ესპანელმა ნახევარმცველმა ისკომ კარიერა შესაძლოა ოლიმპიაკოსში გააგრძელოს. ცნობა Todofichajes-მა გაავრცელა. ალარკონი ამჟამად თავისუფალი აგენტია და მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული. რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, ესპანელის დამატება თურქულ ქონიასპორსაც სურს. ისკოს რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში დაუმთავრდა და შემდეგ სევილიას შეუერთდა, სადაც დეკმბრამდე ითამაშა. გადაწყვეტილი იყო, რომ მას კარიერა უნიონ ბერლინში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა გარიგება ჩაიშალა. რაც… Continue reading ისკოს ახალი მსურველი ჰყავს
Tag: ისკო
ისკო თურქეთში მოუნდათ
ისკომ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. Marca-ს ინფორმაციით, მისი დამატება ქონიასპორს სურს. მოგეხსენებათ ალარკონი თავისუფალი აგენტია და თურქებს მიზნის მიღწევა წესით ძვირი არ უნდა დაუჯდეთ. სათქმელია, რომ ისკოსადმი ინტერესს კატარული კლუბიც იჩენს. ისკოს შარშან ზაფხულში რეალთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ესპანელი სევილიას ფეხბურთელი, თუმცა ანდალუსიელებთან ხელშეკრულება დეკემბერში ამოეწურა. იწერებოდა, რომ შუახაზელი კარიერას უნიონ ბერლინში… Continue reading ისკო თურქეთში მოუნდათ
ისკო – ახალი გუნდი და ახალი მიზნები
ესპანელი ნახევარმცველი ისკო კარიერას სევილიაში გააგრძელებს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა. 30 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ისკო თავისუფალი აგენტი გახლდათ და სევილიას ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ მოუწია. ალარკონი ბოლოს მადრიდის რეალში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 9 წელი დაჰყო. განვლილი 9 სეზონის განმავლობაში ისკომ რეალში ლა ლიგა (3), ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი… Continue reading ისკო – ახალი გუნდი და ახალი მიზნები
ისკო შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ
რომა ნახევარმცველის დამატებაზე მუშაობს. ჯალოროსის ახალი სამიზნე ისკო ალარკონია, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ცნობილია, რომ ამ ამბით პირადად ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული. ისიც დაიწერა, რომ ესპანელს ინტერში გადასული ჰენრიკ მხითარიანის შემცვლელად მოიაზრებენ. ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. ისკო ბოლოს რეალში თამაშობდა, რომლის ღირსებასაც 2013 წლის ზაფხულიდან იცავდა. 30 წლის ფეხბურთელმა სამეფო გუნდში ბევრ სხვა ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა… Continue reading ისკო შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ
ისკო სერია ა-ში? იტალიელები ზაფხულამდე ვეღარ იცდიან
ისკომ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მისი დამატება ფიორენტინას სურს. იგივე წყარო ირწმუნება, რომ იტალიელები ზაფხულამდე მოცდას არ აპირებენ და ისკოს გადაბირებას ზამთარშივე შეეცდებიან. 29 წლის ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მადრიდელები ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისკოს გაყიდვა წესით რეალსაც უნდა აწყობდეს. მიმდინარე სეზონში ისკო… Continue reading ისკო სერია ა-ში? იტალიელები ზაფხულამდე ვეღარ იცდიან
ისკო უფასოდაც არ სურთ
მადრიდის რეალი ისკოსთან დამშვიდობებას აპირებს, მაგრამ მოახერხებს? ერთი წინადადებაც კი არ მიუღიათ… და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისკოს უფასოდ უშვებენ. 29 წლის ნახევარმცველი, კარგა ხანია, სათადარიგო სკამის ფეხბურთელია. მაგრამ წელიწადში 6,5 მილიონ ევრო აქვს ხელფასი, ამდენს კი, აბა, რომელი კლუბი გადაუხდის? სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაა, რომ ისკოზე ერთი წინადადებაც კი არ მიუღია რეალს (როგორც Abc.ES წერს).… Continue reading ისკო უფასოდაც არ სურთ