აი, ამბავი… ფეხბურთელი თავის ქორწილში ვერ წავიდა და ძმა გააგზავნა (+ფოტო)

საინტერესო ამბავი გადახდა სიერალეონელ ფორვარდ ბუია ტურეის. იძულებული გახდა, თავისი ქორწილი გაეცდინა იმის გამო, რომ შვედეთში  ჩასულიყო მალმიოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად. ტურეიმ მოჰყვა, რომ საქორწილო ცერემონიალზე ძმა გააგზავნა. დიახ, ქორწილი შედგა სიერა ლეონეში, მაგრამ მის როლს ძმა ასრულებდა… სხვანაირად არ გამოდიოდა: მალმიომ ტურეის დათქმულზე ერთი დღით ადრე სთხოვა ჩასვლა. „მეუღლის რანგში ჩემი გოგონა ჯერ არ მინახავს.… Continue reading აი, ამბავი… ფეხბურთელი თავის ქორწილში ვერ წავიდა და ძმა გააგზავნა (+ფოტო)

მხიარული არგენტინა (+video)

მხიარულად ჩაიარა არგენტინის ჩემპიონატის მატჩმა: გოდოი კრუსი-ველეს სარსფილდი 1:1… ორი მაგარი ეპიზოდი ვნახეთ. მე-3 წუთზე ველეს სარსფილდის მეკარე ლუკას ოიოსმა უხეში შეცდომა დაუშვა. ბურთი თავისუფლად შეეძლო აეღო, მაგრამ ჯერ არ დაიჭია, მერე კუთხურის ხაზიდან შიგნით შემოაგდო და თავდამსხმელს ფაქტიურად გაუმზადა გასატანად. მერე კი ველეს სარსფილდის მწვრთნელმა ალეხანდრო მედინამ მარჯვენა მცველის ფუნქცია შეასრულა და მეტოქე ფეხბურთელს… Continue reading მხიარული არგენტინა (+video)

60 დაშავებული… როგორ ჩამოინგრა ტრიბუნა (+video)

ინდოეთის ჩემპიონატში ტრიბუნა ჩამოინგრა და დაახლოებით 60 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში… შემთხვევა მატჩის დაწყებამდე მოხდა. (Tribune India) ვარაუდობენ, რომ ტრიბუნაზე ხალხმრავლობის გამო მოხდა ეს ამბავი. ტრიბუნაზე 2000 კაცამდე იყო. ინდოეთის ბევრ რეგიონში საფეხბურთო ბუმია და ასე იყო კერალას შტატშიც.

ვაია თუ ვუია?.. სასაცილო ავტოგოლი (+video)

სასაცილო და უცნაური ავტოგოლი მაროკოს ჩემპიონატში. რაპიდ უედ-ზემი მასპინძლობდა ჰასანიას. მე-80 წუთზე რაპიდის მეკარე მეჰდი ვაიამ საოცარი რამ მოიქმოქმედა. რას აკეთებდა? პრესინგის დროს უბრალოდ შეშინდა და კუთხურზე აგდებდა ბურთს?..    

წესი წესია: რის გამო გაუქმდა ბოლო გოლი? (+video)

ნახეთ, რა მოხდა გერმანიის თასის მატჩში. კიოლნი-ჰამბურგი, პენალტების სერია… ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითში 1:1, მერე კი პენალტები დაინიშნა და ჰამბურგი 4:3-ს იგებდა. კიოლნის ავსტრიელი ფეხბურთელი ფლორიან კაინცი მივიდა ბურთთან და გაიტანა. თუმცა გამოჩნდა, რომ კაინცს დარტყმის მომენტში ფეხი დაუცურდა და საყრდენი ფეხი მოარტყა ბურთს. ანუ, ორი შეხება გამოვიდა, რაც წესებით აკრძალულია. მსაჯმაც გოლი არ… Continue reading წესი წესია: რის გამო გაუქმდა ბოლო გოლი? (+video)

ღირს ნახვად… შოტლანდიელის სუპერ-გოლი ინდოეთში (+video)

ნახეთ, რა გოლი გავიდა საჯარიმო დარტყმით ინდოეთში… შოტლანდიელმა ნახევარმცველმა გრეგ სტიუარტმა გაიტანა, რომელიც შარშან გლაზგო რეინჯერსში თამაშობდა. 31 წლის შოტლანდიელი რეინჯერსიდან ინდურ ჯამშეპდურში გადავიდა. ზოგადად, ინდოეთში საკმაოდ არიან ლეგიონერები და არცთუ სუსტებიც. გოლი კი მშვენიერია… მიუხედავად იმისა, რომ ერთკაციანი ცოცხალი კედელია, შესრულება უნდა.  

მოხერხება ხომ უნდა?… წითელი თამაშის დაწყებამდე (+video)

ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილად შევა პარაგვაის სუპერთასის მატჩი: სერო პორტენიო-ოლიმპია… მსაჯმა ებერ აკინომ თამაშის დაწყებამდე გააძევა სერო პორტენიოს მეკარე ჟან ფერნანდესი. თან ეს გააკეთა VAR-ზე ნახვის მერე. დაძაბულობა დიდი იყო. ფერნანდესიც თამაშამდე მისულა მეტოქის ფანებთან და მათ უხამს ჟესტებს აჩვენებდა. და რადგან თამაში დაწყებული არ იყო, სერო პორტენიოს საშუალება მიეცა, რომ სხვა მეკარე დაეყენებინა. ანუ 10… Continue reading მოხერხება ხომ უნდა?… წითელი თამაშის დაწყებამდე (+video)

თურქეთი: აი, აქ ითამაშეს ფეხბურთი (+video)

აი, აქ ითამაშეს ანთალიასპორისა და ტრაბზონსფორის 19-წლამდელთა გუნდებმა. თურქეთის 19-წლამდელთა ლიგის შეხვედრა არ გადაიდო, 1:1 დასრულდა… ამ ვიდეომ მოიარა თურქული საიტები. მშვენიერი ტბაა…  

ტრაგედია ბოლო წუთზე: გოლი, სიხარული, გულის შეტევა და სიკვდილი… (+video)

ეგვიპტის ჩემპიონატის მატჩი ტრაგედიით დასრულდა… ეს რანგით მეორე ლიგაში. ალ-მაჯა ხვდებოდა ალ-ზარქას. ფრე იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ალ-მაჯას ფეხბურთელმა მოჰამედ ესამმა გოლი გაიტანა. ალ-მაჯას მწვრთნელმა ადჰამ ალ-სოლდჰარმა სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო. საოცარ ოვაციებში იყო და ამ დროს გულის შეტევა დაემართა – სათადარიგოთა სკამთან დაეცა. ელ-სოლდჰარი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, მაგრამ მწვრთნელი საავადმყოფოში მისვლამდე, გზაში… Continue reading ტრაგედია ბოლო წუთზე: გოლი, სიხარული, გულის შეტევა და სიკვდილი… (+video)