იბრა: ღმერთი ვარ! არაფერი არ შეცვლილა…

  ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინდორზე ბრუნდება. 9 თვეა, რაც არ უთამაშია, ზედიზედ მიიღო ტრავმები… იტალიაში დაწერეს, რომ ზაფხულში ზლატანი კარიერას დაასრულებს, მაგრამ თავად ამის შესახებ არ ამბობს. იბრა 41 წლისაა. მას ჰკითხეს – ისევ ღმერთად მიიჩნევს თავს? იბრას პასუხი:  – რა თქმა უნდა. არაფერი არ შეცვლილა. შვედმა კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდზე: „მილანის ფეხბურთელი ვარ და მწვერვალზე… Continue reading იბრა: ღმერთი ვარ! არაფერი არ შეცვლილა…

იბრა… სრულდება?

როდის დაასრულებს კარიერას ზლატან იბრაჰიმოვიჩი? იტალიური პრესა წერს, რომ ზლატანმა უახლოეს წრეში თქვა – ზაფხულში თამაშს შევეშვებიო. თავად ოფიციალურად არ უთქვამს, მაგრამ სავარაუდოდ, ასეც იქნება… იბრა 41 წლისაა, ბოლო პერიოდში ძალიან შეაწუხა ტრავმებმა და მილანს ვერ ეხმარება. მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტამ დიდი დრო გააცდენინა და იმაზე დიდხანს უწევს რეაბილიტაცია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ სეზონში შვედს… Continue reading იბრა… სრულდება?

იბრაჰიმოვიჩი ბაიერნში

მიუნხენის ბაიერნმა ახალი კონტრაქტი გააფორმა 17 წლის არიონ იბრაჰიმოვიჩთან. გვარი კი ჟღერს ხმაურიანად, მაგრამ არიონს გვარის გარდა საერთო არ აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან: არიონი წარმოშობით კოსოვოელია, გერმანიაში დაიბადა და 13 წლამდე ნიურნბერგის აკადემიაში იყო… არიონ იბრაჰიმოვიჩი ცენტრალური ნახევარმცველია, სათამშო მანერით ლეონ გორეცკას ჰგავს. ამ სეზონში 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში იყო, გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობს. და რაც საყურადღებოა, ბაიერნის… Continue reading იბრაჰიმოვიჩი ბაიერნში

ჯოკოვიჩი და ფეხბურთი… (სახალისო ინტერვიუ)

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფეხბურთო თემაზე ისაუბრა. დიდი სლემის ტურნირებში 21-გზის ჩემპიონი  433-ის ეთერში: — ფეხბურთელი რომ იყოთ, რომელ გუნდში ისურვებდით თამაშს? — ცრვენა ზვეზდაში. ან… იქნებ მილანშიც. — რომელ პოზიციაზე? — ალბათ, მარცხენა თავდამსხმელად. როგორც წესი, მარცხენა ფეხით ვიწყებ სიარულს. ალბათ ბევრ საგოლე პასს გავაკეთებდი. — ბევრ წითელ ბარათს მიიღებდით? — სიმულაციისთვის თუ უხეშობისთვის? ორივე კარგია…… Continue reading ჯოკოვიჩი და ფეხბურთი… (სახალისო ინტერვიუ)

ზლატანი: კვარაცხელიამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა

მილანის ფორვარდმა, ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სკუდეტოს შენარჩუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა და ნაპოლიში კვარაცხელია გამოარჩია “[სკუდეტოს მოგება] სავსებით შესაძლებელია. ამ მომენტში მეორეზე ვართ. ნაპოლი ძლიერია, კვარაცხელიამ კი ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ამასთან ერთად, იუვე და ინტერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდნენ. არაფერია დაკარგული, ჩვენც ლიდერებში ვართ,” – თქვა ზლატანმა  

