იტალიელ “გლადიატორთა” ბრძოლა სინერმა მოიგო

იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება ATP-ის მასტერსი. ტურნირის მეორე რაუნდში ერთმანეთს ორი იტალიელი შეხვდა იანიკ სინერი ფაბიო ფონინის წინააღმდეგ. “გლადიატორთა ბრძოლა” ცენტრალურ კორტზე 2 საათს გაგრძელდა და სინერის რთული გამარჯვებით დასრულდა 6:2 3:6 6:3. პირველ სეტში 20 წლის იანიკი დომინირებდა, რომელმაც მე-3 და მე-5 გეიმებში ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და პარტია უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე 6:2. მეორე… Continue reading იტალიელ “გლადიატორთა” ბრძოლა სინერმა მოიგო

მონტე კარლოში უკანასკნელმა რუსმაც წააგო

მონტე კარლოს მასტერსი წარუმატებელი გამოდგა რუსი ჩოგბურთელებისათვის. დანილ მედვედევმა ოპერაცია გაიკეთა და ნაადრევად მოეხსნა ტურნირს, საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას კარენ ხაჩანოვი და ასლან კარაცევი. 1/8 ფინალურ ეტაპზე კი რუსეთს ერთადერთი სპორტმენი შემორჩა – ანდრეი რუბლიოვი. მონტე კარლოს მასტერსის მესამე წრეში რუბლიოვის მეტოქე იანიკ სინერი გახლდათ. რუსმა ჩოგბურთელმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და თავიდანვე 2:0 დაწინაურდა. ანდრეი… Continue reading მონტე კარლოში უკანასკნელმა რუსმაც წააგო

იანიკ სინერს ახალი მწვრთნელი ყავს

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა იანიკ სინერმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა რიკარდო პიატი და მის ნაცვლად სიმონე ვაგნოზი მოიყვანა. “ბედნიერი ვარ გაუწყოთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი მეყოლება სიმონე ვაგნოზის სახით. ამ მომენტისთვის სამწვრთნელო შტაბში სხვა წევრების დამატებას აღარ ვაპირებთ. ჩემს საჩოგბურთო კარიერაში ახალი ერა იწყება, Forza”. ვაგნოზი მანამდე მუშაობდა მარკო ჩეკინატოს მთავარ მწვრთნელად და იმ დროისთვის… Continue reading იანიკ სინერს ახალი მწვრთნელი ყავს

სტეფანოს ციციპასი ნახევარფინალშია

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანმა სტეფანოს ციციპასმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში 6:3 6:4 6:2 მოუგო იანიკ სინერსს და კარიერაში მეხუთედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში. მთელი შეხვედრის განმავლობაში სტეფანოსი ძალიან დამაჯერებლად აწვდიდა და ერთხელაც კი არ მიუშვა მეტოქე ბრეიკპოინტამდე, თვითონ კი ოთხჯერ დააბრეიკა იტალიელი. 2 საათის განმავლობაში ბერძენს 4 ეისი, 2 ორმაგი და 30 ვინერსი… Continue reading სტეფანოს ციციპასი ნახევარფინალშია

მოგერიებული 2 მატჩბოლი და მედვედევის ზედიზედ მერვე გამარჯვება შემაჯამებელზე

Tennis - ATP Finals - Pala Alpitour, Turin, Italy - November 16, 2021 Russia's Daniil Medvedev celebrates winning his group stage match against Germany's Alexander Zverev REUTERS/Guglielmo Mangiapane

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა – დანილ მედვედევმა შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში 6:0 6:7 7:6 სძლია იანიკ სინერს და პლეიოფში პირველი ადგილით გავიდა. პირველი პარტია რუსმა ჩოგბურთელმა 26 წუთში მშრალი ანგარიშით – 6:0 მოიგო, მედვედევმა სამჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა 20 წლის იტალიელს. მეორე სეტში იანიკი გამოფხიზლდა და ადრეული ბრეიკით დაწინაურდა… Continue reading მოგერიებული 2 მატჩბოლი და მედვედევის ზედიზედ მერვე გამარჯვება შემაჯამებელზე

20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე

იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ სათამაშო დღეს ტრავმა მიიღო მატეო ბერეტინიმ, რომელმაც გამოჯანმრთელება ვერც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მოახერხა და მისი შეცვლა თანამემამულე იანიკ სინერით მოხდა. 20 წლის იანიკი სადებიუტო მატჩს შემაჯამებელ ტურნირზე უახლოესი მეგობრის – ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ატარებდა. ეს ჩოგბურთელები ATP TOUR-ზე ერთადერთხელ იყვნენ შეხვედრილები – წლევანდელი მაიამის ტურნირის… Continue reading 20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე

იანიკ სინერმა ანტვერპენში გაიბრწყინა

დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. ფინალურ მატჩში 20 წლის იანიკ სინერმა 6:2 6:2 გაანადგურა დიეგო შვარცმანი და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა. ამ შედეგით იტალიელი ჩოგბურთელი გაუტოლდა ისეთ ჩოგბურთელებს როგორებიც ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი არიან. ფინალური მატჩის ორივე სეტი ძალიან გავდა ერთმანეთს – იანიკი პარტიის სტარტზე ასრულებდა ზედიზედ 2… Continue reading იანიკ სინერმა ანტვერპენში გაიბრწყინა

მარინ ჩილიჩის 34-ე ფინალი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გრძელდება „კრემლის თასის“250-იანთა კატეგორიის ტურნირი. პირველ ნახევარფინალში მარინ ჩილიჩმა 6:3 6:4 სძლია რიკარდას ბერანკისს და კარიერაში 34-ე ფინალის საგზური მოიპოვა (ATP TOUR-ზე). ხორვატი ჩოგბურთელი მესამედ გავიდა კრემლის თასის ფინალში – 2014 და 2015 წლებში მარინმა მოსკოვში ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ჩილიჩს კარიერის განმავლობაში 19 ტიტული აქვს მოპოვებული და ხვალ მეოცე ტიტულისთვის რუს ასლან… Continue reading მარინ ჩილიჩის 34-ე ფინალი

კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

ა.შ.შ-ს ქალაქ სან-დიეგოში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კასპერ რუუდმა 6:0 6:2 გაანადგურა კამერონ ნორი და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. შეხვედრის წინ დიდი ინტრიგა იყო – ორივე ფინალისტს მიმდინარე სეზონში 4-4 ტიტული ქონდა მოგებული და სან-დიეგოს ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 2021 წლის ATP TOUR-ზე, რომელსაც 5 ტურნირი ექნებოდა მოგებული. ფინალურ მატჩში… Continue reading კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

იანიკ სინერი – ATP 500-ის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია

ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალშიც 19 წლის იანიკ სინერმა 7:5 4:6 7:5 სძლია მაკენზი მაკდონალდს. იტალიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო და გახდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. სინერემდე რეკორდი ეკუთვნოდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევს, რომელმაც 2017 წელს, 20 წლის ასაკში მოიგო 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ვაშინგტონში მიღწეული გამარჯვების… Continue reading იანიკ სინერი – ATP 500-ის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია