უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს ინდიან-უელსის მასტერსი ქალთა ერთეულთა თანრიგში. ნახევარფინალურ სტადიაზე, უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ელენა რიბაკინამ 6:2 6:2 გაანადგურა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იგა შვიონტეკი და ფინალის საგზური მოიპოვა. ყაზახმა ჩოგბურთელმა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. 6 გეიმიან დისტანციაზე შვიონტეკი ინტრიგას ინარჩუნებდა (2:4), თუმცა სეტის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ დაბრეიკდა და პარტიაც… Continue reading რიბაკინამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გაანადგურა
Tag: იგა შვიონტეკი
დუბაის ტურნირის ფინალისტები ცნობილია
დუბაიში დასასრულს უახლოვდება WTA-ს მასტერსი. ნახევარფინალურ სტადიაზე იგა შვიონტეკმა კოკო გაუფი დაამარცხა, ხოლო ბარბორა კრეიჩიკოვამ ჯესიკა პეგულია. პოლონელი და ჩეხი დღეს ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველი ნახევარფინალი არცთუისე დაძაბული გამოდგა – მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა იგა შვიონტეკმა 6:4 6:2 სძლია კოკო გაუფს. უკანსკნელი 1 წლის განმავლობაში პოლონელმა ამერიკელი თინეიჯერი უკვე მეექვსედ დაამარცხა. იგა ბრწყინვალე ფორმაშია, პოლონელი ზედიზედ… Continue reading დუბაის ტურნირის ფინალისტები ცნობილია
შვიონტეკმა დოჰას ტურნირი მეორედ მოიგო
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – იგა შვიონტეკმა დოჰას 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო ჯესიკა პეგულიას და კარიერაში მეთორმეტე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი “არასტანდარტული” გამოვიდა – ჩოგბურთელები მიღებაზე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარ ჩაწოდებაზე. პოლონელმა ჩოგბურთელმა საწყის 7 გეიმში ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება(2:0, 4:2), თუმცა ორივე შემთხვევაში ამერიკელმა უკუბრეიკით უპასუხა (3:4). მერვე… Continue reading შვიონტეკმა დოჰას ტურნირი მეორედ მოიგო
იგა შვიონტეკი დოჰას ტურნირის ფინალშია
კატარის დედაქალაქ დოჰაში დასასრულს უახლოვდება WTA-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/2 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – იგა შვიონტეკმა 6:0 6:1 გაანადგურა ვერონიკა კუდერმეტოვა და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – პოლონელმა ჩოგბურთელმა 57 წუთში გაანადგურა მოწინააღმდეგე და ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჯაბნა რუსი. შვიონტეკი, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის… Continue reading იგა შვიონტეკი დოჰას ტურნირის ფინალშია
იგა შვიონტეკი Australian Open-ს გამოეთიშა
მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 111-ე გათამაშება. მეოთხე რაუნდის მატჩის რანგში ერთმანეთს იგა შვიონტეკი და ელინა რიბაკინა დაუპირისპირდნენ. შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ ამ ჩოგბურთელებს უკანასკნელი 3 დიდი სლემის ტურნირი ქონდათ მოგებული (პოლონელს როლან გაროსი, ამერიკის ღია პირველობა, ყაზახს – უიმბლდონი). სტარტი ელენას უკეთესი გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და… Continue reading იგა შვიონტეკი Australian Open-ს გამოეთიშა
იგა შვიონტეკი მესამე რაუნდშია
იგა შვიონტეკი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას Australian Open 2023-ზე. პოლონელმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში 6:4 7:5 სძლია ჯულ ნიემეიერს, მეორე წრეში კი ასევე სეტის წაუგებლად გაიარა კამილა ოსორიოს კოლუმბიური ბარიერი 6:2 6:3. მსოფლიო რეიტინგის ლიდერს შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 4:0. კამილა ოსორიო საკუთარ ჩაწოდებაზე საშინლად გამოიყურებოდა – პირველ… Continue reading იგა შვიონტეკი მესამე რაუნდშია
იგა შვიონტეკი ევროპის საუკეთესო სპორტსმენია
ქალთა ჩოგბურთის, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი – იგა შვიონტეკი 2022 წლის ევროპის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. საყოველთაო გამოკითხვა პოლონურმა პოპულარულმა გამოცემა PAP-მა ჩაატარა. იგა გახდა მესამე ჩოგბურთელი, რომელმაც ეს ტიტული მოიგო, მანამდე ეს შტეფი გრაფმა და მარტინა ჰინგისმა შეძლეს. გამოკითხვაშ მონაწილეობას 20 საინფორმაციო სააგენტო იღებდა, ხმების დათვლის შემდეგ კი პირველობა არავის დაუთმო პოლონელმა ჩოგბურთელმა. “როლან გაროსის”… Continue reading იგა შვიონტეკი ევროპის საუკეთესო სპორტსმენია
2022 წლის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელი
ATP და WTA აგრძელებენ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონის შეჯამებას და ყოველდღიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის ტიტული 19 წლის კარლოს ალკარასმა მიიღო. სეზონის სტარტზე თინეიჯერი ესპანელი 32-ე ჩოგანი გახლდათ, 2022 წელს მან ჯამში 5 ტიტულის მოგება შეძლო (2 მასტერსი, 1 გრანდ სლემი) და მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. გაწეული დიდი… Continue reading 2022 წლის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელი
ალკარასი: “ყველა ჩოგბურთელის სამიზნე გავხდი”
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა და ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა გამარჯვებულმა კარლოს ალკარასმა ტრიუმფალური სეზონი შეაფასა. “ჩემთვის ეს ოცნების ახდენაა. სიმართელ რომ გითხრათ, ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ სეზონზე, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ისევ არ მჯერა. ვფიქრობ: ეს სიმართელა? მე N1 ჩგბურთელი ვარ მსოფლიოში? თითქოს სიზმარში ვიმყოფები.ალბათ მოვა დრო და გავერკვევი. ესეთ სიტუაციაში ყოფნა რათქმაუნდა სასიამოვნოა. ერთი… Continue reading ალკარასი: “ყველა ჩოგბურთელის სამიზნე გავხდი”
შვიონტეკი და საკარი პლეიოფში გავიდნენ
ფორტ უორსში გრძელდება ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტური დარჩა, პლეიოფის საგზური კი უკვე ორმა ჩოგბურთელმა გაინაღდა: იგა შვიონტეკმა და მარია საკარიმ. დღეს, გამთნიისას ტრეისი ოსტინის სახელობის ჯგუფის მატჩები გაიმართა. იგა შვიონტეკმა 85 წუთში 6:3 6:2 სძლია კაროლინა გარსიას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ბრეიკით ჩამორჩა… Continue reading შვიონტეკი და საკარი პლეიოფში გავიდნენ