ზლატანი: მე რომ წავიდე, ფეხბურთი მოკვდება

  ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული ორიგინალურობით უპასუხა ფანების კითხვებს. ეს პირდაპირ ეთერში… – როდის აპირებთ კარიერის დასრულებას? – არასოდეს. უჩემოდ? მე რომ წავიდე, ფეხბურთი მოკვდება. გარდა ამისა, ეთერში ჩაერთო ჯანლუიჯი დონარუმა. ის და იბრა ერთმანეთს ზედმეტსახელებს ეძახდნენ. და კიდევ გაირკვა, რომ ბელგიელი შემტევი დე კეტელაერი ბრიუგედან მილანში დიდწილად იბრაჰიმოვიჩის ფაქტორით გადაიყვანეს. დე კეტეალერი სხვა გრანდებსაც სურდათ…… Continue reading ზლატანი: მე რომ წავიდე, ფეხბურთი მოკვდება

რაიოლა გარდაიცვალა

  დიდი ხანი არ არის, რაც რაიოლა ავადმყოფობდა, თუმცა იტალიურმა პრესამ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა – ის გარდაიცვალა. მოგეხსენებათ, მინო რაიოლა ისეთი ფეხბურთელების აგენტი იყო, როგორებიც: იბრაჰიმოვიჩი, ჰოლანდი, დე ლიხტი, დონარუმა და პოგბა არიან. ის საავადმყოფოში 12 იანვარს მოხვდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ სერიოზული არაფერია და იქ რამდენიმე ტესტის ჩასატარებლად მივიდა. ბილდი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ბევრად მძიმე… Continue reading რაიოლა გარდაიცვალა

სალაჰი, ჰოლანდი, იბრა – ვინ დაგვაკლდება მსოფლიო 2022-ზე?

  32-დან 27 გუნდი ვიცით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ასევე ვიცით, რომელი ვარსკვლავები დაგვაკლდებიან ჰოლანდი და ედეგორი ნიდერლანდებისა და თურქეთის შემდეგ, ნორვეგია ჯგუფში მესამეზე გავიდა. ტრავმის გამო, ჰოლანდმა ნაკრების თამაშების 2/3 გამოტოვა, მის გარეშე კი ქულების დაგროვება გაუჭირდათ. ედეგორის სტატისტიკა შემაშფოთებელია 10 მატჩში – 0 + 0 გოლი და საგოლე პასი. სალაჰი ეგვიპტემ სენეგალთან პლეი-ოფი… Continue reading სალაჰი, ჰოლანდი, იბრა – ვინ დაგვაკლდება მსოფლიო 2022-ზე?

როგორ მოხვდი მანდა? (პსჟ-ის მაღაზიიდან ნანტში)

მაროკოელი იასინ ბამუ… განსაკუთრებული ამბავია. 21 წლის ასაკში პარკ დე პრენსის სტადიონის ტერიტორიაზე, მაღაზიაში პსჟ–ის მაისურებს ჰყიდდა და როცა ეცალა, სამოყვარულო გუნდში ერთობოდა. 22 წლისა კი ნანტის ძირითადის ფეხბურთელი გახდა. აი, თავად ბამუ რას ჰყვება: „პსჟ–ს ჩემი თავი შევთავაზე, მაგრამ დამცინეს. ხშირად ვხედავდი იბრაჰიმოვიჩს, კავანის, სხვა ვარსკვლავებს… მეცინებოდა, ნეტავ რა რეაქცია ექნებოდათ, როცა მათ წინააღმდეგ… Continue reading როგორ მოხვდი მანდა? (პსჟ-ის მაღაზიიდან ნანტში)

რაიოლა: რატომ ვერ მიტანენ? მათ იარაღით ხომ არ ვაშინებ?!

მინო რაიოლამ თავის სამუშაო მეთოდებზე ისაუბრა. ის ამბობს, მე არავის არაფერს ვაძალებ და თუ ვერ მიტანენ, ამას კომპლიმენტად მივიღებო… „ჩემი ფეხბურთელებისთვის ომში წავალ. ისინი ჩემი შვილებივით არიან. …სპორტული დირექტორები ვერ მიტანენ? რატომ? მათ მოლაპარაკების დროს იარაღით ხომ არ ვაშინებ?! უბრალოდ კარგად ვიცი, რა ფასი აქვთ ჩემს ფეხბურთელებს. და თუ მართლაც ვერ მიტანენ, ეს დიდი კომპლიმენტია… Continue reading რაიოლა: რატომ ვერ მიტანენ? მათ იარაღით ხომ არ ვაშინებ?!