საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

რა ხდება ერთა ლიგის C ჯგუფში? დღეს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი გაიმართა: ყაზახეთმა აზერბაიჯანში წააგო 0:3, ხოლო თურქეთი ფარერის კუნძულებზე დამარცხდა 1:2… ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით პირველადგილოსნებს შორის პირველი იქნება: ამისთვის საჭიროა ორშაბათს გიბრალტარში უბრალოდ მოგება. ახლა ეს სიტუაციაა პირველადგისლონებში: თურქეთი – 6 მატჩი, 13 ქულა (ბურთები +13) საქართველო – 5… Continue reading საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

იოზილი პროფესიონალი გეიმერი გახდება…

eSoirts-თან საუბრისას, მესუტ იოზილის აგენტმა, ერკუტ სოგუტმა კლიენტის მომავალ გეგმებზე ისაუბრა „როდესაც მესუტი სპორტიდან წავა, ის პროფესიონალი გეიმერი გახდება. ის esports-ში მეტად ჩაერთვება, სიამოვნებისთვის ითამაშებს და შესაძლოა esportsman-იც გახდეს. გულწრფელი რომ ვიყო, ის ფორტნაითში ძალიან მაგარია. არ გამიკვირდება, მოანწილეობას შეჯიბრებებში თუ მიიღებს. მას გუნდიც ყავს – m10 Esports, რომელიც ფიფასა და ფორტნაითის შემადგენლობითაა დამოკომპლექტებული,“ –… Continue reading იოზილი პროფესიონალი გეიმერი გახდება…

კარატე!.. ბალოტელი არ იცვლება (+video)

მარიო ბალოტელი არ იცვლება. არაორდინალური მოქმედებებით ადრე ხომ გამოირჩეოდა და თურქეთშიც აგრძელებს. ბალოტელის გუნდმა ადანა დემირსფორმა გალათასარაის 2:0 მოუგო, ორივე გოლი იუნუს აკგიუნმა გაიტანა და აი, იტალიელმაც ასე მიულოცა: თავში წიხლით… როგორც ჩანს, თურქმაც ჩვეულებრივად მიიღო. ბალოტელიმ ფოტო Instagram-ზე დადო წარწერით: „ყოჩაღ, პატარავ…“

თურქეთი: აი, აქ ითამაშეს ფეხბურთი (+video)

აი, აქ ითამაშეს ანთალიასპორისა და ტრაბზონსფორის 19-წლამდელთა გუნდებმა. თურქეთის 19-წლამდელთა ლიგის შეხვედრა არ გადაიდო, 1:1 დასრულდა… ამ ვიდეომ მოიარა თურქული საიტები. მშვენიერი ტბაა…  

თურქეთის ნაკრებს გერმანელი გაწვრთნის

თურქეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს: გერმანელი შტეფან კუნცი. 58 წლის გერმანელმა შენოლ გიუნეში შეცვალა… თურქებმა ევრო-2020 ცუდად ჩაატარეს და სექტემბრის მატჩებიც ცუდი გამოუვიდათ: ნიდერლანდებთან 1:6… კუნცს რაც შეეხება, გერმანიის ნაკრების ფორვარდი იყო და ევროპის ჩემპიონიც გახდა 1996 წელს. კუნც-მწვრთნელს რაც შეეხება, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებს წლეულს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა. თურქები ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურასაც განიხილავდნენ.

გალათასარაი… თანაგუნდელების ჩხუბი თამაშის დროს (+ video)

თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში თანაგუნდელების ჩხუბი მოხდა. გალათასარაი გირენუსფორს სტუმრად მშვიდად 2;0-ს უგებდა… 63-ე წუთზე გალას ბრაზილიელი მცველი მარკაო შორიდან გაიქცა თანაგუნდელ ქერემ აკტუროღლუსკენ და მუშტები დააყარა. თურქი ქერემი მხოლოდ თავს იცავდა. ეტყობა, მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, თორემ მარკაოს სამაედიცინო შემოქმება გავლილი ექნება და წესით, სრულ ჭკუაზე უნდა იყოს… მსაჯმა მარკაო გააძევა. მალევე, ორ წუთში… Continue reading გალათასარაი… თანაგუნდელების ჩხუბი თამაშის დროს (+ video)

შვეიცარიის მწვრთნელის ღია წერილი ფანებს – იტალიასთან მარცხის შემდეგ…

ფეხბურთის გულშემატკივრებს, შვეიცარიის ნაკრებმა ჯადოსნური საღამო გვაჩუქა. ფრანგები ევრო2020-ის მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ, 3:1-ს იგებდნენ, თუმცა პეტკოვიჩის შეგირდებმა გათანაბრება და, შემდეგ, პენალტებში გამარჯვება მოახერხეს. ჯგუფურ ეტაპზე მათთვის ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობდა – უელსთან ფრის (1:1) და იტალიასთან განადგურების (0:3) შემდეგ, პეტკოვიჩს ფანებისთვის წერილის დაწერა დასჭირდა “[იტალიასთან მატჩში] გვინდოდა თქვენთვის ჯადოსნური ღამე გვეჩუქებინა, რათა შვეიცარიით გეამაყათ. გვინდოდა,… Continue reading შვეიცარიის მწვრთნელის ღია წერილი ფანებს – იტალიასთან მარცხის შემდეგ…

ეს რომ კრივი ყოფილიყო…

გეგონება, უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ეთამაშებიანო – იმდენად დიდი იყო დონეში სხვაობა, კრივი რომ ყოფილიყო, თურქები ალბათ თეთრ პირსახოცს გადმოაგდებდნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო-2000 მძლავრად დაიწყო. და ეს იტალიისთვის ზედიზედ მეცხრე მოგებაა გოლგაუშვებლად, ხოლო 28-ე წაუგებელი მატჩია… მანჩინიმ აშკარად მიაგნო რაღაც ახალს. აგრესია შეტევაში ერთია და იტალიამ უპირველესად ცენტრში გააქრო თურქები. მთავარი იარაღი: ბარელა და ლოკატელი ართმევაზე… Continue reading ეს რომ კრივი ყოფილიყო…

თურქეთი 0:3 იტალია [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი თურქეთის ნაკრები იყო, თუმცა მატჩი რომში გაიმართა. ფავორიტები, რა თქმა უნდა, იტალიელები იყვნენ და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს – 0:3.