2022 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ “ინდიანამ” გოგა ბითაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. 2023 წლის ზაფხულში ქართველ კალათბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით სატრანსფერო ბაზარზე მოუწევს გასვლა. იმისთვის, რომ გოგამ NBA-ს რომელიმე კლუბთან გააფორმოს ახალი ხელშეკრულება და ევროპაში არ მოუწიოს საასპარეზოდ დაბრუნება, სეზონის ბოლომდე დიდი სათამაშო დრო და კარგი სტატისტიკა ჭირდება(ამჟამად 3,4 ქულა+2,2 მოხსნა საშუალოდ მატჩში). “პეისერზში” ცენტრის… Continue reading გოგა ბითაძის შანსი
Tag: ინდიანა პეისერზი
გამარჯვება მეორე შემადგენლობით
გუშინ “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში “ატლანტა” 120-116 დაამარცხა, დღეს გამთენიისას კი ჟაკ ვონის შეგირდებს მორიგი მატჩის ჩატარება უწევდათ – ამჯერად “ინდიანას” წინააღმდეგ. “ნეთსის” სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა 9 წამყვანი კალათბურთელის გარეშე გამოსულიყო სათამაშოდ: 1. კევინ დურანტს მუხლის არეში მცირე ტკივილი ქონდა და დაასვენეს. 2. კაირი ირვინგს კუნთი აქვს დაჭიმული 3. ბენ სიმონსს საზარდულის მცირე ტრავმა აქვს.… Continue reading გამარჯვება მეორე შემადგენლობით
გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში 116-109 დაამარცხა “ინდიანა” და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. “პეისერზის” რიგებში 8 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა ამ მოკლე დროში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა განახორციელა. გოგამ თამაშიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, 3 შესრულებული მოხსნიდან 1 მეტოქის ფარზე… Continue reading გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”
NBA ქართველების გარეშე
ოკეანის გაღმა ნელ-ნელა ხურდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. რეგულარული გათამაშების მორიგი მატჩები გამართეს “მილუოკიმ” და “ინდიანამ”, სამწუხაროდ ქართველი კალათბურთელები: სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ბრუკლინს” და მეტოქე 110:99 დაამარცხა. მოგებულ შეხვედრაში ბენეფისი მოიწყო იანის ანტეტენკუმპომ – ბერძენმა კალათბურთელმა 43 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი… Continue reading NBA ქართველების გარეშე
ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”
NBA-ს ჩემპიონობის ერთერთ კანდიდატად შერაცხულმა “ფილადელფიამ” სეზონის სტარტზე საშნელი შედეგები აჩვენა. დოკ რივერსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ “ბოსტონთან” წააგო, შემდეგ “მილუოკისთან”, პიკი კი “სან ანტონიოსთან” განცდილი მარცხი იყო… “ინდიანასთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ბოდიში მოიხადა ცუდი შედეგებისთვის და თქვა, რომ გუნდში ისეთი განწყობაა, თითქოს მოგება/წაგების ბალანსი 0-82-ზე გვქონდესო. “ფილამ” პირველივე მეოთხედში “დაბომბა”… Continue reading ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”
გოგა ბითაძის 14 ქულა და 15 მოხსნა “დეტროიტთან”
NBA-ს 2022/23 წლების სეზონის მატჩში “ინდიანამ” საკუთარ Gainbridge Fieldhouse-ზე უმასპინძლა “დეტროიტს” და მეტოქე 124-115 დაამარცხა. “პეისერზმა” შეწყვიტა 12 მატჩიანი წაგებათა სერია, რომელიც გუნდს წინა რეგულარული გათამაშებიდან მოყვებოდა. მოგებულ მატჩში დიდი წვლილი შეიტანა გოგა ბითაძემ – ქართველი ცენტრი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და 25 წუთში სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა: 14 ქულა + 15 მოხსნა. “სუპერ გოგამ”… Continue reading გოგა ბითაძის 14 ქულა და 15 მოხსნა “დეტროიტთან”
გოგა ბითაძის 8 ქულა “სან ანტონიოსთან”
“ინდიანა” აგრძელებს წარუმატებელ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რიკ კარლაილის გაწვრთნილი გუნდი დასავლეთ კონფერენციის ერთერთ უსუსტეს გუნდ “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 134:137 დამარცხდა. მატჩი ინდიანაპოლისში, “პეისერზის” საშანო არენაზე იმართებოდა და Gainbridge Fieldhouse-ში მისული გულშემატკივარი საკუთარი გუნდის გამარჯვებას ელოდა, თუმცა მასპინძლებმა საშინელი დაცვა ითამაშეს და სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი დათმეს. კარლაილმა ბითაძე 18… Continue reading გოგა ბითაძის 8 ქულა “სან ანტონიოსთან”
გოგა ბითაძის 10 წუთი “ვაშინგტონთან”
NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა “ინდიანა პეისერზმა”. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და დაძაბულ ბრძოლაში 107:114 დამარცხდა. გოგა ბითაძე პარკეტზე მეორე ხუთეულიდან შემოვიდა და 10 წუთი ითამაშა(მაილს ტერნერია ტრავმირებული). ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა – 0 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. გოგამ თამაშიდან… Continue reading გოგა ბითაძის 10 წუთი “ვაშინგტონთან”
გოგა ბითაძის 15 წუთი “ჰიუსტონ როკეტსთან”
“ინდიანა პეისერზმა” დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი NBA-ს მოახლოვებული სეზონის წინ. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა 4 საგამოფენო მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო და ორშიც დამარცხდა. უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრა “პეისერზმა” საკთარ Gainbridge Coliseum-ზე გამართა, სადაც მისი მეტოქე “ჰიუსტონ როკეტსი” გახლდათ. მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა იდეალურად ჩაატარეს და მეტოქეს 81 ქულა ჩაუგდეს (პირველ მეოთხედში 39, მეორეში 42). მოედანზე გაიბრწყინა… Continue reading გოგა ბითაძის 15 წუთი “ჰიუსტონ როკეტსთან”
გოგა ბითაძეს არ ენდობიან
NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება. ლიგის გუნდები უკვე აქტიურად ემზადებიან და საგამოფენო მატჩებში იღებენ მონაწილეობას. “ინდიანა” Spectrum Center-ში ესტუმრა “შარლოტს” და მეტოქე 122-97 დაამარცხა. გასაოცარი იყო “პეისერზის” მთავარი მწვრთნელის რიკ კარლაილის გადაწყვეტილება – საერთოდ არ მიეცა სათამაშო დრო გოგა ბითაძესთვის. ქართველი ცენტრი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა გუნდის ახალწვეულ დანიელ ტაისთან ერთად.… Continue reading გოგა ბითაძეს არ ენდობიან