იმობილე: “მანჩინიმ ასე გამამხნევა”

ლაციოს შემტევმა, ჩირო იმობილემ იმ კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ნაკრებში მის თამაშს უკავშირდება “როდესაც მინდორზე იტალიის მაისურით გადიხარ, კრიტიკა ჩვეულებრივი მოვლენაა. ლაციოსთვის და აძურისთვის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. არ უარვყოფ, რომ სირთულეები არის, ნაკრებში ისეთივე სტატისტიკა არ მაქვს, როგორც ბიანკოჩელესტეში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი კრიტერიუმი არ შეიძლება გვქონდეს. ნაკრებში წელიწადში 7-8 შეხვედრას ვატარებთ და ამდენივე გოლის… Continue reading იმობილე: “მანჩინიმ ასე გამამხნევა”

ლაციო 3:2 რომა [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში დერბი დელა კაპიტალე გაიმართა. მარადიულ ქალაქში ამჯერად არწივებმა იმარჯვეს და მგლებს 3 გოლი გაუტანეს   ლაციო 3:2 რომა      

იმობილემ გაგვართო… (+video)

ჩირო იმობილემ პატარა მასკარადი მოაწყო იტალია-ბელგიის მატჩის დროს. პირველი გოლის მომენტში, სანამ ნიკოლო ბარელა მაგარ ბურთს გაიტანდა, წაიქცა, ეგებ პენალტი დანიშნონო… ხოლო როცა ბარელამ გაიტანა, უცებ წამოხტა და იზეიმა. იტალიამ მოიგო, მაგრამ იმობილეს ვერ ჰქონდა კარგი თამაში. ეტყობა გერმანული ჰაერი მასზე ცუდად მოქმედებს (ეს ნახევრადხუმრობით) – გვახსოვს დორტმუნდში, საშინლად თამაშობდა, არადა რა დიდი იმედებით იყიდეს…

დამსახურებული გამარჯვება! – იტალიამ ბელგია დაამარცხა! [ვიდეო]

ევრო 2020-ის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, იტალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა. მიუნხენის “ალიანც არენაზე” დიდებული შეხვედრა ვიხილეთ, უმაღლესი ოსტატობა, ორმხრივი იერიშები, სადაც უკეთესი “აძური” იყო. პირველ ნახევარში, ბონუჩიმ გაიტანა, თუმცა VAR-მა ეს ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. რაც შეეხება პირველ ჩათვლილ გოლს, ის ბარელას ანგარიშზეა, რომელმაც გვერდი სამ ფეხბურთელს აუარა და კურტუას აუღებელი დაურტყა. ინსინიეს გოლიც ულამაზესი… Continue reading დამსახურებული გამარჯვება! – იტალიამ ბელგია დაამარცხა! [ვიდეო]

ეს რომ კრივი ყოფილიყო…

გეგონება, უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ეთამაშებიანო – იმდენად დიდი იყო დონეში სხვაობა, კრივი რომ ყოფილიყო, თურქები ალბათ თეთრ პირსახოცს გადმოაგდებდნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო-2000 მძლავრად დაიწყო. და ეს იტალიისთვის ზედიზედ მეცხრე მოგებაა გოლგაუშვებლად, ხოლო 28-ე წაუგებელი მატჩია… მანჩინიმ აშკარად მიაგნო რაღაც ახალს. აგრესია შეტევაში ერთია და იტალიამ უპირველესად ცენტრში გააქრო თურქები. მთავარი იარაღი: ბარელა და ლოკატელი ართმევაზე… Continue reading ეს რომ კრივი ყოფილიყო…