ეს ფოტო რა კომენტარს საჭიროებს? 8 მეტოქე გოლის მომენტში… ნაპოლი-ატალანტა 2:0. ხვიჩა კვარაცხელიას ლამაზი გოლი – ამ გოლმა გატეხა ატალანტა და მერე კოსოვოელმა რაჰმანიმ მეორეც დაამატა. ShoW di Kvara, KvaraBellissima, Breathtaking solo goal… ისეთი სათაურებია სხვადასხვა საიტებზე. ნაპოლი ისევ 18 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ინტერს. ამხელა ჰანდიკაპი ძალიან უნდა მოინდომოს რომ გაფლანგოს.
Tag: იტალია
“ინგლისში ფეხბურთი სპორტია, იტალიაში კი…”
ანტონიო კონტემ საინტერესოდ შეადარა საფეხბურთო სიგიჟეები ინგლისსა და იტალიაში. ტოტენჰემის მწვრთნელმა კონტემ ამის შესახებ მილანთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ ისაუბრა… „ვფიქრობ, ინგლისსა და იტალიაში სხვადასხვა ზეწოლაა. იტალიაში ფეხბურთზე ლაპარაკობ ორშაბათიდან კვირამდე. იწყებ შეგუებას, რომ წნეხში უნდა იყო და ამით ვითარდები. ინგლისში ფეხბურთი სიამოვნებაა, ტკბები. ინგლისში ეს არის უბრალოდ სპორტი, ხოლო იტალიაში ფეხბურთი სპორტის… Continue reading “ინგლისში ფეხბურთი სპორტია, იტალიაში კი…”
ევროპის საუკეთესო თერთმეტეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, ევროპელი ფეხბურთელების 2022 წლის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომელშიც, გასაკვირია, რომ ვერც ერთი ესპანელი, იტალიელი, ინგლისელი თუ გერმანელი მოთამაშე ვერ მოხვდა… მეკარე: კურტუა (რეალი; ბელგია) დაცვა: ტეო ერნანდესი (მილანი; საფრანგეთი); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული; ნიდერლანდები); იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი; ხორვატია), დენზელ დუმფრისი (ინტერი; ნიდერლანდები) ნახევარდაცვა: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო; საფრანგეთი); კევინ დე… Continue reading ევროპის საუკეთესო თერთმეტეული
საოცარი, სასაცილოც… რა გოლი ჩათვალეს იტალიაში! (+video)
იტალიის ახალგაზულ ლიგაში მსაჯმა საოცრება ჩაიდინა. ჩათვალა არარსებული გოლი… ბურთი ბადეს გარედან მოხვდა და მერე კარს უკან გადავარდა, მაგრამ მსაჯმა ანდრეა რომანომ – გოლიაო! გუნდებიც დავასახელოთ: კასტელანო სტუმრად ეთამაშებოდა ნოიკატაროს. ეს „გოლი“ სტუმრებმა „გაიტანეს“ და ზეიმიც დაიწყეს, რამაც უფრო გაამწარა მასპინძლები. თან, ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა და კასტელანმა აღიარა, გოლი არ იყო და მზად ვართ… Continue reading საოცარი, სასაცილოც… რა გოლი ჩათვალეს იტალიაში! (+video)
იტალიელი, 19 წლის და უკვე 50 მილიონი?..
იტალიელებს მაგარი მცველები სულ ჰყავდათ და ახალ თაობაშიც მოდის ერთი განსაკუთრებული. მისი სახელ-გვარია ჯორჯო სკალვინი, რამდენიმე დღის წინ გახდა 19 წლის და უკვე ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. სკალვინი ატალანტას ფეხბურთელია, სერია ა-ში მუდმივად თამაშობს და იტალიის ნაკრებშიც 3 მატჩი უკვე ჩაატარა. გაირკვა, რომ მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ინტერი და იუვენტუსი დაინტერესებულები არიან სკალვინის შეძენით. იტალიური პრესა წერს,… Continue reading იტალიელი, 19 წლის და უკვე 50 მილიონი?..
განსაკუთრებული სტუმარი: ბაჯო და ფეხბურთი!
