქრობ, ნეიმარის ტრავმა ბრწყინვალე შანსია მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. მას ნეიმარი როგორმე უნდა მოეშორებინა სასტარტოდან, ეს უნდა გაებედა. ახლა გუნდი უფრო კარგად დაბალანსდება: ხუთნი დაცვაში, სამნი ნახევარდაცვაში და წინ მბაპე-მესი. …პსჟ ახლა უფრო დაცვიდან… Continue reading მსოფლიო ჩემპიონი: პსჟ-ს უხაროდეს, ნეიმარის ტრავმა კარგია…

ზიდანი და პსჟ… რაზეა დამოკიდებული?

Former French captain Zinedine Zidane waves before the international friendly soccer match between France and Brazil at the Stade de France, in Saint-Denis, near Paris, March 26, 2015. REUTERS/Charles Platiau - RTR4V1KY

ფრანგულ და ესპანურ პრესაშიც ისევ აქტიურად დაიწყეს წერა ზინედინ ზიდანის პსჟ-ში მისვლაზე. რეალურია? ეს გაირკვევა, მაგრამ პარიზელთა ახლანდელი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ბედს დიდწილად გადაწყვეტს ბაიერნთან საპასუხო მატჩი. თი პსჟ გავარდება, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოსვე გაუშვებენ გალტიეს. ან იქნებ იქამდეც?! პარიზელთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა როგორც გალტიეთი, ასევე სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუშითაც. ჩაეშალათ ჰაკიმ ზიეშის ტრანსფერი ჩელსიდან და… Continue reading ზიდანი და პსჟ… რაზეა დამოკიდებული?

ზიდანს ორ კლუბში სურს

ზინედინ ზიდანს 2021 წლის მაისის შემდეგ აღარ უმუშავია. არადა ტიტულები? რეალში 2016-18-ში და 2019-21 წლებში იყო, 3-ჯერ ლიგა; ლა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი ორ-ორჯერ მოიგო, როგორც Athletic წერს, ზიდანის გარემოცვაზე დაყრდნობით, ფრანგი სპეციალისტი იუვენტუსსა და მარსელში მუშაობისთვის მზადაა. მას პსჟ-ს გაწვრთნის შანსი ჰქონდა, თუმცა მარსელის სიყვარულისა და… Continue reading ზიდანს ორ კლუბში სურს

ლე გრე: “ზიდანს ბოდიშს ვუხდი”

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანს ბოდიში მოუხადა. მოგეხსენებათ, ლე გრემ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის მისამართით თქვა, რომ მისი მომავალი არ ადარდებს და თუ დაურეკავს, არც უპასუხებს… ამ განცხადებას, მბაპემ, ტვიტერის საშუალებით, უპასუხა, სადაც ლე გრეს ზიდანის პატივისცემისკენ მოუწოდა, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა კი – ბოდიშისკენ. “ამ განცხადების გამო, ბოდიში მინდა მოვიხადო. ეს სიტყვები… Continue reading ლე გრე: “ზიდანს ბოდიშს ვუხდი”

ზიდანი ბრაზილიაში?..

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტი თავისუფალია და ბევრი კანდიდატი დასახელდა: კარლო ანჩელოტი, ლუის ენრიკე, რაფა ბენიტესი და ბრაზილიელებიც რენატო გაუჩოდან დაწყებული… სიახლე კი ზინედინ ზიდანის კანდიდატურაა (ფრანგული ეკიპი წერს). ზიდანი და ბრაზილია სასწაული თემაა: ფრანგს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები სწორედ მათთან აქვს ჩატარებული. 1998 წლის მუნდიალის ფინალი და 2006-ის მეოთხედფინალი. ეკიპი: „ბრაზილიელებს ზიდანი მოსწონთ და მხარდამჭერთა… Continue reading ზიდანი ბრაზილიაში?..

მესი მწვრთნელად? – სხვა რანგის პასუხს არც ველოდით…

პსჟ-ის შემტევმა, ლეგენდარულმა ლეო მესიმ მის სამწვრთნელო პერსპექტივაზე ისაუბრა “მიღწეულზე არ ვფიქრობ, მხოლოდ მომავალზე. მწვრთნელი არ გავხდები, მაგრამ, ერთ დროს, ზიდანმაც ასე თქვა, შემდეგ გახდა და ლიგაც მოიგო. სპორტის მენეჯმენტი მომწონს, კარგია, როცა მწვრთნელს ეხმარები. 100%-ით ჯერ არაფერი ვიცი,” – თქვა 35 წლის ფორვარდმა.

პოჩეტინო პსჟ-დან გაუშვეს

მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ის მწვრთნელი აღარ იქნება. როგორც RMC Sport წერს, პარიზელებმა არგენტინელ სპეციალისტს ამის შესახებ უკვე აცნობეს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულ გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს. პოჩეტინო გუნდში 2021 წლის იანვრიდან მუშაობდა, კონტრაქტი კი ზაფხულში 2023 წლამდე გაახანგრძლივა. კლუბთან ერთად, მან ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ, 1/8 ფინალში, რეალთან… Continue reading პოჩეტინო პსჟ-დან გაუშვეს

და მაინც ზიდანი?!

  ეს ფრანგულ ტელეარხზე  (Europe 1) თქვეს და კიდევ სხვა წყაროა ჟურნალისტი დანიელ რიოლო: ზინედინ ზიდანი მაინც გახდება პსჟ-ის მწვრთნელიო. მეტიც, განაცხადეს, რომ ზიზუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელიც გახდება… პსჟ-ის მწვრთნელი ჯერ მაურისიო პოჩეტინოა და მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავს მშვიდად გრძნობს. ჟოზე მოურინიო, კრისტოფ გალტიე, რუბენ ამორიმი, ტიაგო მოტა, მარსელო გალიარდო –… Continue reading და მაინც ზიდანი?!

პსჟ – ორი კურდღლის დაჭერა?

ზინედინ ზიდანი პსჟ-ის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია. დიდი შანსია, ზიზუ ზაფხულში დაინიშნოს პარიზელთა მწვრთნელად – ამის შესახებ ფრანგული საიტები წერენ… ორი კურდღლის დაჭერა: ზიდანის მიწვევა იმას ნიშნავს, რომ კილიან მბაპე დიდი ალბათობით დარჩება პსჟ-ში. ეს კი პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ცნობილია, რომ მბაპეს ზიზუსთან მუშაობა სურს და ლეგენდარულ ათიანსაც ძალიან უყვარს კილიანი. ასევე მოსალოდნელია, რომ ლეონარდოს… Continue reading პსჟ – ორი კურდღლის დაჭერა?