კლოპმა ხალხი გადააგდო

ლივერპული 2022-2023 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალთან საერთო ანგარიშით 2:6 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. საპასუხო  მატჩში მერსისაიდელთა მარცხის შემდეგ (0:1), ბრიტანული კლუბის გულშემატკივრებმა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დანაპირები გაუხსენეს, შეჯიბრის ფინალში კვლავ გასვლის შესახებ. გასული სეზონის ბოლოს ტურნირის ფინალის შემდეგ, კლოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სად გაიმართება გაისად ლიგის ფინალი? სტამბოლში? შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ სასტუმრო!”… Continue reading კლოპმა ხალხი გადააგდო

კლოპი დირექტორს თავად დანიშნავს

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პირადად შეარჩევს კლუბის სპორტულ დირექტორს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას გუნდის გაძლიერებაზე იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებმა თავად მიიღეს. კლოპს სრულ კარტ-ბალნში მისცეს. 55 წლის  კლოპი ლივერპულში  2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობს.  მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა პირველად ისტორიაში. კლუბთან მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026… Continue reading კლოპი დირექტორს თავად დანიშნავს

იურგენ კლოპი: თუ კრიტიკა გინდათ, მე გამაკრიტიკეთ

ლივერპულმა პრემიერლიგის 22-ე ტურში ვულვერჰემპტონთან 0:3 წააგო და ზოგადაც ცუდი პერიოდი აქვს. ამ თემაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა. “ჩვენი სიტუაციით ცხადია უკმაყოფილო ვარ. მომავალში რა იქნება, ამას ის განსაზღვრავს თუ ახლა როგორ გავუმკლავდებით ჩვენს პრობლემებს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. თუ კრიტიკა გინდათ მე გამაკრიტიკეთ, სხვას ნუ ეძებთ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Sku Sport-ი.… Continue reading იურგენ კლოპი: თუ კრიტიკა გინდათ, მე გამაკრიტიკეთ

კანტე, კლოპი, სიმეონე

მადრიდის ატლეტიკო ჩელსის ნახევარმცველით, ნგოლო კანტეთი დაინტერესდა. ფრანგს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მადრიდელები მის უფასოდ გადაბირებას შეეცდებიან. თუმცა ლურჯებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაახანგრძლივებენ თუ არა კონტრაქტს 31 წლის ფეხბურთელთან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლივერპულმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სცადოს კანტეს ხელში ჩაგდება. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დარწმუნებულია, კანტე მსოფლიო… Continue reading კანტე, კლოპი, სიმეონე

იურგენ კლოპი: ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ცხოვრებაში მინახავს

იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატზე და არგენტინის ნაკრების კაპიტანზე ლეო მესიზე ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ცხოვრებაში უნახავს. “ეს დამსახურებული გამარჯვება გახლდათ. რთული თამაში იყო, 80 წუთის შემდეგ კი საუკეთესო ფინალი ვნახე. არგენტინის ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო და ეს ძალიან მიხარია. არგენტინელები ამას დიდი ხანი ელოდნენ.  ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ცხოვრებაში მინახავს. ის… Continue reading იურგენ კლოპი: ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ცხოვრებაში მინახავს

იურგენ კლოპი: კვარაცხელია ნამდვილად კარგი ბიჭია

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ნაპოლი ლივერპულს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა, რომელმაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. “კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, ისიც და არნოლდიც კარგები არიან. ვიცი ხალხი მათთან დაკავშირებულ რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრებს, როცა კვარაცხელია ტრენტს გასცდა.  კვარაცხელია ნამდვილად კარგი ბიჭია. მის წინააღმდეგ თამაშისას თავი ერთობლივად კარგად უნდა დაიცვათ. როცა… Continue reading იურგენ კლოპი: კვარაცხელია ნამდვილად კარგი ბიჭია

იურგენ კლოპი: ეს ყველაფერი საშინელი საყურებელი იყო

პრემიერლიგის მე-9 ტურში ლივერპულმა ბრაიტონს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო. “არ ვიცი რამდენჯერ ვნახე მათი შემტევები, რომლებიც ხაზებს შორის მოძრაობდნენ. ეს ყველაფერი საშინელი სანახავი იყო.  სამივე გაშვებული გოლისას დაცვაში უკეთ უნდა გვეთამაშა. საბოლოო ანგარიში წაგებას ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. ჩემს ფეხბურთელებს უკეთ თამაში… Continue reading იურგენ კლოპი: ეს ყველაფერი საშინელი საყურებელი იყო

იურგენ კლოპი: ეს სულ სხვა სპორტი იყო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლივერპულმა აიაქსს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა. “თუ შევადარებთ ნაპოლისთან პირველი ტურის მატჩს, დღევანდელი შეხვედრა იმასთან შედარებით სულ სხვა სპორტი იყო. აიაქსთან ყველაფერი სხვაგვარად იყო, დაცვა, ინტენსივობა, შეტევა, უფრო მეტი გამბედაობა და აგრესია გვქონდა. ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ეს მხოლოდ 1 წინ გადადგმული ნაბიჯია და მეტი… Continue reading იურგენ კლოპი: ეს სულ სხვა სპორტი იყო

იურგენ კლოპი: ჩვენი მიზანი თამაშის შემდეგ დადებითი სათაურების შექმნაა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლივერპული აიაქსს უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა. “არ მინდა აიაქსს გავაგებინო რას ვაპრებთ. ჩვენ არ გვჭირდება თამაშის წინ სკანდალების შექმნა. ლივერპულის ამოცანა თამაშის შემდეგ დადებითი სათაურების შექმნაა. სამწუხაროდ ამ სეზონში საკმარისად თანმიმდევრულები არ ვართ. იმედია სიტუაციას გამოვასწორებთ. რაც შეეხება ნაპოლისთან პირველი ტურის მატჩს, ეს ლივერპულის ყველაზე ცუდი თამაში იყო… Continue reading იურგენ კლოპი: ჩვენი მიზანი თამაშის შემდეგ დადებითი სათაურების შექმნაა

იურგენ კლოპი: აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენთვის სკანდალური სათაურები შევქმნა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპული ნაპოლის უმასპინძლებს, რომლის რიგებშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კლოპს ჰკითხეს თვლის თუ არა ნეაპოლს საშიშ ქალაქად, რაზეც გერმანელი გაბრაზდა. “ეს იმედგაცრუებული კითხვაა, თვალისმომჭრელი სათაურები გჭირდებათ? აქ ამისთვის არ ვარ. როგორ ფიქრობთ, ეს ქალაქი საშიშია? აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენთვის სკანდალური სათაურები შევქმნა. დაცული ვარ, სასტუმროში თავს კარგად… Continue reading იურგენ კლოპი: აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენთვის სკანდალური სათაურები შევქმნა