ფული, ფული… საქართველოს ლიგა 2-დან ორი კლუბი მოხსნეს

დიდი ამბებია: საქართველოს ეროვნული ლიგა 2-დან ორი გუნდი მოხსნეს – ზუგდიდის დინამო და თბილისის შევარდენი 1906… მიზეზი: თაღლითური ფსონები. 2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის… Continue reading ფული, ფული… საქართველოს ლიგა 2-დან ორი კლუბი მოხსნეს

საქართველო: ლაინსმენმა თამაშგარეო, მთავარმა – ჩათვალა… [ვიდეო]

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში, ზუგდიდმა – ვიტ ჯორჯია მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის თოვლი ყოველთვის მოულოდნელი სტიქიური უბედურებაა და გაზონის მდგომარეობას კი ხედავთ… რომ არ გადაიდო, ეგეც დასაფასებელია.   ზუგდიდმა ეს თამაში 2:0 მოიგო, პირველი ბურთი კი საკამათო გახდა – ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები გაჩერდნენ, ზუგდიდმა გაიტანა და მთავარმა მსაჯმა ჩათვალა…