ვესტ ჰემი თავს ეძებს

ვესტ ჰემის ხელმძღვანელობამ ოთხკაციანი სია შეადგინა იმ სპეციალისტებისა, ვინც შეიძლება მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეცვალოს. ამ ოთხიდან უფრო რეალური ჩელსისა და ტოტენჰემის ყოფილი დამრიგებლები – ტომას ტუხელი და მაურისიო პოჩეტინო არიან. მიმდინარე პრემიერლიგაში 19 მატჩის შემდეგ 15 ქულით, ვესტ ჰემი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა და თუ ასე გაგრძელდა ჩემპიონშიფში დაქვეითება ემუქრება. ჩაქუჩებს შარშანდელი 25 ოქტომბრის… Continue reading ვესტ ჰემი თავს ეძებს

ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

გინდა ზაფხულში ჩაატარე და გინდა შემოდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი; შენ რომ მოგწონს იმ გუნდმა გაიმარჯვა თუ შენ რომ არ მოგწონს იმან — წელიწადი, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, გულშემატკივრის გონების იმ განყოფილებაში შეინახება, რომელსაც აწერია: „მსოფლიოს ჩემპიონატის წლები“.  ასეთია დახარისხების პრინციპი. კიდევ, გინდ ჩემპიონი გახდეს და გინდ ვერა; კარგად ითამაშებს თუ ცუდად;… Continue reading ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

უაზრობა!

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, რიო ფერდინანდმა, ტომას ტუხელის ჩელსიდან გათავისუფლებას უაზრობა უწოდა. „ტუხელს მოგებების 60% ჰქონდა. ბევრი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელი ამით კმაყოფილი იქნებოდა. მაგრამ ჩელსიმ თავისი პოზიცია ზუსტად დააფიქსირა. საით მიდიან? ჰყავთ ვინმე შეგულებული? ალბათ ეს გადადგომა ტუხელის რეპუტაციას გარკვეულწილად დააზიანებს. მაგრამ ის კარგი მწვრთნელია. ყველა მოთამაშე მასზე მხოლოდ დადებითს… Continue reading უაზრობა!

უტუხელოდ

ლონდონის ჩელსი საემიროებში ჩავიდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ. თუმცა მათთან ერთად არ არის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი. გერმანელი სპეციალისტი კოვიდს ებრძვის. ასევე აკლიათ მთავარი მეკარე ედუარ მენდი, რომელიც კვირას სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა და ახლა დაკარში ზეიმობს. სამაგიეროდ დაუბრუნდათ ინგლისის ნაკრების მცველი, რის ჯეიმსი, რომელსაც ტრავმის გამო დეკემბრის შემდეგ აღარ ეთამაშა. ტურნირი 3… Continue reading უტუხელოდ

რანგნიკი: თავის დროზე კლოპის აგენტი ვიყავი

კვირას, გერმანელი  რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა პირველი თამაში მოიგო. ეს პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მოხდა კრისტალ პალასის წინააღმდეგ (1:0). რანგნიკი სულ რამდენიმე დღეა მანჩესტერშია, თუმცა უკვე მთავარ პერსონად გადაიქცა: ადგილობრივებს სჯერათ, რომ სწორედ გერმანელი სპეციალისტი გახდება ის ადამიანი, რომელიც მანკუნიანელებს მწვერვალზე დააბრუნებს. ლივერპულის ქომაგებისვის ეს არცთუ სასიამოვნო ამბავია, თუმცა ისინი მაინც მადლობელნი უნდა იყვნენ… Continue reading რანგნიკი: თავის დროზე კლოპის აგენტი ვიყავი

რატომაა ჩელსი ლივერპულზე წინ?

პრემიერლიგის მე-5 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩელსი უდგას. საინტერესოა,, რომ ჩელსის და ლივერპულს აბსოლუტურად თანაბარი მაჩვენებლბი აქვთ: 4 მოგება, 1 ფრე და 13 ქულა. ბუთების სხვაობა – 12:1. მაშ, რატომ არიან ლურჯები წითლებზე მაღლა? საქმე ის არის, რომ მე-3 ტურში, არისტოკრატები მერსისაიდელებს ესტუმრნენ და ის მატჩი ფრედ დასრულდა (1:1). ჰოდა, სწორედ იმ საგარეო ფრის… Continue reading რატომაა ჩელსი ლივერპულზე წინ?

ლუკაკუს უკან უნდა

რომელუ ლუკაკუმ ინტერის უფროსობას  ჩელსიში წასვლის უფლება სთხოვა. ჩელსიმ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს.  ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად. ჩელსისა და ტოტენჰემის ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ, ჟურნალისტებმა დასავლეთლონდონელთა გერმანელ მწვრთნელს თომას… Continue reading ლუკაკუს უკან უნდა