თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას გაგრაში გააგრძელებს, სწორედ იმ გუნდში, რომლის გაზრდილიცაა. ოქრიაშვილის ამბავი კლუბის ფეისბუქ გვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. როგორც გითხარით, ოქრიაშვილი გაგრას აღზრდილია, მის კარიერაში ასევე იყო დონეცკის შახტარი, სადაც ოფიციალური მატჩი არ უთამაშია, ილიჩევიჩი, ჩერნომორეცი, გენკი, ეშკიშეჰირსპორი, კრასნოდარი, ანორთოსისი და ბოლოს აპოელი. ოქრიაშვილის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი და 13 გოლია. რაც შეეხება… Continue reading ოქრიაშვილი გაგრაში დაბრუნდა
Tag: თორნიკე ოქრიაშვილი
ოქრიაშვილმა კორეაში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
თორნიკე ოქრიაშვილმა ჯეონბუკ ჰიუნდაიში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. En.yna.kr-ს ცნობით, კორეელებმა ქართველ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და ჩვენებურმა გუნდის მოთხოვნები ამ მხრივ ვერ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ანულირდა. აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილის ტრანსფერი წარუმატებელი სამედიცინო შემოწმების გამო მეორედ ჩაიშალა. 2016 წელს იგი მარსელში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მაშინაც მსგავსმა პრობლემამ იჩინა თავი.… Continue reading ოქრიაშვილმა კორეაში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელი მოქმედ ჩემპიონ ჰონბუკ ჰიუნდაიში ითამაშებს. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა უკვე გაავრცელა. ოქრიაშვილი ბოლოს აპოელში თამაშობდა, სადაც 1 სეზონი დაჰყო. ქართველმა შემტევმა კვიპროსულ გუნდში 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 2010 წლიდან არის. ქვეყნის მთავარ გუნდში მან 49 მატჩი… Continue reading ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – ეროვნულ გუნდს ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა. კორონავირუსის გამო ეროვნულ გუნდს მოახლოებულ მატჩებში თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლმა მის ნაცვლად დინამო ბათუმის ნახევარმცველს სანდრო ალთუნაშვილს უხმო. შეგახსენებთ, რომ ეს მეორე იძულებითი ცვლილებაა, რომელიც სანიოლმა ამ შეკრებაზე გააკეთა. რამდენიმე დღის წინ ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ნაცვლად, მან ბექა მიქელთაძეს უხმო. საქართველოს ნაკრები ივნისში ერთა ლიგაზე 4 მატჩს გამართავს. სანიოლის… Continue reading საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – ეროვნულ გუნდს ლიდერი გამოაკლდა
ოქრიაშვილმა აპოელში ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, აპოელი აპოლონს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. გოლიც არის და გოლიც, 30 წლის შემტევმა ბრწყინვალე მაკრატელა შეაგდო. ოქრიაშვილისთვის მაკრატელა გოლი უცხო არ არის. მას მსგავსი გოლი ორჯერ აქვს გატანილი და ორივეჯერ კრანოსდარის შემადგენლობაში, ერთხელ ზენიტთან და ერთხელ სევილიასთან.
ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)
თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში აპოელს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, აპოელიდან გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო მე-19 წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს, ბუბა დაუშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ანორთოსისის ლიდერმა ვარდამ გოლი გიორგი ქვილითაიას სტილში აღნიშნა. ეს ის ვარდაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ… Continue reading ქეცბაიას ანორთოსისმა აპოელს დიდი ანგარიშით მოუგო – ქართველების ამბები (ვიდეო)
ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)
კვიპროსის თასზე ერთგვარი ქართული დერბი გაიმართა. აპოელი ანორთოსისს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე როცა ანგარიში 1:1 იყო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. არახალია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 13 გოლია. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ასევე ძირითადში იყო თორნიკე ოქრიაშვილი,… Continue reading ქვილითაიამ აპოელს ანორთოსისთან მოაგებინა (ვიდეო)
ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა
კვიპროსის ჩემპიონატში მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც აპოელი პაეკს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. 1 გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 21-ე წუთზე პენალტი შეაგდო და ანგარიში 2:1 გახადა. ოქრიაშვილმა ამ სეზონში უკვე 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 ბურთი შეაგდო. ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ იგი გიორგი ქვილითაიამ შეცვალა. რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, მანაც… Continue reading ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა
ქვილითაიას ვერ აჩერებენ – ჩვენებურის დუბლი, ზღვა ემოცია და აპოელის მოგება (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში აპოელი აელ-ს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც დუბლი შეასრულა. გიორგის პირველი გოლით ანგარიში გათანაბრდა, მეორე შედეგიანი დარტყმა კი 3 ქულის მომტანი გამოდგა. თვალშისაცემია, რომ ქვილითაია შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო 9 თამაშში მის ანგარიშზე 8 გოლია, სულ კი ამ სეზონში 16 მატჩი და 9… Continue reading ქვილითაიას ვერ აჩერებენ – ჩვენებურის დუბლი, ზღვა ემოცია და აპოელის მოგება (ვიდეო)
ოქრიაშვილის საგოლე გადაცემა – აპოელმა ქულა გადაარჩინა (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. აპოელმა, რომლის ღირსებასაც 3 ქართველი ფეხბურთელი იცავს არისს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 96-ე წუთზე როცა ანგარიში 0:1 იყო, აპოელმა ოქრიაშვილის საგოლე გადაცემით გაათანაბრა. 29 წლის ნახევარმცველი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, რაც შეეხება სხვა ლეგიონერებს, გიორგი ქვილითაიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბუბა დაუშვილმა კი მატჩი ტრავმის… Continue reading ოქრიაშვილის საგოლე გადაცემა – აპოელმა ქულა გადაარჩინა (ვიდეო)