დამირეკოს, არ ვუპასუხებ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანის შესახებ ესაუბრა. მოგეხსენებათ, ზიზუ კარგა ხანს ითვლებოდა სამფეროვანთა მთავარმწვრთნელობის კანდიდატად, მაგრამ შემდეგ რაღაც ვერ აეწყო. მოქმედმა დამრიგებელმა, დიდიე დეშამმა კი 7 იანვარს ფედერაციასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა. „ზიდანმა შეიძლება ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს? ჩემთვის სულ ერთია. რომც დაერეკა, ყურმილს არ ავიღებდი“, – ამბობს ლე გრე. სხვა… Continue reading დამირეკოს, არ ვუპასუხებ

ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

გინდა ზაფხულში ჩაატარე და გინდა შემოდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი; შენ რომ მოგწონს იმ გუნდმა გაიმარჯვა თუ შენ რომ არ მოგწონს იმან — წელიწადი, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, გულშემატკივრის გონების იმ განყოფილებაში შეინახება, რომელსაც აწერია: „მსოფლიოს ჩემპიონატის წლები“.  ასეთია დახარისხების პრინციპი. კიდევ, გინდ ჩემპიონი გახდეს და გინდ ვერა; კარგად ითამაშებს თუ ცუდად;… Continue reading ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

ყველაზე პრეზიდენტი…

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ევროპული საფეხბურთო კლუბების თავკაცებს შორის საუკეთესო გახდა. ეს ამბავი  European Golden Boy 2022-ის დაჯილდოებისას გაცხადდა – წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. პერესი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ცნობილი გალაქტიკოსი, როცა გუნდში ლუიშ ფიგუ, რონალდო, ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი და რობინიო მივიდნენ. 2006 წლის თებერვალში… Continue reading ყველაზე პრეზიდენტი…

ზიდანს ორი გუნდი იწვევს

ზინედინ ზიდანი კვლავ უგუნდოდ არის და ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. Calciomercatoweb-ის ინფორმაციით, ფრანტი სპეციალისტით პსჟ და იუვენტუსი არიან დაინტერესებულები. ასევე აღნიშნულია, რომ ორივე გუნდი ზიდანს პოსტს ზაფხულში შესთავაზებს. იუვენტუსის მესვეურები წარუმატებელი სეზონით ცხადია უკმაყოფილოები არიან და მასიმილიანო ალეგრის შეცვლაზე ფიქრობენ. სწორედ ზინედინ ზიდანია ალეგრის შემდეგ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი. სათქმელია, რომ ზიდანს იუვენტუსში ყოფნის… Continue reading ზიდანს ორი გუნდი იწვევს

ზინედინ ზიდანი: ბენზემასთვის უფროსი ძმასავით ვარ, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ

ოქროს ბურთი წელს კარიმ ბენზემამ მოიგო. ფრანგმა 2021-22 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ჯილდო დამსახურებულად მიიღო. ბენზემას ამ წარმატებას მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა. “ბენზემასთვის ფაქტობრივად უფროსი ძმასავით ვარ. ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთი წარმომავლობა გვაქვს, ის ლიონიდან არის მე კი მარსელიდან. ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ. კარიერის დასაწყისი ადვილი არცერთისთვის არ ყოფილა. ჩვენ… Continue reading ზინედინ ზიდანი: ბენზემასთვის უფროსი ძმასავით ვარ, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ

კარლოსი: ჩემთვის ესენი არიან დიადები

ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა, მისთვის გამორჩეული ტოპ 4 ფეხბურთელი დაასახელა. ეს ბლიც ინტერვიუ რიო ფერდინანდთან შედგა, სავარაუდოდ, ხუმრობით, ამ ოთხეულში ინგლისელიც შეიყვანა, დანარჩენები კი ესენი არიან 1) რონალდო – ფენომენო 2) ზიდანი – ჯადოქარი 3) მარადონა @epicfc4u Roberto Carlos on his top 3 footballers #robertocarlos #rioferdinand #ronaldo #brazil #foryoupage #fyp ♬ Sunset Lover – Petit Biscuit… Continue reading კარლოსი: ჩემთვის ესენი არიან დიადები

„ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში, მატჩის მე-80 წუთზე, რეალი ჩელსის 0:3-ს აგებდა. ამ დროს საქმე ლუკა მოდრიჩმა გააკეთა. ხორვატმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მიმოიხედა, სიტუაცია შეაფასა და გარე ტერფით ბრწყინვალე პასი გააკეთა – როდრიგოს მხოლოდ გატანა მართებდა. გარე ტერფით პასს ტრიველა ჰქვია. ასეთი პასები ლუკას უყვარს. „ეს პასი მუზეუმისთვისაა“ – ფაბრიციო რომანო. ტოპ მწვრთნელებს რა რეაქცია… Continue reading „ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ჟერარ დეპარდიე: ზიდანი და 10 კუნძი? ზიდანი შევცვალოთ…

  ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ ალექს ფერგიუსონის ფრაზა გაიხსენა და, მბაპეს სასარგებლოდ, მისი კორექტირება მოახდინა “შენი მჯერა, კილიან. ერთხელ ალექს ფერგიუსონს შევხვდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგასა და ზიდანზე მშვენიერი რამ მითხრა: “10 კუნძთან ერთად ზიდანი მომეცი და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებო”. წარმოიდგინე, რა იქნებოდა მას კიდევ რომ შევხვდე. მეტყვის: “მომეცი 10 კუნძი და მბაპე, ლიგას მოვიგებო”.… Continue reading ჟერარ დეპარდიე: ზიდანი და 10 კუნძი? ზიდანი შევცვალოთ…

ზიზუ ბაბუ

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს ბაბუა გახდება. მისმა უფროსმა ვაჟმა ენცომ, ინსტაგრამში სასიხარულო ფოტოები გამოაქვეყნა. 23 ივნისს ზიზუ ნახევარი საუკუნის მოიყრება და მალე ბაბუაც გახდება. ჯერჯერობით ის უმუშევარია. ისვენებს. ახლახან საფრანგეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა, სანამ ამჟამინდელ დამრიგებელს, დიდიე დეშამს, კონტრაქტი არ დაუმთავრდება, ამ საკითხზე არ შემაწუხოთო. დეშამს კი ხელშეკრულება 2022 წლის 31… Continue reading ზიზუ ბაბუ

ჯერაც უმუშევარნი

იანვარში სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და კლუბებს ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის საშუალება ეძლევათ, თუმცა ამავე პერიოდში, ცხადია მწვრთნელების შეცვლაზეც შეიძლება იფიქრონ. ტრადიციულად, ხუთ მწვრთნელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია უმუშევრები არიან, თუმცა ნებისმიერი კლუბისთვის სასურველი იქნებოდნენ. ზინედინ ზიდანი 49 წლის, საფრანგეთი ზიდანის სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ ერთი გუნდი იყო, რომელმაც მოკლე დროში დიდ წარმატებებს მიაღწია. მადრიდის… Continue reading ჯერაც უმუშევარნი