მიტომას სამადლობელი.. გრძელი ფეხებისთვის

იაპონელმა შემტევმა კაურო მიტომამ იმ მომენტზე ისაუბრა, როცა ესპანეთთან თითქმის გადასულიდან ბურთი შემოატრიალა, პასი გააკეთა და ამას ტანაკას გოლი მოჰყვა. ამ გოლმა გერმანიის ნაკრები დააზარალა, ჯგუფში ჩატოვა… მოკლედ, საკამათო მომენტი იყო და მიტომას კომენტარი ასეთია: „ბურთი ხაზს ეხებოდა. ყველაფერი არ დამინახავს, მაგრამ რაც ვნახე, ჩანდა. ასე რომ, VAR-ი მომწონს! მშობლებს მადლობა, რომ  გრძელი ფეხები მაქვს…… Continue reading მიტომას სამადლობელი.. გრძელი ფეხებისთვის

გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

ორივენი გავიდნენ. ესპანეთმა წააგო იაპონიასთან და წაიყოლა მერვედფინალში. გერმანია კი ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის ჯგუფში. ამ თამაშზე რა შეიძლება დაიწეროს? ესპანეთი იგებდა მორატას თავურით და პირველი ტაიმი ისეთი იყო, ბევრი იფიქრებდა, ლუის ენრიკეს გუნდი იოლად გაიმარჯვებსო. თუმცა დაიწყო მეორე ნახევარი და 6 წუთში იაპონია იგებდა… ჯერ იყო, შეცვლაზე შესულმა დოანმა შორიდან დარტყმით გაიტანა, მერე კი… Continue reading გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

გერმანიის ჟესტი – ნაკრებში წინააღმდეგობა იყო!

იაპონიასთან თამაშის წინ, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა პირზე ხელი აიფარეს, რაც ფიფას მიმართ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო – ორგანიზაციამ კაპიტნების One Love სამკლავურის გამოყენების ნება არ დართო. როგორც Sport1-დე წერს, გუნდში ამაზე თანხმობა არ ყოფილა. ილქაი გიუნდოგანსა და ანტონიო რუდიგერს სურდათ, რომ გუნდს სრული ფოკუსირება თამაშზე მოეხდინათ. განსხვავებულ შეხედულებებს ფეხბურთელებს შორის უთანხმოება მოჰყვა. ახლა პრობლემა მოგვარებულია.… Continue reading გერმანიის ჟესტი – ნაკრებში წინააღმდეგობა იყო!

კოსტა რიკამ ჯგუფში სიტუაცია დაძაბა

AL RAYYAN, QATAR - NOVEMBER 27: Keysher Fuller (C) of Costa Rica celebrates with teammates after a goal during the FIFA World Cup Qatar 2022 Group E match between Japan and Costa Rica at the Ahmed bin Ali Stadium in Al Rayyan, Qatar on November 27, 2022. (Photo by Serhat Cagdas/Anadolu Agency via Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. კოსტა რიკამ, რომელმაც პირველი შეხვედრა ესპანეთთან 0:7 წააგო, გერმანიის 2:1 მომგები იაპონია 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი არასასიამოვნო სანახავი იყო. ბურთს უმეტესად კოსტა რიკელები ფლობდნენ და საინტერესო თითქმის არაფერი მომხდარა. ბურთის ფლობაც მოკლე პასებში და წინ ნელა გადასვლაში გამოიხატებოდა. არა და ცხრილში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აქტიურობა სწორედ მათ უფრო… Continue reading კოსტა რიკამ ჯგუფში სიტუაცია დაძაბა

სუპერ მატჩი – გერმანია იაპონიასთან დამარცხდა

DOHA, QATAR - NOVEMBER 23: Manuel Neuer and Germany players leap for the free kick during the FIFA World Cup Qatar 2022 Group E match between Germany and Japan at Khalifa International Stadium on November 23, 2022 in Doha, Qatar. (Photo by Maja Hitij - FIFA/FIFA via Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი გაიმართა და მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანია იაპონიას შეხვდა და ბრწყინვალე მატჩში 1:2 დამარცხდა. პირველმა ტაიმმა თავიდან ბოლომდე ბუნდესგუნდის უპირატესობით ჩაიარა. ბურთის ფლობა, სახიფათო მომენტები, ტერიტორიული უპირატესობა… ეს ყველაფერი ფლიკის გუნდის ხელთ იყო და საწყისი 45 წუთი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში და განსაკუთრებით ტაიმის მეორე ნახევარში, სულ სხვა იაპონია ვიხილეთ. აზიელებმა რადიკალურად… Continue reading სუპერ მატჩი – გერმანია იაპონიასთან დამარცხდა

ტატო უმედლოდ… იაპონია შეუჩერებელია!

ტატო გრიგალაშვილი უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელგიელ კასესთან იპონით წააგო… ეს 81 წონით კატეგორიაში.   ტატო მეოთხედფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, იქ კი მონღოლ საედ მოლეისთან დამარცხდა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით. შემდეგ ტატომ რეპეშაჟში ერთი ბრძოლა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიელთან ვერაფერი მოახერხა.   სხვათა შორის, ბელგიელი კასე ამ წონაში ნომერ პირველ ფავორიტად ითვლებოდა, ხოლო N 2 ფავორიტად… Continue reading ტატო უმედლოდ… იაპონია შეუჩერებელია!

13 წლის რომ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ხარ!..

13 წლის რომ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ხარ! ეს ქალთა შორის სკეიტბორდინგში. ასეთი ახალგაზრდული კვარცხლბეკი ოლიმპიადის ისტორიას არ ახსოვს… სამი მედალოსნის საშუალო ასაკი იყო 14 წელი და 191 დღე.   ოქროს მედალი კი აიღო 13 წლის იაპონელმა მომიძი ნისიამ… მეორეზე გავიდა ასევე 13 წლის ბრაზილიელი რაისა ლილი, მესამეზე – 16 წლის იაპონელი ფუნა ნაკაიამა.   მომიძი… Continue reading 13 წლის რომ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ხარ!..