მილანის ლეგენდარულმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებს უამბო რატომ არ დაასრულა კარიერა მძიმე ტრავმის შემდეგ. „სკუდეტოს მოგების კვალად ფეხბურთიდან წასვლა ძალიან ადვილი იქნებოდა. ბოლო 14 თვის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე. იყო მომენტი, როცა მუხლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – გვირაბის ბოლოს სინათლე ვერ დავინახე, თუმცა შემდეგ ყველაფერი უკეთესი და უკეთესი გახდა. ოდესმე მიფიქრია წასვლაზე? არასოდეს. პრობლემები მაძლევს… Continue reading რატომ არ წავიდა ზლატანი?
Tag: ზლატან იბრაჰიმოვჩი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ნაპოლი დიდ საქმეს აკეთებს
მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაპოლიზე და მის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა. შვედმა განაცხადა, რომ გუნდი სერია ა-ს მოგებას იმსახურებს. “ნაპოლი დიდ საქმეს აკეთებს,ისინი იტალიის ჩემპიონობას იმსახურებენ. ცალკე უნდა ვთქვა სპალეტიზე, ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც აქამდე იტალიის ჩემპიონი არ გამხდარა. მან ბოლო წლებში ბევრს მიაღწია და გამარჯვებას იმსახურებს.” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Mediaset Premium-ის ეთერში. ნაპოლი, რომლის… Continue reading ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ნაპოლი დიდ საქმეს აკეთებს
მესიმ მოიგო, სხვებს რა ეშველებათ?!
მილანის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შესახებ ისაუბრა და ასევე დასძინა, რომ პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე მომავალში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კიდევ მოიგებს მუნდიალს. „ვამბობდი, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა და ასეც მოხდა. თუ გინდა, რომ ყატარის მუნდიალი სამუდამოდ დაგამახსოვრდეს, ვის უნდა მოეგო? მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და დარწმუნებული… Continue reading მესიმ მოიგო, სხვებს რა ეშველებათ?!
უყვარს და რა ქნას…
მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან უყვარს ეს ქალაქი და კარიერის დასრულების შემდეგ, შეიძლება იქ დარჩეს საცხოვრებლად. „მილანი ძალიან მიყვარს. აქ ბედნიერი ვარ. ჩემი მეორე სახლია. ასე რომ, კარიერის დასრულების შემდეგ, გამორიცხული არ არის, საცხოვრებლად აქ დავრჩე,“ – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა. 41 წლის ზლატანი მიმდინარე სეზონში მინდორზე ჯერ არ გამოჩენილა. ოპერაციის შემდეგ ის სარეაბილიტაციო… Continue reading უყვარს და რა ქნას…
“ახლა კი ბენზემას უკანალზე ჰკოცნიან?”
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული პირდაპირობითა და უხეშობით გამოთქვა აზრი… ეს ჟურნალისტებისგან ქარიმ ბენზემასთან ურთიერთობის შეცვლაზე. „ბენზემამ ოქროს ბურთი მოიგო. და ახლა რას ამბობენ ჟურნალისტები? დავბრუნდეთ 2018 წელს და მახსოვს, ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, ბენზემა ნაკრებში თამაშს იმსახურებს-მეთქი. ფრანგული პრესა კი თავს დამესხა. …ახლა კი უკანალზე ჰკოცნიან ბენზემას? სულაც არ მეშინია ამის თქმის. მაშინ მითხრეს, რომ საფრანგეთი ბენზემას გარეშე… Continue reading “ახლა კი ბენზემას უკანალზე ჰკოცნიან?”
41 – გაერთეთ, იბრას ზლატანიზმებია
ხომ არის აფორიზმები. მოდით, ზლატანიზმებისკენ წავიდეთ: დღეს იბრაჰიმოვიჩის იუბილეა – 41 წლის გახდა… მისი ყველაზე მაგარი გამონათქვამები. „მსოფლიო ჩემპიონატი ზლატანის გარეშე? ნახვად არ ღირს…“ (2014) „როცა გყავთ Ferrari, მაგრამ ატარებთ Fiat-ივით“ (ბარსელონაში თავის როლზე, გვარდიოლას დროს) „ცოლს რა ვაჩუქე? არაფერი. მას ზლატანი ჰყავს“ „ვენგერი გასინჯვაზე მიწვევდა არსენალში. უარი ვთქვი. მოსმენებს არ ვესწრები“. „შვედეთში მყავს… Continue reading 41 – გაერთეთ, იბრას ზლატანიზმებია
ზლატანი 41 წლამდე მილანში
პოპულარული სანი წერს, რომ 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანთან ახალ, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ამისათვის ხელფასის დაკლებაზე მოუწია დათანხმება. როსონერი უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხადებს ამ ხელშეკრულების შესახებ. ამჟამად შვედი ვარსკვლავი მუხლის ოპერაციის შემდეგ იარას იშუშებს და კიდევ რამდენიმე თვეს ვერ ითამაშებს. სხვა მხრივ კი, 41 წელი (3 ოქტომბერს) მას მილანში შეუსრულდება.
სიგარა, სკუდეტო, ზლატანი (+ VIDEO)
MLS-დან მილანში დავბრუნდი იმისთვის, რომ გუნდს სერია A – ში კუთვნილი ადგილი დავუბრუნო. დარწმუნებული ვარ, „მილანი“ სკუდეტოს მოიგებს – თქვა 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისევ ევროპაში დაბრუნდა და… მართალია, ბოლო რამდენიმე მატჩი ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მან სიტყვა საქმედ აქცია – „მილანი“ იტალიის ჩემპიონია! თავად ზლატანი კი მორიგ ტრიუმფს ასე ორიგინალურად… Continue reading სიგარა, სკუდეტო, ზლატანი (+ VIDEO)
ტოტი ზლატანზე: მესმის, ცუდია…
ფრანჩესკო ტოტიმ თქვა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა ბრწყინვალედ ესმის: შვედს ტრავმა აწუხებს და იშვიათად თამაშობს, რის გამოც კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა. იბრა 3 ოქტომბერს 41 წლის გახდება… (SempreMilan) „სხეული მანქანასავით აქვს. მესმის, რომ ცუდად გრძნობს თავს, თუმცა ჩემზე მეტად გაუმართლა. ზლატანის მილანში თამაშის სურვილი ისეთივე დიდია, როგორც მილანის სურვილი ზლატანი გუნდში ჰყავდეს. ახლა მას ტკივილები აქვს, რაც… Continue reading ტოტი ზლატანზე: მესმის, ცუდია…
სისხლიანი იბრა
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის მატჩში, ბოლონიის წინააღმდეგ, უჩვეულო, ახალი დიზაინის ფორმით მოთამაშე მილანმა, უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა (0:0). თუმცა კვლავაც ლიდერობს გათამაშების ცხრილს. მეორე ტაიმში ჰაერში ბურთისთვის მებრძოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჩილელ მეტოქე გარი მედელს შეეჯახა. მაგრად მიარტყეს თავები ერთმანეთს. ზლატანს წარბი გაუსკდა და სახე სისხლით შეეღება. მერე არბიტრ ლივიო მარინელის წაეკიდა, მეტოქეს რატომ არ სჯი,… Continue reading სისხლიანი იბრა