თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები საუკეთესო რამ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა

თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ჯერ მოედანზე, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში ემსახურებოდა. ქეცბაიას შევხვდით და არაერთ თემაზე ვესაუბრეთ. თემურს სამწვრთნელოსთან ერთად ფეხბურთელობის პერიოდზეც ვკითხეთ, რა დროსაც საინტერესო ამბებიც მოგვიყვა. საქართველოს ნაკრები, კვიპროსის ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია, ნიუკასლი, რუდ გულიტის და ალან შირერის კონფლიქტი, ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგაში… ეს იმ არასრული… Continue reading თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები საუკეთესო რამ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა

ზუსტად 43! დრამა და მოგება მოსკოვში (+video)

ამ დღეს, ზუსტად 43 წლის წინ, თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. ფინალი მოსკოვში, 60 000 მაყურებლის თვალწინ და მეტოქე მოსკოვის დინამო (ისტორიულად ყველაზე უხერხული მეტოქე ქართველებისთვის). ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, მერე კი იყო პენალტების დრამატული სერია. ნოდარ ახალკაცის გუნდი პენალტებში თავიდან აგებდა. ოთარ გაბელიამ სამი პენალტი მოიგერია! აი, მივყვეთ. 7-7 დარტყმა დასჭირდათ… Continue reading ზუსტად 43! დრამა და მოგება მოსკოვში (+video)

ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ. 

ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურში, მთავარი მატჩი ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივმა დინამომ თბილისური დინამო მიიღო. შეხვედრას, რა თქმა უნდა, სატურნირო ინტრიგა ახლდა – ბათუმელებს 44 ქულა ჰქონდათ, თბილისელებს კი – 38, სტუმრების გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლა გაღვივდებოდა, მასპინძლებისა კი – კომფორტული უპირატესობა შეიქმნებოდა – 9 ქულიანი ჰანდიკაპი. ბათუმელებმა მატჩში ინტრიგა პირველივე ნახევარში მოკლეს – ისინი უკეთ… Continue reading ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ. 

ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში?

დიდია ალბათობა, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში დაბრუნდეს, Geo Team-ის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა ნაკრების ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც წყაროსთვის ცნობილია, სასტუმრო “შერატონში” ჩაკვეტაძე დინამოს პრეზიდენტს – რომან ფიფიას შეხვდა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველი, ბელგიურ გენტში, შემდეგ ჰამბურგში იჯარით ითამაშა, სწორედ თბილისური გუნდიდან მოხვდა…  

ფორესტი დაბრუნდა

ნოტინგემ ფორესტი 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა პრემიერლიგაში. ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული გუნდი, ჩემპიონთა თასის ორჯერ მომგები, სტივ კუპერის თავკაცობით აღზევდა ელიტაში. ცნობისთვის, კუპერი ინგლისის იმ 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც 2017 წელს მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო. პრემიერლიგაში გადასასვლელი ფლეი ოფის ფინალში  ნოტინგემმა კვირას უემბლიზე ჰადერსფილდი დაამარცხა – 1:0. ერთადერთი ბურთი ლევი კოლვილმა გაიტანა საკუთარ… Continue reading ფორესტი დაბრუნდა

უცნაური კაცი

უცნაური რომ დაიბადება ადამიანი. კიევის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად 1961 წელს გახდა. ვალერი ლობანოვსკი მაშინ 22 წლის გარემარბი იყო. მანამდე, კიეველები იმდენჯერ იყვნენ ტიტულთან ახლოს, რომ ნანატრმა გამარჯვებამ გულშემატკივარი სიხარულისგან ჭკუაზე გადაიყვანა, ლობანოვსკი კი… საბჭოეთში ასე იყო: სპორტსმენი რამეს რომ მოიგებდა, შრომით კოლექტივებს ახვედრებდნენ. ლობანოვსკი, ოლეგ ბაზილევიჩი და ვლადიმირ ლევჩენკო მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში… Continue reading უცნაური კაცი

თბ. დინამომ ცენტრალური შეხვედრა მოიგო! 

  ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მეორე ადგილზე მყოფი გორის დილა, მესამე ადგილზე მყოფმა თბილისის დინამომ მიიღო. გუნდებს შორის განსხვავება სამი ქულა იყო, გორელებს კი ბათუმის დინამომდე ქულა აშორებდათ. დინამო დასაწყისშივე დაწინაურდა, კამარას ბრწყინვალე პასის შემდეგ, ანტილევსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მშვენიერი გოლიც გაიტანა! ამის შემდეგ, პირველ ნახევარში, დინამო კარში უფრო ხშირად ურტყმდა,… Continue reading თბ. დინამომ ცენტრალური შეხვედრა მოიგო! 

ასეთი დამამახსოვრდა

1998 წლის 19 იანვარი, ორშაბათი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით — თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. ბარგთან სკამზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი ხნის შემდეგ სკამთან ვბრუნდები. მეც ჩამოვჯექი. მარტონი ვართ, ჩუმად… Continue reading ასეთი დამამახსოვრდა