უკრაინელი ოლექსანდრ ზინჩენკო ერთ-ერთი საუკეთესო იყო არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედის მაგარ მატჩში… მეთოფეებმა 3:2 მოიგეს და ექსპრესივით არიან, დამაჯერებლად ლიდერობენ პრემიერლიგას. ზინჩენკომ საინტერესო რამ თქვა: „როცა სიტიდან არსენალში წავედი, მივხვდი: ამ გუნდშიც ყველაფერი იყო საიმისოდ, რათა ტიტულები მომეგო, რაღაც დიდისთვის მიგვეღწია. გასახდელში ახალ თანაგუნდელებს ვუთხარი: „ბიჭებო, დაივიწყეთ სამეულზე ლაპარაკი. ტიტულზე უნდა ვიფიქროთ“. ზოგიერთებმა სიცილი დაიწყეს, მაგრამ ახლა… Continue reading “ტიტული რომ ვახსენე, იცინოდნენ… ახლა აღარ იცინიან”
Tag: ზინჩენკო
ზინჩენკო დაითანხმეს – სად წავა უკრაინელი
ლონდონის არსენალი ალექსანდრ ზინჩენკოს გადაბირებას აპირებს. აპირებს კი არა და საქმე თითქმის გაკეთებულია. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მეთოფეებმა უკრაინელი დაითანხმეს და კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმეს. ტრანსფერის შემთხვევაში ზინჩენკო 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ზინჩენკოსთან შეთანხმების შემდეგ, მთავარი ამოცანა მანჩესტერ სიტისთან სატრანსფერო საკითხზე მოლაპარაკებაა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ ქალაქელებს უკრაინელის წასვლასთან დაკავშირებით. ზინჩეკო მანჩესტერ სიტიში პსვ-დან… Continue reading ზინჩენკო დაითანხმეს – სად წავა უკრაინელი
ვლადა
ოთხშაბათს უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად შოტლანდია 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 5 ივნისს უელსის ეროვნულ გუნდს შეხვდება. რაც ამ მატჩის დროს ლეგენდარულ ჰემპდენ პარკის სტადიონზე ხდებოდა, ალბათ ისტორიას არ ახსოვს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინელები პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდნენ. ტრიბუნები სავსე იყო უკრაინელი ქომაგებით, რომლებიც ეროვნულ ჰიმნს… Continue reading ვლადა
ევერტონის უკრაინული დესანტი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთელმა ცივილურმა სამყარომ მხარი უკრაინას დაუჭირა. პრემიერლიგაში გამართული შეხვედრა, სადაც ევერტონმა სიტი მიიღო, ერთერთი ყველაზე ემოციური გამოდგა – ორი უკრაინელი, მიკოლენკო და ზინჩენკო ერთმანეთს გადაეხვივნენ. როგორც ინგლისური პრესა წერს, სიტიმ ზინჩენკოს გაშვება გადაწყვიტა და ის სწორედ “ტკბილეულებს” შესთავაზა. მოგეხსენებათ, ორივე მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ზინჩენკოს ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია. … Continue reading ევერტონის უკრაინული დესანტი
პეპი: ხალხს უკვე ავიწყდება უკრაინა…
პეპ გვარდიოლამ უოტფორდთან 5:1 მოგების მერე უკრაინელი ოლექსანდრ ზინჩენკოს მდგომარეობაზე ისაუბრა. ზინჩენკომ შეუცვლელად ითამაშა, ერთი საგოლე პასი გააკეთა. ზოგადად კი, როგორც იცით, ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსის ბენეფისი იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. „რთული პერიოდია ზინჩენკოსთვის. ალექსის სამშობლოში ადამიანები იღუპებიან, მისი ახლობლებიც… ხალხს უკვე ავიწყდება უკრაინა. აღარ ვლაპარაკობთ, არც დროშები ჩანს, არც სხვა სიტყვიერი მხარდაჭერა, ალექსი კი… Continue reading პეპი: ხალხს უკვე ავიწყდება უკრაინა…
სადაც გავიზარდე, ახლა იქ სიცარიელეა… – ზინჩენკო
მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა, ალექსანდრ ზინჩენკომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ემოციები კიდევ ერთხელ გამოხატა “ინგლისის დროით, შუაღამისას, ცოლმა გამაღვიძა, ტიროდა. შოკში ჩავვარდი. უკრაინაში რაც ხდება იმის ამსახველი ვიდეო მაჩვენა. ეს ისეთივე გრძნობა იყო, როგორც ახლობელი ადამიანის სიკვდილი. უარესიც. უბრალოდ ვტირი, უკვე მთელი კვირაა. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, ბაზიდან სახლში მანქანით როცა ვბრუნდები, შეიძლება მაშინაც ავტირდე. წარმოიდგინეთ,… Continue reading სადაც გავიზარდე, ახლა იქ სიცარიელეა… – ზინჩენკო
ემოციური კადრები – პრემიერლიგა უკრაინის დროშებით…
თამაში თამაშად, გუდისონ პარკზე, ევერტონმა ჩემპიონობის ერთერთი ფავორიტი – სიტი მიიღო. აფიშა უკვე საინტერესოა, თუმცა მეტად საინტერესო ის იყო, კლუბები მოედანზე როგორც გამოვიდნენ. ორივე გუნდს შემადგენლობაში უკრაინელები ჰყავს – ქალაქელებს ზინჩენკო, მარსისაიდელებს კი – მიკოლენკო. სიტის ფეხბურთელებს მაისურზე უკრაინის დროშები ეხატათ, ევერტონელებს კი ის მოხვეული ზურგზე ჰქონდათ. მიკოლენკოსა და ზინჩენკოს შეხვედრაც ემოციური გამოდგა –… Continue reading ემოციური კადრები – პრემიერლიგა უკრაინის დროშებით…
გვარდიოლა უკრაინაზე: ეს რომ ოცდამეერთე საუკუნეში ხდება…
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ალექსანდრ ზინჩენკოს კლუბში დაბრუნებაზე ისაუბრა: “დიახ, მას ფულჰემის წინააღმდეგ თამაში შეუძლია. ჩვენ უკრაინის საკითხზე ვისაუბრებთ, აქამდე ეს შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან ერთად სულ 3-4 დღე გავატარეთ, მანამდე კი ტრავმირებული იყო. ის ფაქტი, რომ ასეთი ამბავი ოცდამეერთე საუკუნეში ხდება, დამთრგუნველია. რთულია ეს მოცემულობა მიიღო. ალექსანდრს დაველაპარაკები, მან ეს სიტუაცია… Continue reading გვარდიოლა უკრაინაზე: ეს რომ ოცდამეერთე საუკუნეში ხდება…
ბედნიერი
უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, ოლექსანდრ ზინჩენკო, ახალ სეზონს ამაღლებული განწყობით ხვდება. იმიტომ, რომ პირველად გახდა მამა. კვირას, მეუღლე ვლადა სედანმა, მაიამის კლინიკაში მას გოგონა გაუჩინა. 24 წლის ვლადამ ინსტაგრამში ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!“ ზინჩენკო ახლახანდამთავრებულ ევრო 2020-ზე უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 7 აგვისტოს კი სიტისთან… Continue reading ბედნიერი