“მილუოკის” ვერ აჩერებენ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მილუოკის” და 104:118 დამარცხდა. “ბაქსს” ვერ აჩერებენ – მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციას ჩაუდგა სათავეში. მატჩის გმირი – სტუმართა ბერძენი ფორვარდი – იანის ანტეტენკუმპო გახდა. “გრიქ ფრიქმა” მოიშუშა ოთხთავა კუნთის ტრავმა და მოედანს 28,5 წუთით დაუბრუნდა. ამ დროის განმავლობაში იანისის… Continue reading “მილუოკის” ვერ აჩერებენ

იანის ანტეტენკუმპოს 54 ქულა და გამარჯვება “კლიპერსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მოირიგი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა მილუოკიში შედგა, სადაც ადგილობრივი “ბაქსი” “კლიპერსს” დაუპირისპირდა. ორივე გუნდი მცირედი დანაკლისით შეხვდა ამ მატჩს – მასპინძლებს ტრავმის გამო ბობი პორტისი და სერჟ იბაკა არ ყავდათ, ხოლო სტუმრებს – ჯონ ვოლი. შეხვედრის სტარტზე კალიფორნიულმა გუნდმა მოიპოვა ანგარიშში ლიდერობა – ჯერ კავაი ლეონარდმა ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, რასაც ტერენს მენის… Continue reading იანის ანტეტენკუმპოს 54 ქულა და გამარჯვება “კლიპერსთან”

ანტეტენკუმპოს 50 ქულა და გამარჯვება “პელიკანსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ FISERV FORUM-ზე უმასპინძლა “ნიუ ორლეანს”. სტუმრები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ ზაიონ უილიამსონი, ბრენდან ინგრამი და სი ჯეი მაკალუმი. ლიდერების გარეშე დარჩენილმა “პელიკანსმა” მატჩი 110-135 დათმო და ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია. მატჩის გმირი იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 50 ქულა, 13 მოხსნა და… Continue reading ანტეტენკუმპოს 50 ქულა და გამარჯვება “პელიკანსთან”

ანტეტენკუმპოს კარიერის რეკორდი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და 123:113 იმარჯვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ბაქსის” მძიმე ფორვარდი – იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა – ჩაუგდო რა მეტოქეს 55 ქულა. იანისმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა, 33-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 20 ბურთი ზუსტად ჩააგდო, ბერძენს პერიმეტრიდან ტყორცნები არ წაუვიდა 3 მცდელობიდან… Continue reading ანტეტენკუმპოს კარიერის რეკორდი

იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

დონოვან მიტჩელის ტრანსფერის შემდეგ “კლივლენდი” პლეიოფის დონის გუნდად იქცა. “კავალიერზი” საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 18 გამართული მატჩიდან 16 აქვს მოგებული (ლიგის საუკეთესო შედეგი). დღეს, გამთენიისას ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა. “კლივლენდმა” “მილუოკის” უმასპინძლა და მეტოქე 114-106 დაამარცხა. “კავალიერზმა” მატჩის პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ჯეი ბი ბიკერსტაფის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი მეოთხედი… Continue reading იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

ლებრონ ჯეიმსმა მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლეიკერსს”. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა უხვქულიან შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია 129-133. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე პირველი მეოთხედის შემდეგ “ლეიკერსმა” ენტონი დევისის ზუსტი სროლების ფონზე 14 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა 61-47. კალიფორნიული გუნდი მეოთხე მეოთხედის სტარტამდე ინარჩუნებდა ანგარიშში ლიდერობას, თუმცა იანის ანტეტენკუმპოს გმირული ასპარეზობის ფონზე “ბაქსმა” დაქაჩა მეტოქესთან ჩამორჩენა… Continue reading ლებრონ ჯეიმსმა მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო

მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება კლივლენდთან

მილუოკი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე კლივლენდს უმასპინძლა და მეტოქე 113-98 დაამარცხა. ბაქსი კავალიერზთან გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ: ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, ვესლი მეტიუზი, პეტ კონაუტონი და ჯო ინგლესი. მიუხედავად ტრავმების ეპიდემიისა, მილუოკის მაინც ეყო ძალები, რომ… Continue reading მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება კლივლენდთან

მამუკელაშვილის დებიუტი გადაიდო

NBA-ს 2022/23 წლების რეგულარულ სეზონში ჩაერთო “მილუოკი ბაქსიც”. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა “ფილადელფიას” და მეტოქე 90:88 დაამარცხა. სამწუხაროდ გადაიდო სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი მიმდინარე სეზონში. ქართველი მძიმე ფორვარდი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა და იქიდან უყურა საკუთარი გუნდის გამარჯვებას. კრის მიდლტონი ჯერჯერობით არ არის მზად მოედანზე დასაბრუნებლად, ამიტომ ჯევონ კარტერი მოხვდა “მილუოკის” სასტარტო ხუთეულში… Continue reading მამუკელაშვილის დებიუტი გადაიდო

იანის ანტეტენკუმპოს ევროპული რეკორდი

საბერძნეთის ნაკრები აგრძელებს ბრძოლას 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე გასასვლელად. საკვალიფიკაციო ეტაპის, მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩში დიმიტრის იტუდისის გაწვრთნილი გუნდი სერბეთს ეწვია და ოვერტაიმში 94:100 დამარცხდა. მიუხედავად წაგებული მატჩისა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუპო გახდა. ბერძენმა კალათბურთელმა FIBA-ს რეკორდი მდაამყარა ერთ კონკრეტულ მატჩში აღებული ქულების რაოდენობით – 40. იანისმა თამაშიდან 25-ჯერ შეუტია სერბების კალათს და… Continue reading იანის ანტეტენკუმპოს ევროპული რეკორდი

იანის ანტეტენკუმპოს ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები აგრძელებს მოსამზადებელ ეტაპს ევრობასკეტ 2022-თვის. დიმიტრის იტუდისის გაწვრთნილმა ბერძნებმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს და მეტოქე 86-70 გაანადგურეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 20 წუთში 31 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. “გრიკ ფრიკმა” თამაშიდან 13-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 11 ბურთი ჩააგდო. ბერძნებმა პირველივე წუთებიდანვე ხელთ… Continue reading იანის ანტეტენკუმპოს ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან