ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, ევროპელი ფეხბურთელების 2022 წლის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომელშიც, გასაკვირია, რომ ვერც ერთი ესპანელი, იტალიელი, ინგლისელი თუ გერმანელი მოთამაშე ვერ მოხვდა… მეკარე: კურტუა (რეალი; ბელგია) დაცვა: ტეო ერნანდესი (მილანი; საფრანგეთი); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული; ნიდერლანდები); იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი; ხორვატია), დენზელ დუმფრისი (ინტერი; ნიდერლანდები) ნახევარდაცვა: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო; საფრანგეთი); კევინ დე… Continue reading ევროპის საუკეთესო თერთმეტეული
Tag: ინგლისი
გარი ნევილი: არგენტინელები ველურებივით იქცევიან, ხან – სამარცხვინოდაც…
ინგლისელმა გარი ნევილმა არგენტინელებზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა, თუმცა ძლიერი მხარეებიც დაასახელა. ნევილი მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველია, ბოლო წლებში კი საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე… „არგენტინელები ველურებივით იქცევიან, ზოგჯერ კი სამარცხვინოდ. ფეხბურთელობისას მეც აღმინიშნავს გოლი ან მოგება მეტოქის ფანებთან, ისინი გამიღიზიანებია, მაგრამ თამაშის დასრულებისთანავე მივდიოდი და მეტოქე ფეხბურთელებს ხელს ვართმევდი.… Continue reading გარი ნევილი: არგენტინელები ველურებივით იქცევიან, ხან – სამარცხვინოდაც…
მამლის ყივილი არ წყდება
საფრანგეთი ნახევარფინალშია და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ იყურება. შანსიც მშვენიერი, რადგან გუნდი ჰყავთ მშვენიერი (სხვების ფონზე). ორელინ ჩუამენიმ დაიწყო შორიდან გასროლილი ყუმბარით და ზოგადად, ნახევარდაცვაში ინგლისს ვერ ჰქონდა უპირატესობა, როგორც ამას ელოდნენ: ჩუამენი-რაბიოს წყვილი ძალიან ბევრს მუშაობდა და მათ გრიზმანიც ეხმარებოდა. მართალია, ინგლისსაც მხეცივით ცენტრალური ნახევარმცველები ჰყავთ (ბელინგემი-რაისი-ჰენდერსონი), მაგრამ მაინც აგვიანებდნენ ბევრ მომენტში. განსაკუთრებით ეს ჰენდერსონს… Continue reading მამლის ყივილი არ წყდება
მშვიდად და დამაჯერებლად – ინგლისი 1/4 ფინალში გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ფავორიტის სტატუსი მორიგმა ნაკრებმა გაამართლა. ინგლისი – სენეგალის დაპირისპირება ბრიტანელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. პირველი ნახევარი არცისე სანახაობრივი იყო, თუმცა ინგლისის ნაკრები უპირატესობას ფლობდა და შთაბეჭილება რჩებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო მომატება. საბოლოოდ ტაიმის ბოლო მესამედში ასეც მოხდა და ინგლისის ნაკრებმა 2 გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში ბრიტანელები ბევრად უკეთ ათამაშდნენ და კიდევ… Continue reading მშვიდად და დამაჯერებლად – ინგლისი 1/4 ფინალში გავიდა
დიუფი: სენეგალი ინგლისს უეჭველად მოუგებს, თუ…
ელ-ჰაჯი დიუფი გახსოვთ? სენეგალი პირველად რომ გავიდა მუნდიალზე (2002 წელს) და მეოთხედფინალამდე მიაღწია, იმ გუნდის საუკეთესო შემტევი გახლდათ. მერე ლივერპულში ითამაშა და სტივენ ჯერარდთან ჰქონდა კონფლიქტი. დიუფი ამჟამად სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველია და აი, რა თქვა: „ვფიქრობ, ინგლისთან მერვედფინალში პენალტების სერია თუ იქნება, იოლად მოვიგებთ. ვიცი ედუარ მენდის შესაძლებლობები, მას ხუთიდან სამი პენალტის მოგერიებაც… Continue reading დიუფი: სენეგალი ინგლისს უეჭველად მოუგებს, თუ…
დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს
დღეს, როდესაც შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში(!), ყატარში(!) მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ელექტრომოწყობილობა(!) ადამიანის ჩათვლილ გოლებს აუქმებს, ძველი ამბები დავიწყებას ეძლევა. არადა, ზუსტად 150 წლის წინ, 1872 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ისტორიაში პირველი სანაკრებო შეხვედრა შოტლანდიისა და ინგლისის გუნდებს შორის. ამბობენ, რომ კლუბების, კოლეჯების და უნივერსიტეტების კი არა, ერების ერთმანეთთან გაჯიბრების იდეა ჩარლზ ოლკოკს ეკუთვნის,… Continue reading დღე, როდესაც ინგლისელებმა საზღვარი გადაკვეთეს
ინგლისმა უელსთან გაილაღა
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. ტურნირის ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა უელსის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. ბრიტანულ დაპირისპირებაში თუ ვინმემ კარგი და გამართული ფეხბურთი ითამაშა, ეს პირველ რიგში სწორედ საუთგეიტის შეგირდები იყვნენ. გუნდს დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში ჰქონდა. მართალია გოლი ვერ გაიტანა, თუმცა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ტაიმში ინგლისი საქმეს შეუდგა და 3… Continue reading ინგლისმა უელსთან გაილაღა
ვერცერთხელ ამერიკაში
მუნდიალზე, ყველაზე “პოლიტიკურ ჯგუფში” (ინგლისი, აშშ, ირანი, უელსი) ოთხივე ნაკრებს გასვლის შანსი აქვს. აი, ინგლისმა ვერ გატეხა ამერიკა და თამაშითაც ვერ აჯობა – 0:0… საინტერესოა, რომ ინგლისი მუნდიალზე უკვე მესამედ შეხვდა აშშ-ს და ვერცერთხელ ვერ მოუგო. სამივეჯერ ჯგუფში. 1950 წელს სენსაციურად წააგო 0:1, 2010-ში 1:1 და აი ამჯერად ნულები. თამაშს მივყვეთ: თავიდან და ბოლო წუთებზე… Continue reading ვერცერთხელ ამერიკაში
ლინეკერის დიდი იმედგაცრუება
ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, გარი ლინეკერი, იმედგაცრუებულია ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინის ნაკრების საუდის არაბეთთან მარცხის გამო (1:2). „ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. საუდის არაბეთმა კი არაჩვეულებრივი წარმოდგენა შემოგვთავაზა“, – წერს ლინეკერი ტვიტერში. ამ მაცხით არგენტინის ნაკრებმა 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, რომელიც 2019 წლიდან გრძელდებოდა.
ინგლისური მასტერკლასი
მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი გაიმართა. ინგლისის ნაკრები ირანის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 6:2 დაამარცხა. საუთგეიტის შეგირდებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს, ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს და დამსახურებულად იმარჯვეს. ბრიტანელებმა ისე ითამაშეს, როგორც ფავორიტებს შეშვენით. ეს განსაკუთრებით წინა ხაზზე ითქმის. არაჩვეულებრივები იყვნენ საკა, კეინი და სტერლინგი. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. ირანელებს იძულებითი… Continue reading ინგლისური მასტერკლასი