გიორგი ჭელიძე თელავის მწვრთნელი აღარ არის

გიორგი ჭელიძე თელავის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს 35 წლის მწვრთნელი კარიერას. ჭელიძემ თელავი წლის დასაწყისში ჩაიბარა. მის ხელში გუნდმა ეროვნულ ლიგაში 20 ტურში 25 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება თელავის ახალი მწვრთნელი. ეროვნული ლიგის 21-ე ტურში გუნდი სამგურალს შეხვდება. გიორგი… Continue reading გიორგი ჭელიძე თელავის მწვრთნელი აღარ არის

რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა. სამგურალმა თელავს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, გაგრამ ლოკომოტივი მიიღო და 5:3 მოიგო. წყალტუბოში გამართული მატჩის დიდმა ნაწილმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა, ირაკლი რუხაძემ ყოფილი გუნდის კარი აიღო და გოლი არ აღნიშნა. 27-ე წუთზე თავი ნიკა კალანდარიშვილმაც გამოიჩინა. თელავის მხრიდან ერთი ბურთი ლაშა ქოჩლაძემ… Continue reading რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ეროვნულ ლიგაში გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. საბურთალომ დინამო თბილისს უმასპინძლა, თელავმა ტორპედოს, სამგურალი კი გაგრას დაუხვდა. ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ დედაქალაქური დერბი იწვევდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი საბურთალომ 1:0 მოიგო. ყოფილი გუნდის კარში გოლი ბაქარ ქარდავამ გაიტანა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა არ აღნიშნა. მეორე ტაიმში ბურთს თითქმის მუდამ დინამო ფლობდა. მიუხედავად ამისა სახიფათო… Continue reading სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ეროვნული ლიგა – დინამო თელავში ქულას დასჯერდა, ბრძოლა და სანახაობა საბურთალო – სიონის მატჩზე

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მორიგი შეხვედრები გაიმართა. თელავმა დინამო თბილისს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საბურთალო ბოლნისის სიონს დაუხვდა და უხვგოლიანი მატჩი 3:3 დასრულდა. საკმაოდ საინტერესო გამოდგა საბურთალოს და სიონის დაპირისპირება. ბოლნისელებს აშკარად წაადგათ უჩა სოსიაშვილის დანიშვნა, რომლის ხელშიც მეოთხე მატჩი ჩაატარეს, 1 მოიგეს 2 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 1 წააგეს, მანამდე კი უქულოდ… Continue reading ეროვნული ლიგა – დინამო თელავში ქულას დასჯერდა, ბრძოლა და სანახაობა საბურთალო – სიონის მატჩზე