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბევრი ვარსკვლავი ესწრება, თუმცა რობერტო ბაჯოს ყატარში ჩასვლა განსაკუთრებული მოვლენაა. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რატომ? იტალიელი ცხენისკუდა კარგა ხანია, საფეხბურთო წრეში არ ჩნდება, მოვლენებს არ ესწრება და ინტერვიუებიც არ უყვარს. პაოლო როსის დაკრძალვაზე იყო, სადაც იტირა და ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა: “პაოლო, ორივემ ვიჩენცაში დავიწყეთ, ორივემ ვითამაშეთ იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში. შენ გააკეთე ის, რაც… Continue reading განსაკუთრებული სტუმარი: ბაჯო და ფეხბურთი!
დავითვალოთ მედლები… ვინაა პირველი?
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რა თქმა უნდა, ამ სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია, თუმცა საპრიზო ადგილებზე გასვლაც ცოტას არ ნიშნავს. როგორია ამ მხრივ მდგომარეობა? მერამდენეს მოიგებენ ფრანგები და არგენტინელები? მოდით, დავთვალოთ 1) გერმანია: 12 – 4 ოქრო; 4 ვერცხლი; 4 ბრინჯაო 2) ბრაზილია: 9 – 5 ოქრო; 2 ვერცხლი; 2 ბრინჯაო… Continue reading დავითვალოთ მედლები… ვინაა პირველი?
ხვიჩა – ხუთშაბათიდან თურქეთში
La Gazzetta Dello Sport-ში კიდევ ერთხელ დაიწერა სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე. განსაკუთრებული სიახლე არაფერი, მაგრამ სასიხარულოა, როცა ამ ტექსტს ვკითხულობთ: „და კიდევ, ნაპოლის ჰყავს კვარაცხელია, რომელიც ავსებს ტრიბუნებს. ქართველის თამაში ნეაპოლელ გულშემატკივრებს განსაკუთრებულობას, ფანტაზიასა და ლამაზ საფეხბურთო ელემენტებს სთავაზობს. მან დიეგო მარადონას სტადიონზე სიხარულით წამსვლელთა რიცხვი გაზარდა“. კვარაცხელია სამშაბათს შეუერთდება ნაპოლის და ხუთშაბათს გუნდს თურქეთში გაჰყვება… Continue reading ხვიჩა – ხუთშაბათიდან თურქეთში
იტალია მსოფლიოს გარეშე? როგორიც რომი კოლიზეუმის გარეშე…
ფრანჩესკო ტოტიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები ჩამოთვალა, ხოლო იტალიის არყოფნა ერთი წინადადებით შემოფარგლა: „იტალიის გარეშე მუნდილი იგივეა, როგორიც რომი კოლიზეუმის გარეშე“. რომას ლეგენდამ და მსოფლიო ჩემპიონმა თქვა, რომ სერიოზული ანალიზია გასაკეთებელი, თუ რატომ ვერ მოხვდა იტალია ზედიზედ ორჯერ მსოფლიოზე. და რაც შეეხება ფავორიტებს: „საფრანგეთი, ბრაზილია, არგენტინა, გერმანია და ესპანეთი. ერთი ფავორიტი არ არსებობს, რამდენიმეა. ყველაფერი შეიძლება… Continue reading იტალია მსოფლიოს გარეშე? როგორიც რომი კოლიზეუმის გარეშე…
უკვე საოცრება… Lamborghini – სპეციალური მოდელი ეძღვნება კვარაცხელიას!
Corriere Dello Sport-ის ცნობით, ნაპოლისა და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში გახდა შთაგონების წყარო, რათა ლამბორჯინის (Lamborghini) ახალი მოდელი შეექმნა: Lamborghini Avendator SVJ. დიახ, ზუსტად ასე წერია გამოკვეთილად კვარაცხელიაზე, რომ ის გახდა „მიზეზი”, რათა ეს მოდელი გამოეშვათ. ნაპოლის მაისურის ფერებში. Lamborghini კი იცით, პოპულარული და მძლავრი იტალიური საავტომობილო ბრენდია. აი, რას წერს იტალიური საიტი: „ნაპოლი… Continue reading უკვე საოცრება… Lamborghini – სპეციალური მოდელი ეძღვნება კვარაცხელიას!